6 წელი — რთული ასაკი გოგონებისთვის…

by Ann | Февраль 3, 2017 03:10

პატარებს თავი ყოველთვის ჭკვიანები ჰგონიათ, მათი სასაცილო პასუხები ზოგჯერ გვაგიჟებს, მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ არის გარკვეული ეტაპი, როდესაც გოგონები საკუთარი თავის რწმენას კარგავენ. ესაა 6 წლის ასაკი!

 

კვლევის თანახმად, 4-5 წლის ბავშვები ორივე სქესში თანაბრად ფიქრობდნენ, რომ სწორედ მათი სქესია ყველაზე ჭვიანი, 6 წლის ასაკში კი სურათი შეიცვალა. ბიჭების შემთხვევაში სტატისტიკა იგივე დარჩა, გოგნებთან კი საგრძნობლად შემცირდა მათი რაოდენობა, ვისაც საკუთარი თავი ჭვიან ადამიანად მიაჩნდა.

 

მეცნიერების აზრით, ეს პატარაობიდანვე მათ ცნობიერებაში ჩადებული კოდია, რომ მამაკაცები უფრო ჭკვიანები არიან, მათ ყველაფრის ნიჭი აქვთ. ხშირ შემთხვევაში ამ ასაკის გოგონებთან მშობლების ან მასწავლებლების მხრიდან დარწმუნებაც არ ჭრის, რომ ნამდვილად ჭკვიანები არიან და ჯიუტად აგრძელებენ მტკიცებას, რომ რაღაც არ გამოსდით.

ნანახია:(117)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/6-weli-rtuli-asaki-gogonebistvis/