6 სასარგებლო რჩევა ცხოვრების უკეთ წასამართად | Jolo.ge


6 სასარგებლო რჩევა ცხოვრების უკეთ წასამართად

6 სასარგებლო რჩევა ცხოვრების უკეთ წასამართად

თუ თქვენ არ შეიცვლებით, მაშინ მუდამ გექნებათ მხოლოდ ის, რაც გაქვთ“, — ამბობს კორპორაცია «Jim Rohn International»-ის დამაარსებელი ჯიმ რონი.

მისივე თქმით  ეკონომიური სიძნელეები იწყება მაშინ, როდესაც იწყებთ ცხოვრებას პრინციპით: „ვაკეთო ნაკლები და მივიღო მეტი.“ 

ცხოვრების უკეთ წასამართად სასარგებლო რჩევები ამერიკელი ბიზნესმენისგან

 

1. იყავით პროდუქტიული

 
პირველი ნაბიჯი პროდუქტიულობაა. მერწმუნეთ, ბედნიერი ვერ იქნებით, თუ პროდუქტიული არ გახდებით. მნიშვნელოვანია, შექმნათ ამ სამყაროში რაიმე ღირებული. თავს აუცილებლად უკეთ იგრძნობთ, როცა პროდუქტიული გახდებით. ცხოვრებაც ღირებული და მნიშვნელოვანი გახდება.

2. დააფასეთ ურთიერთობები

 
შემდეგი ნაბიჯი კარგი მეგობრების ყოლაა. ჩამოაყალიბეთ მყარი ურთიერთობები თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან, რომლებმაც იციან ვინ ხართ და ასეთს გაფასებენ.. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ცხოვრებას „მე“ და „მხოლოდ მე“ გადმოსახედიდან. ამიტომაც, ასეთი ადამიანები, საბოლოოდ, მარტონი და უბედურები რჩებიან, რადგან ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ერთგული მეგობრების შეძენა და გრძელვადიანი, მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება. ადამიანები რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ, საბოლოოდ მარტოობით იხდიან სასჯელს.უბრალოდ ეცადეთ საქმე ისეთ ადამიანებთან დაიჭიროთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებას პოზიტიური ენერგიით ავსებენ.

 

3. დააფასეთ თქვენიფესვები

 
უნდა იცოდეთ თქვენი კულტურა, მემკვიდრეობა, ენა და ისტორია. ეს ყველაფერი აყალიბებს საზოგადოებრივ და პიროვნულ თვითშეგნებას. აუცილებელია იცოდეთ თქვენი წინაპრების და მათი ღვაწლის შესახებ!

 

4.სულიერი ჯანმრთელობა

 
არ დაგავიწყდეთ თქვენს სულიერ მხარესაც მიხედოთ. არა აქვს მნიშვნელობა რის გჯერათ, აუცილებელია კონცენტრაცია მოახდინოთ თქვენს სულიერებასა და რწმენაზე. არ დატოვოთ ეს რწმენა შეუსწავლელი. ეს არის ძლიერი ქვეყნის, ოჯახის და საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი.

 

5. აშენეთ შიდა წრე

 
შექმენით თქვენი საკუთარი წრე და ეცადეთ შთააგონოთ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რამოდენიმე მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრებიც შთაგაგონებენ თქვენ. მეგობრებისა და ოჯახის წევრების ძლიერი შიდა წრის ყოლა, დაგეხმარებათ ადვილად გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს.
არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ფრთხილად იქცევით და როგორ ხვდებით თითოეულ შესაძლებლობას, თუ პრობლემას – ყოველთვის შეიძლება დამარცხდეთ! და როცა მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევები მოხდება, მშვენიერია ვიცოდეთ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან და ძალას მოგვცემენ. სხვა შემთხვევაში, ცხოვრება მხოლოდ ცივი და მარტოსული ადგილი იქნება. ხშირად ადამიანები ამ სიმართლეს ძალიან გვიან ამჩნევენ!

 

6. დათესეთ მარცვლები

 
ბოლოს მაინც ღმერთამდე მივდივართ. არ ვამბობ რომ ექსპერტი ვარ ამ საკითხში, მაგრამ არსებობს აზრი რომელიც მსურს გაგიზიაროთ. დააკვირდით, ღმერთი ამბობს „თუ მარცვალს დასთესთ, მე ხეს შევქმნი.“ რა საოცარი წესრიგია! ღმერთი არ ელის თქვენგან შექმნათ ხე, ის მხოლოდ მარცვლის თესვისკენ მოგვიწოდებს. ეს არის ზუსტად ის მექანიზმი, რომლის საფუძველზეც პიროვნული განვითარება და თვითგანათლება მუშაობს. თუ მარცვალს დასთესთ, ღმერთი მოგცემთ დანარჩენს… ღვთის წყალობით არსებობს ეს მშვენიერი სამყარო, თუმცა საჭიროა ჩვენი წვლილიც, რათა სასწაულები ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდეს!

ჯიმ რონი, წიგნიდანჩემი ფილოსოფია წარმატებული ცხოვრებისთვის

ნანახია:(17324)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ჯიმ რონი

Related Articles

„ბუმერანგის პრინციპი — როცა ვეხმარებით სხვებს, ამით ვეხმარებით საკუთარ თავს“

? სარკის პრინციპი — სანამ სხვაზე იმსჯელებ, საკუთარ თავს მიაქციე ყურადღება. ? ტკივილის პრინციპი — შეურაცხყოფილი ადამიანი სხვას აყენებს ტკივილს;


10 მძლავრი მტკიცებულება, რომელიც შეგცვლით და შეგიცვლით ცხოვრებას

გარე სამყარო შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ცალკე აღებული ყოველი აზრი, ყოველი ემოცია და  ყოველი მოქმედება განაპირობებს იმას ვინ ხართ. ე.წ. რეალობა


„ვსვამდი, ვეწეოდი, არც ნარკოტიკებზე ვამბობდი უარს, ვჩხუბობდი, პირველობას ვჩემობდი“…

«ცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა ადამიანი ის ანგელოზია, რომელიც შემწედ გამოგიგზავნა განგებამ. მას ან უყვარხარ, ან- გცდის. ახალგაზრდობაში ასეთი რამ გადამხდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<