6 რჩევა, როგორ მოვიწყოთ დაუვიწყარი ახალი წელი: ევროპაში, თუ თბილისის საუკეთესო ადგილებში? | Jolo.ge


6 რჩევა, როგორ მოვიწყოთ დაუვიწყარი ახალი წელი: ევროპაში, თუ თბილისის საუკეთესო ადგილებში?

6 რჩევა, როგორ მოვიწყოთ დაუვიწყარი ახალი წელი: ევროპაში, თუ თბილისის საუკეთესო ადგილებში?

სეკრეტ სანტას ბუმი ნელნელა დასასრულს უახლოვდება და ნელნელა უკვე იმ საკითხზე გადავერთეთ, თუ სად და როგორ შევხვდეთ ახალ წელს.

ქართული კურორტების ფასებს რომ გადავავლე თვალი – ამ სამი დღის ფასად, ორი ადამიანი – ორჯერ წავალთ და წამოვალთ ევროპაში, 1 კვირით. ჰოდა, თუ ვინმე გეგმავს და ვერ გაუგია, რით შეიძლება დაკავდეს საახალწლოდ – ვეცდები დავეხმარო და გავუმარტივო გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რამდენიმე რჩევით, ანუ გაგიზიარებთ რას გავაკეთებდი, დაგეგმილი რომ არ მქონდეს ახალი წელი.

1) ვიყიდდი სალონიკის ბილეთს, ორ გზას 50 ლარად, ვიპოვიდი მასპინძელს სალონიკში, შემდეგ სკოპიეში და ტირანაში და მონტენეგროს რომელიმე ქალაქშიც შევირბენდი. ჯამში ალბათ 4-5 დღე – ჯიბის ფულიანად 150-200 ევრომდე დამიჯდებოდა – ეს არის პრინციპში ის, რასაც რეალურად ვაკეთებ.

2) ბილტმორი – სადაც „ზიმის“ გახსნაზე მოვხვდი და მას შემდეგ მისი ხედებით, კომფორტით და „საჩემოობით“ მოხიბლული ვარ! ან ისტორიულ ამფითეატრში შევალ და შვიდკაცას 15628821_1316868438356393_997838472_oმოვუსმენ, ან ბოლრუმში –  “Touch & Go”-ს ლაივს დავესწრები, ან ზიმში 30 ან 31-ე სართულზე (სიმაღლეები და ხედები ჩემი სუსტი წერტილია) ელექტონული მუსიკის ფონზე ქალაქის საახალწლო ხედებით დავტკბები.

ანუ თუ შენ ვერ მიდიხარ ევროპაში, ევროპა მოდის შენთან და დროსაც საკმაოდ საინტერესოდ გაატარებთ. თან მესიმბოლურება – თბილისში, ყველაზე მაღალ სართულზე ახალი წლის შეხვედრა და ერთგვარი დაბედება „სიმაღლეების დაპყრობის“. ფასს შიშით დავხედე, აქაც 1500 დოლარს ველოდი თუმცა გაცილებით ლოგიკური და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. მოკლედ, თუ თოვლის გამო კოპიტნარის აეროპორტში ფრენა გადამედება, ვიცი ქუთაისიდან პირდაპირ სად მივიდე და რით დავკავდე. ? ჰოდა, იქნებ ამ საახალწლო გათამაშებებში მაინც მოვიგო რამე, ცხოვრებაში პირველად. ?

3) შევკრებდი ოჯახის ყველა წევრს ჩემთან, სახლის ზომა ცოტა დიდი მომივიდა და ორივე საძინებელს და კაბინეტს სრულად ვერ ვიყენებ, შესაბამისად, ახალი წლის რამდენიმე დღით – დედას, მამას, ბებიას, დეიდებს და დეიდაშვილებს გადმოვაცხოვრებდი და რამდენიმე დღე ერთ დიდ ოჯახად ვიცხოვრებდით, საახალწლო განწყობით – ესეც დაგეგმილი მაქვს და ჩამოსვლის შემდეგ ჩემ საახალწლო დღეებს სწორედ ასეთი გაგრძელება ექნება.

4) ქუჩაში ხეტიალის იდეაც არ არის ცუდი, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 6 ახალ წელს – საქართველოს ფარგლებს გარეთ ვხვდები ხოლმე, საახალწლო კონცერტზე შერბენა – ბავშვობის წლების ნოსტალგიური გარბენა იქნებოდა თვალწინ და შემდეგ გაგრძელება ისევ ბილტმორში, მერე სახლში – საყვარელ ადამიანებთან და მოკლედ, ოთხივე პუნქტი თანაკვეთაშია ერთმანეთთან.

5) მოგზაურობის თემას რომ დავუბრუნდეთ – საახალწლოდ ლარნაკაც ძალიან იაფია, იგივე 50 ლარამდე ორი გზა, ქალაქიც არ არის ძვირი, უბრალოდ ვიზა ვისაც არ გაქვთ შენგენის – აქ უკვე რთულდება პროცესი და კიევში ან ათენში ხდება აუცილებელი საბუთების გაგზავნა. ერევანში – არ ჰქნათ, ცოცხალი თავით, შორი გზა მოიარეთ და მშვიდობით დაასრულეთ, პირადი (ანუ მეგობრების) მწარე გამოცდილებით გირჩევთ. თან თბილა, თბილა!

6) ასევე ძალიან მომწონს იდეა – გააბედნიერე და გაბედნიერდი-ს, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ახალი წლის ღამეს ელოდება რაღაც განსაკუთრებულს და შენ ხარ ის, ვინც კარგად არ იცნობს, მაგრამ მზად არის საახალწლო განწყობა გაულამაზოს. ვიპოვი ვინმეს, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდება საახალწლო სიუპრიზი და ამით მეც გავბედნიერდები და იმედია ჩემი სეკრეტ სანტას უცნობი ადრესატიც ასევე გავაბედნიერე – ევროპის საგზურის ჩუქებით. ^^

ჰოდა, როგორი კომფორტულია ცხოვრება, როცა ალტერნატივები მრავლად გაქვს, არცერთი არ არის 12ფუფუნების საგანი და მიუწვდომელი და თან რომელიმეს „ჩაშლა“ შემდეგი ალტერნატივების გამოყენების ბედნიერებას განიჭებთ.

ანუ ჩემ საახალწლო განწყობას ვერაფერი შეაფერხებს, იგივეს გისურვებთ თქვენც.

დიდი სიამოვნებით შემოვიერთებდი საინტერესო ადამიანებს, ოჯახური გარემოს პუნქტის გარდა – ნებისმიერ სხვა დანარჩენში. ?

აქვე, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ^_^

 

გურამ შეროზია

BLOG POST

ნანახია:(82)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გურამ შეროზია

Related Articles

„ნუ ვყიდით ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს“ — ანიტა რაჭველიშვილი

„დავუბრუნდეთ სოფელს და ნუ ვყიდით ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს ნურავიზე საერთოდ! მე და ჩემი ოჯახი მალე რაჭაში გადავსახლდებით! იქ დავბინავდებით და


გამოქვეყნდა ტოპ ათეული იმ ქალაქებისა, რომლებსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა 2016 წელს

კომპანია «MasterCard» ტურისტების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ქალაქების სიას აქვეყნებს. ნახეთ ტოპ ათეული იმ ქალაქებისა, რომლებსაც ყველაზე მეტი ტურისტი


«15 დღეში — 13 ივნისია!»

სკამზე გადაკიდებული, წინა ღამით მომზადებული სასწრაფოს ფორმა სწრაფად ჩავიცვი და სამსახურისკენ გავეშურე. მზიანი, ნათელი და თბილი ამინდი კიდევ უფრო დადებითს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*