6 ბარიერი, რომელიც მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით | Jolo.ge


6 ბარიერი, რომელიც მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით

6 ბარიერი, რომელიც მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით

პირველი ბარიერი — დაბალი თვითშეფასება

თქვენ იმიტომ არ იწყებთ რამის კეთებას რომ არ ხართ დარწმუნებული ძალები ბოლომდე გეყოფათ. არ ხართ დარწმუნებული რომ საკმარისად კარგი ხართ ამა თუ იმ მიზნისთვის და ფიქრობთ , რომ შესაძლოა ტყუილად დახარჯოთ დრო, ენერგია, შესაძლებელია ფულიც და მაინც არაფერი გამოგივათ. არ ხართ დარწმუნებული, ამიტომაც არც იწყებთ…

მეორე ბარიერი — შინაგანი წინააღმდეგობა

არის ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას წავიდეს წინ და იქვე იღვიძებს მისი მეორე მე, რომელიც მასვე ეწინააღმდეგება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ნაბიჯი არ გადადგათ. ეს შინაგანი პროტესტანტი თქვენი შინაგანი წინააღმდეგობის უნარია .

მესამე ბარიერი — თქვენი პერფექციონიზმი, თქვენი სწრაფვა ვითომდა იდეალურის შექმნისკენ.

იდეალური და სრულყოფილი არაფერი არ არსებობს ამ დედამიწაზე , რადგან დღეს თქვენს მიერ შექმნილი იდეალურობა ხვალ შეიძლება კიდევ რაღაცას მოითხოვდეს. აქედან გამომდინარე ესეც ერთგვარი პოზაა, ჩვენ ვიმიზეზებთ, რომ იმიტომ არ ვდგამთ ნაბიჯს, იმიტომ არ მივდივართ წინ ჯერ იდეალურად მზად არ ვართ.

მეოთხე ბარიერი — დროით დემოტივაცია.

არიან ადამიანები, რომლებიც არ იწყებენ საქმეს, იმიტომ რომ თვლიან ჯერ ადრეა ამისი გაკეთება, ჯერ საკმარისი დრო აქვთ ამის განსახორციელებლად, მაგრამ სემდეგ როდესაცდარჩებათ ცოტა დრო, ისინი იძახიან, რომ  ახლა უკვე ცოტა დრო დარჩა და საქმის დაწყებას აზრი არა აქვს.

მეხუთე ბარიერი — პროცესით თვითტერორი

ძალიან ხშირად ადამიანები, არა საბოლოო წერტილს წარმოიდგენენ მიზნისას, ანუ როგორ გააკეთებენ ბიზნესს, როგორ შექმნიან ოჯახს, როგორ ეყოლებათ შვილი, არამედ პროცესით ატერორებენ საკუთარ თავს. თქვენ ვისაც გინდათ შვილის გაჩენა, თუ ყოველ დღე საკუთარ თავს დაატერორებთ იმით რომ ტოქსიკოზი არის საშინელება, რომ მუცლის ტარება არის ძალიან მძიმე, რომ არიან ადამიანები რომლებიც მშობიარობას გადაყვნენ, რომ მშობიარობა ძალიან მტკივნეულია და ა.შ. თქვენ საბოლოო ჯამში ბავშვის გაჩენა აღარ მოგინდებათ.

მეექვსე ბარიერი — წარმატების შიში

როდესაც ადამიანები „იგონებენ“ —  წარმატებას რომ მიაღწიონ მერე მიზანი აღარ ექნებათ.

სწორედ ეს ყველაფერი გახლავთ საზღვარი თქვენსა და თქვენს ოცნებას შორის .

„დისკომფორტის ზონა “

ტრენინგ-შოუ  „დისკომფორტის ზონა“, ეს გახლავთ თამაში, რომელიც მოხსნის ბარიერებს თქვენსა და თქვენს მიზანს შორის და გაგიმარტივებთ წარმატებისკენ მიმავალ გზას.

თამაშის შემდეგ თქვენთვის გაცილებით მარტივი იქნება გადადგათ ნაბიჯები საკუთარი მიზნისკენ და ის ბარიერები რომლებიც გუშინ დიდ მთებად გეჩვენებოდათ, პატარა ჭიანჭველებად მოგეჩვენებათ.

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

დაელოდეთ ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის „ლაივ-ჩართვას“

და გაიგეთ რა გელოდებათ 48 საათიან ფსიქოლოგიურ ტრენინგზე „დისკომფორტის ზონა“

„ლაივ-ჩართვა“ გაიმართება 8 ოქტომბერს, ორშაბათს, 18:00 სთ-ზე

 

ნანახია:(512)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მოიცილე ენერგეტიკული ხვრელები და აიმაღლე ცხოვრებისეული ენერგია შენი მიზნების მისაღწევად!

ზოგი მხოლოდ წუწუნებს, სიტუაციის გამოსასწორებლად კი არაფერს აკეთებს… ერთი ტურისტი პატარა ამერიკულ ქალაქში ჩავიდა რამდენიმე დღით. მოვლილ ქუჩებს ათვალიერებდა და


ხათუნა მუზაშვილი ქალთა ონლაინ კურსის შესახებ

ქალთა კურსი, რომელიც ქალებისათვის ყველაზე აქტუალურ თემებს დაეთმობა, 9 სექტემბერს დაიწყება და ონლაინ რეჟიმში, მთელი სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება. (დაწვრ.ინფ.იხ. აქ  „სექსუალურობის 40


კლუბი მათთვის, ვინც ბედნიერებას და წარმატებას ეძებს

…სამყარო ის ადგილია, სადაც ჩენ დაბეჯითებით ვეძებთ იმ კარს, რომლის მიღმაც ის არის რასაც ვეძებთ. როდესაც ამ კარს იპოვნით, უმნიშვნელოვანესია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*