უნარი, რომელიც უნდა შეიძინო სანამ ლიდერი გახდები ! | Jolo.ge


უნარი, რომელიც უნდა შეიძინო სანამ ლიდერი გახდები !

უნარი, რომელიც უნდა შეიძინო სანამ ლიდერი გახდები !

შენ ალბათ უკვე  ხელმძღვანელობ შენი ცხოვრების რომელიმე ნაწილს, თუნდაც ეს სამსახური არ იყოს. მიუხედავად იმისა, გიყვარს თუ გძულს ლიდერობა, გაგიზიარებთ ხუთ უნარს – აუცილებელ გზამკვლევს ცხოვრების ყველა ეტაპისთვის:

იმისათვის, რომ შენში ლიდერმა გაიღვიძოს, გჭირდება სიმარჯვე, ოსტატობა და ბევრი მუშაობა

1. არეკლილი ქმედებები

იმისათვის, რომ გახდე ლიდერი, აუცილებელია, ყველა შენი გადაწყვეტილება აირეკლო ანუ ყველა სიტუაცია, კარგიცა და ცუდიც გაკვეთილად მიიღო.

როცა ამას გააკეთებ, შენი გამოცდილებისა და შეძენილი ცოდნის გამოყენება შეგეძლება. ყველა მარცხი და შეცდომა წინგადადგმულ ერთ დიდ ნაბიჯად გადააქციე, რაც ლიდერობამდე მიგიყვანს. კარგია, თუ ამ გაკვეთილების უმრავლესობას თანამშრომლებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს გაუზიარებ.

2. იყავი პროაქტიური და არა – რეაქტიური

წარმატებული ლიდერები ყოველთვის მზად არიან სცენარის ცვლილებისთვის. ცვლილების და დაუგეგმავი სიტუაციის დროს, მათ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ. მოულოდნელობის შემთხვევაში მზადყოფნა იმის გარანტია, რომ შენ ყოველთვის გამონახავ ალტერნატივას და ყველა პრობლემის გადაჭრას შეძლებ.

სწორედ ეს ნიშნავს იყო პროაქტიური. თუ შენ რეაქტიური ხარ ანუ შენ არ მოქმედებ მშვიდად, შენი ემოციები გმართავენ შენ.

საუკეთესო გადაწყვეტილებებს სწორედ მაშინ ვიღებთ, როცა ჩვენი ფიქრები და ემოციები შეთანხმებულად მუშაობენ. ყოველთვის გადაწყვიტე, რა არის ხელსაყრელი შენი სამუშაო ჯგუფისთვის და კომპანიის მორალური მდგომარეობისთვის.

3.იპოვე ურყევი „რატომ“

წარმატებულ ლიდერებს ყოველთვის აქვთ პასუხი კითხვაზე „რატომ?“. თუ შენ ზუსტად არ იცი რა გინდა პირადი ან პროფესიული გადმოსახედიდან, მაშინ შენი ვალდებულებები და მიზნები შეუთავსებელი იქნება და ვერ შეძლებ იმ ადამიანების შთაგონებას, რომლებსაც ხელმძღვანელობ.

აღიარებულ და წარმატებულ ლიდერებს შეუძლიათ დაგარწმუნონ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად მათი წარმოსახვა რეალობად იქცევა. ეს სწორედ ის „მე შემიძლია“ დამოკიდებულებაა, რომელიც, როგორც ლიდერს წარმატებულსა და აღიარებულს გაგხდის.

4. მოეკიდე ენთუზიაზმით იმას, რასაც აკეთებ

თუ ძალიან არ გწყურია და წარმატების მოთხოვნილება არ გაქვს, რისკიან საქმეში შენი გუნდის გამარჯვებამდე მიყვანა ძალიან გაგიჭირდება.

იმისათვის, რომ ადამიანს რამისკენ უბიძგო, საჭიროა გავლენიანი იყო. ხოლო იმისათვის, რომ იყოს გავლენიანი, ლიდერი არა მხოლოდ კომპანიის, არამედ თითოეული თანამშრომლის წარმატებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

5. იყავი მზად გააკეთო ის, რასაც სხვები არ აკეთებენ

წარმატებული ლიდერები რთული სიტუაციებიდან გამოსასვლელად თავდაუზოგავად შრომობენ და სწორედ შრომაა ის, რაც ეხმარება მათ, არასდროს დამარცხდნენ. სწორედ ამიტომ, როცა ყველაფერი არასწორად მიდის, მაშინაც კი მათ წაგებას თავიდან აცილება შეუძლიათ.

ეს ნიშნავს წინააღმდეგობის გაწევას, დაჟინებულ მოთხოვნას და ბევრ შრომას, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგჯერ, ყველაფერი შეიძლება სრულ აგონიადაც მოგეჩვენოს. ხშირად,საბოლოო შედეგის წარმოდგენა რთული გზის გაკვლევის ერთადერთი საშუალებაა.

წყარო: http://www.marketer.ge/

ნანახია:(1440)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ის, რაც არასდროს არ უნდა გააკეთოთ არის საკუთარ ცხოვრებაზე გულაცრუება“ -10 რჩევა ვადიმ ზელანდისგან

1. ისწავლეთ მიიღოთ სიამოვნება ცუდი ამინდით, რიგებით, პრობლემით, ნებისმიერი ნეგატივით. ასეთი თავისებური მაზოხიზმი თანდათანობით გადაწმენდს ზეცას თქვენი სამყაროს თავზე. თქვენ


ტანგო- «ოჯახური თანაცხოვრება ჰგავს წყვილში ცეკვას»

ოჯახური თანაცხოვრება ჰგავს წყვილში ცეკვას! ურთიერთოებების პირველი ნახევარი განსაკუთრებით, მაგონებს ტანგოს. წყვილში ცეკვა… სადაც მთელი ყურადღება მიმართულია ქალისკენ – ის


აანთე სინათლე შენს ფანჯრებში

ერთი ქალი, მეზობელს აღშფოთებული უყვებოდა თავის მეგობარზე, რომელმაც ძალიან გააბრაზა. მეზობელი ამშვიდებდა და სთხოვდა, რომ ეპატიებია. — ვაპატიო? რანაიარად? იმის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*