5 ტოქსიკური ქმედება, რომლებიც ადამიანს აქცევს მისი გარშემომყოფებთათვის საშიშად | Jolo.ge


5 ტოქსიკური ქმედება, რომლებიც ადამიანს აქცევს მისი გარშემომყოფებთათვის საშიშად

5 ტოქსიკური ქმედება, რომლებიც ადამიანს აქცევს მისი გარშემომყოფებთათვის საშიშად

ჩვენს გარშემო არიან ადამიანები რომლებიც სიხშირეებზე დადებითად ან უარყოფითად ზემოქმედებენ და იწვევენ მის აწევას ან დაწევას. ხშირად გაგვიგია გამოთქმაც რომ ვიღაცის თვალი გვაქვს, ან შურიანი ხალხისგან უარყოფითი ენერგია დაგვიგროვდა. გავაჟღერეთ რჩევაც რომ ამ ტიპის ადამიანებისაგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. და მაინც ისმის კითხვა როგორი ადამიანების გარშემო ვართ საფრთხის ქვეშ ჩვენ და ჩვენი მომავალი? ამ პოსტში ვეცდები აღვწერო 5 ტოქსიკური ქმედება რომლებიც ადამიანს აქცევს მისი გარშემომყოფებთათვის საშიშად, ვინაიდან ის იწყებს სხვების ვიბრაციაზე უარყოფითად მოქმედებას.

ადამიანები, რომლებიც ქვემოთ აღწერილ ქმედებებს სჩადიან, იწვევენ გარშემომყოფთა და პირველრიგში საკუთარი ენერგიების დაბლოკვასა და ვიბრაციების დონის დაბალ სიხშირეზე ჩამოსვლას, რაც ხელს უშლის მათ სწორი მომავლისაკენ სვლაში. ამ ქმედებიდან უმეტესობა, გარდა იმისა რომ საშიშია, ითვლება უკულტურობად და მათგან გათავისუფლებაა აუცილებელი.

ხუთი ტოქსიკური ქმედების სია გამოიყურება შემდეგნაირად:

ჭორაობა. ნუ მისცემთ ვინმეს თქვენზე ჭორაობის ან თქვენი თანდასწრებით ვინმეზე ჭორაობის საშუალებას. ასეთ მომენტებში შეახსენეთ თქვენს თავებს რომ დიადი გონებისაგან განსხვავებით, რომლებიც იდეების განსჯით არიან დაკავებულნი, მცირე გონება ადამიანების განკითხვით კმაყოფილდება (Great minds discuss ideas; average minds discuss events; small minds discuss people.). ამ ტიპის ქმედება პირდაპირ კავშირშია ვიბრაციის დაბალ სიხშირეებთან და ისინი ვინც ხშირად ჭორაობენ (და მათი გარშემომყოფნი) სიმშვიდეს კარგავენ. ვიბრაციების დაწევის საფრთხის გარდა, გავითავისოთ, რომ ხარისხიანი ურთიერთობა იდეების, გამოცდილოების, გრძნობებისა და ცოდნის გაზიარებაზეა დამყარებული და არა ჭორაობაზე.

როცა შეფარვით კომპლიმენტებს გვეუბნებიან. ასეთი კომპლიმენტები პასიური აგრესიაა და საშინლად დაბალი ვიბრაციების მატარებელნი არიან. თუნდაც ამ ელემენტარულმა ფრაზამ ”სასიამოვნოა შენნაირ ადამიანთან ყოფნა, რომელსაც არ ადარდებს როგორ ჩაიცვამს და როგორ გამოიყურება” შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს, დაწყებული დაავადებებიდან, დასრულებული კარიერული და პირადი წარუმატებლობებით. ასევე ამ ფრაზამ შეიძლება დაბლოკოს ენერგიები რომლებიც დაკავშრებულია ინტიმურ სფეროსთან.

როცა კონკურენტად აღგიქვამენ. აქ არ ხდება იმის მოტივირება რომ თითქოს კონკურენციის უნდა გვეშინოდეს. ამ პუნქტში საუბარია ისეთ მეგობრებზე და გარშემომყოფებზე, რომელთაგანც ვგრძნობთ შინაგან კონკურენციას, რადგან ამ ემოციებით მოქმედი ადამიანი ვერ იქნება ჩვენი წარმატებისა და ბედნიერების მოსურვე. შედეგად კი თავიანთი დაბალი ვიბრაციებით, რომელიც გამოწვეულია შურით, გავლენას იქონიებენ ჩვენი წარმატებისა და ბედნიერების ენერგიებზე, დაგვიბინძურებენ აურას.

როცა მხოლოდ მაშინ გვეკონტაქტებიან, მათ რომ ვჭირდებით ან მოითხოვენ რომ ყველაფერი ისე აკეთოთ როგორც მათ უნდათ. ასეთი ადამინების საქციელი იზოლირებას გიკეთებთ, სიყვარულის განცდას გიქვეითებთ თქვენი საკუთარი თავის მიმართ და ნაცნობების მიმართ. ჯანსაღი ურთიერთობები დაფუძნებულია ორმხრივობაზე. ყველას აზრი უნდა გაითვალისწინებოდეს და დაფუძნებული უნდა იყოს კომპრომისებსა და ურთიერთპატივისცემას შორის ბალანსზე .

როცა თქვენს ნაკლებზე მიგითითებენ. როცა გაკრიტიკებენ, როცა თუნდაც თანამედროვებაში სპეციალურად ცუდ ფოტობს გიდებენ სოციალური ქსელების საიტებზე, როცა გიწუნებენ თუდნაც ჩაცმას ან საქციელს, არჩევანს ან გადაწყვეტილებას. ისინი ამით თქვენს ფიქრებზე ახდენენ პირდაპირ გავლენას და შესაბამისად ენერგიებზე რომლებიც მათგან მოდის, კლავენ თქვენში ამბიციებს და ოცნებებს, შესაბამისად დაბალ ვიბრაციებზე გადაყავხართ და გართმევენ შანსს წარმატებული მომავალისკენ.

აი ასე გამოიყურება 5 ტოქსიკური ქმედება რომლებიც ადამიანს არ აძლევენ წარმატების საშუალებას. მაქსიმალურად ეცადეთ ასეთი ადამაინების გარემოცვაში არ აღმოჩნდეთ ან თავად არ აკეთოთ ისინი. ასევე გაითვალისწინეთ რომ სანამ თქვენ თვითონ ხართ მაღალ ვიბრაციებზე (იხილეთ პოსტი ვიბრაციების აწევაზე), სამყაროს მიმართ მადლიერების გრძნობას განიცდით, ხართ აღსავსე დადებითი ფიქრებითა და სიყვარულით, დაბალი ვიბრაციები ვერაფერს დაგაკლებთ.

გისურვებთ წარმატებებსა და სულიერ სიმშვიდეს

წყარო:vitalenergyprana.wordpress.com

 

 

ნანახია:(68)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„არა აქვს მნიშვნელობა წარსულის სიმძიმეს, შენ ყოველთის შეგიძლია დაიწყო თავიდან“…

ბუდას გამონათქვამები 1.  გზა ცაში არ არის, გზა გულშია 2. ყველაფერი გონებაშია, რასაც ფიქრობ ის ხდები 3. თუ პრობლემა მოგვარებადია,


ბრძოლა უძილობასთან ამერიკულად

ბეილორის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, სუნილ მეტიუზმა მშვიდი ძილის ხელის შემშლელი 4 მთავარი ფაქტორი გამოყო. ესაა სტრესი, ალკოჰოლი, ტელევიზორი და ყავა.


„განათლებული ადამიანი იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს“

*მზე რომელიც ღამე ამოდის * “იასონ, შენც გემახსოვრება ჩემი პაპა, ცხონებული ნიკოლოზი… იმ კაცმა «სტუმარ მასპინძელი» ზეპირად არ იცოდა, მაგრამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*