«5 რიტმი» — თერაპიის საუკეთესო საშუალება | Jolo.ge


«5 რიტმი» — თერაპიის საუკეთესო საშუალება

«5 რიტმი» — თერაპიის საუკეთესო საშუალება

«5 რიტმი»არის მოცეკვავისა და თერაპევტის, გაბრიელ როთის, მიერ შექმნილი დინამიური მოძრაობის პრაქტიკა, რომელიც აღვიძებს კრეატიულობას, გვაკავშირებს საკუთარ სხეულთან და გვაძლევს ერთმანეთთან ღრმა კავშირის შეგრძნებას.

«5 რიტმს» მოცეკვავე მიჰყავს საკუთარი თავის ჯერ გამოუკვლეველ ნაწილებამდე, რომ შეხვდეს მას, ხოლო შემდეგ გაარღვიოს თავისი დაბრკოლებები, იზოლაცია და მიაღწიოს შემოქმედებითობისა და ურთიერთდაკავშირებულობის ახალ სიმაღლეებს.

თითოეულ მუსიკალურ რიტმზე ადამიანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მოძრაობების ქმნის, ეხსნება მათ და თავისუფლების ახლებურ განცდას, რომელსაც შეუძლია გააოცოს და განკურნოს ის. ამ დროს ვეხებით ჩვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში ჩამარხულ ყველა გადაუმუშავებელ ემოციას და დაუსრულებელ პროცესს, რის გამოც «5 რიტმი» თერაპიის საუკეთესო საშუალებად იქცევა.

«5 რიტმის» ცეკვისას ვსწავლობთ როგორ გამოვხატოთ აგრესია, მოწყვლადობა, ემოციები, გაღიზიანება, ფორიაქი, ექსტაზი ყველაზე შემოქმედებითი გზით. ეს პროცესი გვაკავშირების დაბადებისა და გარდაცვალების ციკლთან და გრძნობასთან, რომ ყველა სულიერი ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ.
ჩვენ ამ პრაქტიკისთვის ვქმნით ჯგუფურ კონტექსტს, რომელშიც თქვენ შეძლებთ თავისუფლად მოძრაობას, ნდობას და საკუთარი ინსტინქტებისა და ინტუიიიც მინდობას.

გულთბილად ვიწვევთ ყველა რელიგიის, რასის, გენდერის, ასაკის ადამიანს ამ ტრანსცენდენტალური ცეკვის განსაცდელად. ამ სამკურნალო ენერგიის, მედიტაციის და მეტაფორების სამყაროში, სადაც ნელ-ნელა, ფენა-ფენა გავიხდით ყველა ნიღაბს და საბოლოოდ შევძლებთ ვიყოთ თავისუფლები — ერთიანები გონებით, სხეულით და სულით.

პრაქტიკას გაუძღვება ლილა და იზრუნებს, რომ თქვენთვის შექმნას ისეთი მედიტაციური გარემო სადაც ბოლომდე შეძლებთ მოდუნებას და საუკეთესო პარასკევი საღამოს გატარებას.
—-
პრაქტიკა ჩატარდება პარასკევს, 14 თებერვალს, 19:00-ზე 

LD მედიტაციის ცენტრში ყიფშიძის 9

დასწრების ღირებულება 15 ლარი

ჩაიცვით სპორტულად, სურვილის შემთხვევაში წამოიღეთ საკუთარი იოგა მატრასი.

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა: 

დარეგისტრირდი 👉 https://bit.ly/2lWOudh

597997887 დეა

ნანახია:(350)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ „გავყიდოთ“ საკუთარი თავი – გიორგი კალატოზიშვილის ვორქშოფი პროფესიონალებისთვის (ვიდეო)

მედიაჰოლდინგ „კვირას“ ორგანიზებით, 10 -11 ივნისს,  სასტუმრო Vere House-ში (გურამ რჩეულიშვილის ქუჩა 13), 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ჩატარდება პიარკონსულტანტის, ქოუჩის


გამოღვიძებული გულის იმპულსის ძალა – ევგენია დრონი

ქალის ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს საკუთარ თავთან, რამდენად  ვიღებთ და ვენდობით მას, რამდენად თვითდაჯერებულები ვართ, რამდენად


კუნდალინი მედიტაცია — შეიგრძენი მეტი სიყვარული და დაამსხვრიე შემზღუდველი საზღვრები …

ნარინჯისფერ წიგნში ვკითხულობთ — მედიტაცია არის ის რითაც უნდა დატკბე, ის ზეიმია, დღესასწაულია და როდესაც შენ ზეიმობ, სწორედ მაშინ იმსხვრევა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*