5 რამ, რასაც არავინ გეტყვით პირველ სამსახურში | Jolo.ge


5 რამ, რასაც არავინ გეტყვით პირველ სამსახურში

5 რამ, რასაც არავინ გეტყვით პირველ სამსახურში

პირველი სამსახური ყველა ადამიანის  ცხოვრებაში ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯია და იგი დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ჩვენს ცხოვრებასა და მომავლზე. ხოლო პირველი გამოცდილება ყოველთვის ტკბილ-მწარე მოგონებად გვრჩება და თითოეული ადამიანის მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილსაც იკავებს.

თუ თქვენ ახლა ეძებთ პირველ სამსურს მაშინ, ეს სტატია გაგიმხელთ  იმ 5 საიდუმლოს რასაც პირველ ეტაპზე არავინ გეტყვით. ხოლო მათ, ვისაც უკვე  აქვს დიდი გამოცდილება, ნახავს რა არის ის რაც, მათ უნდა ცოდნოდათ თავიდანვე.                                       

1. თქვენი ცხოვრების მთავარმისია/დანიშნულება

იღბლიანია ის ადამიანი, ვისაც გარშემომყოფები დაეხმარებიან  ცხოვრების მისიის აღმოჩენაში ან უჩვენებენ მათკენ მისასვლელ სწორ გზას. თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრებსეული მისია და დანიშნულება მხოლოდ სამუშაო გარემოს არ უკავშირდება და ეს უფრო კომპლექსური საკითხია. პირველ სამსახურში დრო გაქვთ,  ინდივიდუალურ პიროვნებად ჩამოყალიბეთ და შემდეგ გადაწყვიტოთ, რა არის თქვენი  მთავარი დანიშნულება ცხოვრებაში და რას საქმეს უნდა მიუძღვნათ თავი.

 

2.როგორ აუარო გვერდი ‘’გამაღიზიანებელ’’ სამუშაო ეტიკეტს

მოდით ვიყოთ გულწრფელები- ყველა კომპანიაში არსებობს გარკვეული ‘’უსიტყვო წესები’’, რომლებიც შესაძლოა თქვენ ვერასოდეს გაიგონოთ და  ვერც მიხვდეთ მათ შესახებ. საჭიროა გარკვეული დრო და ფოკუსირებარომ კარგად გაერკვეთ არსებულ ტენდენციებსა და თითოეული კომპანიის  დაუწერელ პრინციპებში. კარგად უნდა ისწავლოთ წესები, რათა მერე ისინი დაარღვიოთ.

 

3. უნდა დასვათ შეკითხვები

იმისათვის, რომ დაიწყოს თქვენი მდგომარეობის შეცვლა, მიაღწიოთ სამსახურებრივ წინსვლას და წარმატებას, ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა  სწორი შეკითხვების დასმაა. თუ რამეს ვერ იგებთ, დააზუსტეთ დამატებითი შეკითხვებით. გახსოვდეთ, ვინც არ სვამს კითხვებს, ის არც პასუხებს იღებს. შეისწავლეთ ყველაფერი რასაც ხედავთ და იყავით ზომიერად ცნობისმოყვარე. გამოავლინეთ  ინტერესი.

 

4. ცხოვრებისა და სამსახურის დაბალანსების რეცეპტი

კარიერისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმისას თქვენ შესაძლოა ვერ შეძლოთ ცხოვრების და სამსახურის დაბალანსება, რადგან ამ დროს თქვენ განვითარებაზე და მაღალ შედეგებზე ხართ ორიენტირებული ამისათავის კი ოფისში  გვიანობამდე მუშაობთ, დავალებებს კი ყოველ შაბათ-კვირას იღებთ და სწორედ ამ დროს გავიწყდებათ ბალანსის შენარჩუნება. მართალია ესთი მონდომება გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს, თუმცა გახსოვდეთ რომ თქვენი წარმატება ასევე დამოკიდებული იმაზე თუ რა ხდება თქვენს ოფისს გარეთ. ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის. ყველაზე საინტერესო ოფისის გარეთ იწყება.

 

5. კომპანიის სრულყოფილი გარემოს შესახებ

გაითვალისწინეთ, რომ ყველა კომპანიას აქვს თავის უნიკალური შიდა სტრუქტურა, კორპორატიული კულტურა და  ინდივიდულური სუსტი და ძლიერი მხარეები.  ყველაფერს მარტივად მაშინ გაიგებთ როცა ახალ საფეხურზე გადახვალთ და  დააგროვებთ გარკვეულ გამოცდილებას, რაც მოგცემთ შესაძლებლობას  შეადაროთ რა შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს აქ და რა არა.

 

მნიშვნელობა არ აქვს, წლების განმავლობაში მუშაობთ ერთ პოზიციაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებით სასურველ ტოპ პოზიციას, თუ ახალი თავგადასავლების  საძიებლად გაემგზავრებით ქალაქისგან შორს. ყოველთვის ეცადეთ გაამდიდროთ თქვენი სამუშაო გამოცდილება და პერსონალური CV. დარეგისტრირდით linkedin — ზე და გაზარდეთ თქვენი დასაქმების შანსები. გამოიყენეთ აქ მოცემული რჩევები და გახსოვდეთ, რომ პირველი სამსახურის დაწყება და სასარგებლო ადამიანად ქცევა, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაა.

გისურვებთ წარმატებებს!

 

წყარო: www.success.com

ავტორი: მარიამ შარიქაძე

ნანახია:(148)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ამ კითხვაზე პასუხით, ჩვენ ვხდებით წყარო ბედნიერების“…

„ხშირად მწერენ, როდესაც ვამბობ: ბედნიერება შინაგანად არის და სიხარული და ცხოვრებით ხალისი უნდა შეგვეძლოს, უნდა ვისწავლოთ, პირველ რიგში, მარტო დარჩენის


თავდაჯერებულობა — წარმატების გასაღები!

  იწყებთ სამსახურზე ან საკუთარ ბიზნესზე ზრუნვას, შესაბამისი გამოცდილება კი არ გაგაჩნიათ. საკმაოდ რთულია… სწორედ ეს სირთულე უშლის ხელს უამრავ


„ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს“…

«მხოლოდ მაშინ ვიტანჯებით, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრის გვჯერა. როცა ჩვენი გონება იდეალურად სუფთაა, ჩვენც ის გვსურს, რაც არის. თუ შენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<