5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, როცა ბავშვისთვის ტელეფონს ყიდულობთ | Jolo.ge


5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, როცა ბავშვისთვის ტელეფონს ყიდულობთ

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, როცა ბავშვისთვის ტელეფონს ყიდულობთ

გამოცემა CNN მკითხველს 5 საკითხის შესახებ მოუთხრობს, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, როცა შვილისთვის ტელეფონს ყიდულობთ!

1) თქვენი შვილები სმარტფონისთვის ნამდვილად მზად არიან? აქვთ თუ არა გაცნობიერებული ტექნიკას როგორ გაუფრთხილდნენ?

2) აუხსენით თუ რა საფრთხეს შეიცავს ბულინგი. მუდმივად აკონტროლეთ რა ფოტოს ტვირთავს ან რა სტატუსს აქვეყნებს. ყველა თინეიჯერმა უნდა იცოდეს, რომ ინტერნეტში უცნობებთან მეგობრობა სახიფათოა.

3) შვილს გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმდით. ნუ მოგერიდებათ ჰკითხოთ პაროლი, შეუდგინეთ საათები თუ როდის შეუძლია ჩართოს და როდის გამორთოს ტელეფონი. ისიც განუმარტეთ თუ რა მოხდება ამ წესების დარღვევის შემთხვევაში.

4) მნიშვნელოვანია იცოდეთ ზოგიერთი აპლიკაციის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ თქვენი შვილი ინტერნეტში რა ტიპის ინფორმაციით ინტერესდება. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ მსგავსი მეთოდი ბავშვის პირადი სივრცის დარღვევაა, მაგრამ ექსპერტები ამ აზრს არ იზიარებენ. დიახ, ბავშვებს საკუთარი სივრცე უნდა ჰქონდეთ, მაგრამ როცა საქმე მობილურს ეხება ეს ნამდვილად აღარაა პირადი, მითუმეტეს არასრულწლოვნისთვის. ჯაშუშობას არავინ გთხოვთ სასურველია იცოდეთ რას აკეთებს ინტერნეტში. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ გარკვეული სტატუსებისა და კომენტარებითაც კი შესაძლებელია გაარკვიო ადამიანის გუნება–განწყობილება ან სურვილები.

5) არ წაართვათ მობილური ტელეფონი. ხშირად ბავშვის დასჯის ერთ–ერთი ხერხი საყვარელი ტელეფონის წართმევაა. გაღიზიანებულ მშობელს ავიწყდება, რომ შვილის დასჯა არ შეიძლება და ეს უარყოფითად აისახება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. როგორც წესი ამ დროს ბავშვი საკუთარ თავში იკეტება და თითქმის აღარ რჩება იმის შანსი, რომ თამამად ისაუბროს პრობლემაზე.

ნანახია:(296)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მობილური

Related Articles

კოკო შანელის რჩევები

1. შარვალი ქალს ათავისუფლებს. კოკომ პირველად მოირგო შარვალი იმ დროს, როდესაც ქალებს გრძელი ქვედაბოლო ერჩივნათ. სულ მალე მსოფლიოს ქალებმა აღიარეს,


10 რჩევა ადამიანისგან,რომელიც 16 ენას ფლობდა

კატო ლომბი (Kató Lomb) გახლავთ პროფესიონალი თარჯიმანი უნგრეთიდან, რომელიც  16 უცხო ენას ფლობდა. ამ ენათა უმრავლესობა მან შეისწავლა დამოუკიდებლად სახელმძღვანელოებისა და


რაზე ფიქრობენ მამაკაცები სექსის დროს?

ქალები თვლიან, რომ მამაკაცები სექსის დროს მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა ფსიქოლოგების ჯგუფმა დაადგინა, რომ მამაკაცები სექსის დროს ბევრ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*