5 ნაბიჯი სასურველი ცხოვრებისთვის

ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს მიაღწიოს ცხოვრებაში რამეს, ზოგს მეტი სურს, ზოგს — ნაკლები, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც თავად სურვილი. თუმცა მიუხედავად ამისა ერთია გინდოდეს და მეორე — შეძლო მისი რეალობად ქცევა. გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ:
დასახეთ მომავალი — ყველა ადამიანმა, რომელიც დღეს რაიმეს წარმოადგენს დაიწყო წარმოსახვით. დასახეთ საკუთარი თავი მომავალში: ვინ გინდათ იყოთ, რისი გაკეთება გსურთ ან მოგიხდებათ ამისთვის. წარმოიდგინეთ როგორი იქნება ცხოვრება თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც გსურთ და როგორი იქნებით თქვენ.
კონცენტრირდით საკუთარ პოტენციალზე — ნუ გაამახვილებთ ყურადღებას პრობლემებსა და სუსტ მხარეებზე, დაფიქრდით საკუთარ პოტენციალზე და კარგად გაიაზრეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ.
არ დანებდეთ — არ მისცეთ სხვებს უფლება გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებებზე, საკუთარი ცხოვრება თავად უნდა მართოთ, საკუთარი შესაძლებლობებიც თავად უნდა გაიაზროთ.
გაჰყევით დასახულ გზას — ახლა, როცა უკვე იცით რა გსურთ და რისკენ მიისრაფვით გაჰყევით დასახულ გზას, ვიდრე არ დაიჭერთ შესაფერის მომენტს, რომელსაც ჩაეჭიდებით.
გახდით ისეთი, როგორიც გსურდათ — როდესაც გაივლით ყველა ეტაპს , თქვენ მიხვდებით, რომ გახდით ისეთი ადამიანი, როგორიც დასაწყისში დახატეთ. ახლა მთავარია შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და არ ჩათვალოთ, რომ ეს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო.
ნანახია:(1308)-ჯერ
Comments
Related Articles
„შენ შეგიძლია შექმნა მეტი ნათელი და სიბნელე დაიკლებს“
„ცხოვრება გრძელდება… ის გრძელდება ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც ტირის ან ვიღაც მეცხრე ცაზეა ბედნიერებისგან….. ყოველი განსაცდელი — გაკვეთილია….. კიდევ ერთხელ
ენერგია
ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება და ეფექტურობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ცნობიერად უყურებ და მართავ ამ პროცესს. ურთიერთობაში, ისევე როგორც ცხოვრების ნებისმიერ
სიცილის ჯადოსნური ძალა — ტრენინგი მაგნო შავდიასთან ერთად
09 – 10 მაისი, 12:00 დან 18:00საათამდე. რუსთავი კოსტავას 22. გაიცემა „სიცილის თერაპიის ლიდერის“ საერთაშორისო სერთიფიკატი. უკანასკნელი სამეცნიერო კვლევებით