5 ნაბიჯი, რომ არასოდეს დავნებდეთ  | Jolo.ge


5 ნაბიჯი, რომ არასოდეს დავნებდეთ 

5 ნაბიჯი, რომ არასოდეს დავნებდეთ 

უპირველესი მიზანი იმისა, რატომაც ვერ აღწევენ ადამიანები დასახულ მიზნებს, არის ის, რომ ისინი ძალიან მალე ნებდებიან. შენც ალბათ, ძალიან ბევრჯერ დანებებულხარ და შეგიწყვეტია მოქმედება.

ვერ მიიღე სამსახური პირველივე ცდაზე — დანებდი…
პირველი ბიზნესი ჩაფლავდა — დანებდი…

გახვედი სარბენად პირველად — ფეხი გადაგიტრიალდა, დანებდი…

დადე პირველი სოციალური პოსტი — მიიღე ნეგატიური უკუკავშირი, დანებდი…

არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო მიზეზი — შენ ვერ მიიღე ის, რაც გინდოდა მაშინ, როცა გინდოდა, ამიტომ — დანებდი.
პირველი, რაც ახლავე უნდა გააკეთო არის ის, რომ შეწყვიტო ყველა ნაბიჯზე დანებება.

ამაში კი დაგეხმარება შემდეგი 5 საშუალება:

1. განსხვავებული აზროვნება და დამოკიდებულება

ნებისმიერ სიტუაციას შეიძლება მოუძებნო რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება და ყველა შემთხვევაში, შენ სხვადასხვაგვარად იგრძნობ თავს. შენი გრძნობები მთლიანადაა დამოკიდებული იმაზე, რა ინტერპრეტაციას აძლევ მოვლენებს და რას ფიქრობ მასზე. ამიტომ პირველი პრიზმა, რომელშიც გაატარებ ნებისმიერ მოვლენას შენს ცხოვრებაში, უნდა იყოს განსხვავებული, განმავითარებელი კუთხის დანახვა და მადლიერება იმისთვის, რაც ამ სიტუაციამ მოგცა.

2. შეუპოვრობა და მუდმივობა

მუდმივობა ის ბერკეტია, რომელზე დაყრდნობითაც გაცილებით მარტივად მიხვალ საკუთარ მიზანთან. მუდმივობის შენარჩუნება არაა ადვილი, მაგრამ დამიჯერე, მუდმივობის გარეშე ცხოვრება გაცილებით რთულია და მეტ ენერგიას გართმევს. ეცადე, ჩაანაცვლო ცუდი ჩვევები კარგით, ნეგატიური ადამიანები თუ გარემოებები, პოზიტიურით და ეს შეინარჩუნო მუდმივობაში. ცოტა ხანში დაინახავ, რომ შენს ცხოვრებაში ადგილი აღარ დარჩება არც უმოქმედობისთვის და არც იმისთვის, რაც არ გინდა.

3. საკუთარი თავის დაჯილდოება

ხშირად ჩვენ ვფოკუსირდებით მხოლოდ იმაზე, რაც არ მოგვწონს საკუთარ თავში, რაც არ გამოგვივიდა, არადა ყოველდღიური მიღწევები არც ისე ცოტა გვაქვს, როგორც გვეჩვენება. ამ ცუდ ჩვევას განათლების სისტმამაც შეუწყო ხელი. გახსოვს ალბათ, მასწავლებელი შეცდომებს მუდამ წითელი კალმით გვისწორებდა და ჩვენ მხოლოდ ცუდს ვხედავდით. არავინ გვაქებდა იმ კარგად გამოწერილი ასოების გამო, რომელიც წითელი კალმის მიღმა დარჩა. მშობლებიც წითელ კალამს უფრო აქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე დანარჩენ ასოებს. ასე რომ, დღეიდან აიღე ხელში მწვანე წარმოსახვითი კალამი [ან თუ გინდა ნამდვილი კალამი და ჩაინიშნე მიღწევები დღიურში] და ყველა შენი მიღწევა შემოხაზე — ყოველდღე და ამისთვის ხშირად დააჯილდოვე საკუთარი თავი იმით, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს.

4. თავდაჯერებულობა

საკუთარი თავის რწმენა — ეს ის ფუნდამენტია, რომელზეც შენდება სხვების მხრიდან პატივისცემაც. შენ იმაზე მეტად უნდა ენდობოდე საკუთარ თავს, ვიდრე დღეს. იცი მიზანი, იცი გზა — შენ შეგიძლია ამ გზის გავლა და მიზნის მიღწევა, სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან ნებისმიერი რამ, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან მიღწევადია. მიიღე ეს უმარტივეს აქსიომად და თავაწეულმა იარე წინ.

5. აღრიცხვა

ჩაიწერე ყველა მიახლოებული ნაბიჯი შენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. აღრიცხე ყველა შუალედური გამარჯვება — ეს მეტ თავდაჯერებას მოგცემს და მიზნისკენ მიმავალი გზა ისეთი დიდი აღარ მოგეჩვენება, როგორც ახლა.

P.S. არასოდეს გადაუხვიო შენი ოცნებებისკენ მიმავალი გზიდან. დაიმახსოვრე, როგორც კი ირწმუნებ საკუთარ ძალებს, შემოისაზღვრავ თავს პოზიტიური გარემოცვით, დაიწყებ შენი მიღწევების ჩაწერას და ამის გამო საკუთარი თავის წახალისებას, არც შენში და არც შენ გარშემო ადგილი აღარ დარჩება დანებებისთვის. ასე რომ, გაიმართე მხრებში, აწიე თავი და ყოველთვის გახსოვდეს უინსტონ ჩერჩილის სიტყვები: „არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დანებდეთ“.

 მე ვიცი — შენ შეგიძლია! 

P.P.S. თუ რასაც ქვია სიღრმისეულად გაინტერესებს თვითმენეჯმენტისა და მიზნების მიღწევის თემა და არ მიეკუთვნები «ადამიანი ვენტილატორების» მრავალრიცხოვან არმიას, რომლებიც მხოლოდ ჰაერს უბერავენ და სხვა არაფერს აკეთებენ, გადმოდი ქვემოთ მითითებულ ბმულზე, შემოუერთდი ჩვენს უფასო ჯგუფს და მიიღე სწავლება, რომელიც საკუთარ თავში დაგანახებს საყრდენს, რომელზეც ააშენებ შენს ახალ ცხოვრებას 👉 http://bit.ly/2ky3JZa

იმოქმედე ახლავე  http://bit.ly/2ky3JZa

გიორგი თვალაძე

წყარო: ბიზნესი ინტერნეტში

ნანახია:(778)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გადართვა ნეგატივიდან პოზიტივზე

პიროვნების ზრდის ქოუჩი თამარ კვარაცხელია გვასწავლის, თუ რა ხერხები დაგვეხმარება ნეგატივის გაშვებასა და პოზიტიური აზრის ჩამოყალიბებაში.  თამარ კვარაცხელია: სპორტსმენს, ტურნირში მონაწილეობის შედეგად


რატომ არ გვაქვს ის, რაც გულით გვინდა?

ჩვენ იმიტომ არ გვაქვს ის, რაც ასე გულით გვინდა, რომ ყოფნის დონეზე, უბრალოდ, არ ვართ მასთან ჰარმონიაში… როდესაც ჰარმონიაში მოვალთ


„ეს ძლიერი ადამიანების არჩევანია, თუ ეს არჩევანი არ მოგწონთ, მაშინ“…

სეროტონინი — ბედნიერების ჰორმონი….. ორგანიზმში მის საჭირო დოზით არსებობას, მზის სხივები ნამდვილად უწყობს ხელს და ხშირად ადამიანები, რომლებიც : „წვიმას»


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort