5 ნაბიჯი ნამდვილი ლიდერობისკენ | Jolo.ge


5 ნაბიჯი ნამდვილი ლიდერობისკენ

5 ნაბიჯი ნამდვილი ლიდერობისკენ

წარმატებას 85%-ით განსაზღვრავს ეფექტური ურთიერთობის უნარი. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაღწევთ ცხოვრებაში, გარკვეულწილად ადამიანებთანაა დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენი წარმატების, მიღწევებისა და ბედნიერების 85%-ს.

სწორედ ურთიერთობის ხარისხზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრებისა და მისი მრავალფეროვნების ხარისხი.
საბედენიეროდ ამ უნარის შეძენა შესაძლებელია.

როგორც ბრაიან ტრეისი აცხადებს: თუ გსურთ, გახდეთ დიდი ლიდერი, საჭიროა იყოთ ურთიერთობების ვირტუოზი, ხოლო ურთიერთობების ვირტუოზობა ადამიანებთან ეფექტურ ურთიერთობას მოითხოვს.

ადამიანებთან ურთიერთობისას თქვენს წინაშე დგას 5 მიზანი:

1. თქვენ უნდა მოიპოვოთ სიყვარული და პატივისცემა, რაც ზრდის თვითშეფასებას და ადამიანებს უჩენს სურვილს, მოგისმინონ და არ მოახდინონ თქვენი იგნორირება.

2. მნიშვნელოვანია დაიმსახუროთ, რომ ადამიანებმა მიიღონ და აღიარონ თქვენი ფასეულობები, რათა ამით გაზარდოთ საკუთარი თავის პატივისცემა და მისცეთ ადამიანებს მიზეზი ანგარიში გაგიწიონ.

3. უნდა ისწავლოთ ადამიანების მოტივირება და შთაგონება, რათა მარტივად შეძლოთ თქვენი იდეების, პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვა.

4. უნდა ისწავლოთ ადამიანების დარწმუნება, რათა შეგეძლოთ მათი დესტრუქციული რწმუნებულებებისა და სტერეოტიპული აზრების, პოზიტიური და ეფექტური გადაწყვეტილებებით შეცვლა.

5. საერთო ჯამში, თქვენ მოგიწევთ პერსონალური ძალისა და გავლენის მოპოვება, როგორც პირად, ასევე, საქმიან ურთიერთობებში.

ასეთია ლიდერობისა და დიდი წარმატებისკენ მიმავალი გზა.

P.S. თუ ლიდერობისა და ეფექტური ურთიერთობების თემა მნიშვნელოვანია თქვენთვის, გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს კედელზე. ეს იქნება უკუკავშირი და დასტური იმისა, რომ გაინტერესებთ ეს თემა და ამის შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად მოგაწვდით რჩეულ პოსტებსა და ვიდეოებს ვირტუოზული ურთიერთობის, ლიდერობისა და ეფექტური მართვის შსახებ.

თქვენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT

წყაროBusiness Inteleqtika

ნანახია:(273)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორი უნდა იყოს იდეალური უფროსი?

თანამედროვე მსოფლიოში, რაც უფრო მეტად ვითარდება, იხვეწება და მუდმივად იცვლება შეხედულებები ადამიანთა მართვის შესახებ, მით უფრო მეტად იცვლება კონკრეტული მითითებები


ქართველი მეცნიერის გიორგი გ. თუმანიშვილის საერთაშორისო აღიარება

ჩეხეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი გიორგი გ. თუმანიშვილი მეცნიერებათა, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიამ მის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ კვლევებსა და


„სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დასტკბით თქვენი ახალგზრდობით“…

„სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დასტკბით თქვენი ახალგზრდობით. უქმად ნუ გაანიავებთ ამ ოქროს წლებს, ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*