5 მიზეზი უზმოზე წყლის დასალევად | Jolo.ge


5 მიზეზი უზმოზე წყლის დასალევად

5 მიზეზი უზმოზე წყლის დასალევად

იცოდით, იაპონიაში დღეისთვის 50 000-ზე მეტი ას წელს გადაცილებული ადამიანი რომ ცხოვრობს? ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო, თუმცა გასაკვირი ამაში ალბათ ბევრი არაფერია, ვინაიდან ოდითგან ამომავალი მზის ქვეყანა ჯანსაღი ცხოვრებისადმი საკუთარი უნიკალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ტრადიციას იაპონლები დღესაც არ ღალატობენ და ბევრ სხვა სასარგებლო ჩვევასთან ერთად, ყოველ დილით, უზმოზე 2 ჭიქა წყალს მიირთმევენ.

რატომ?

1. ხანგრძლივი ძილის შემდეგ, ორგანიზმი ბუნებრივად გაუწყლოვანების მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომაც, თუ პირველ რიგში წყალს დავლევთ, ამით უჯრედებს სასიცოცხლო წყალს მივაწვდით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თავად წყლის ვარგისიანობაც: ონკანის წყალთან შედარებით გაცილებით უსაფრთხო და სასარგებლო წყაროს წყლის მირთმევაა, სადაც კარგად არის დაბალანსებული მინერალების შემადგენლობა.

2.  უზმოზე მირთმეული წყალი ეფექტიანად გამოდევნის ორგანიზმში დაგროვილ ტოქსინებს. ვინაიდან ძილის დროს ორგანიზმის საკუთარი ძალების და რესურსების აღდგენას ახდენს, ხდება ჰორმონების დაბალანსება, ამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში დაგროვილი არასასურველი ტოქსინების დროულად ორგანიზმიდან გამოდევნა.

3. ის მეტაბოლიზმის აჩქარებას უწყობს ხელს. ზოგადად, მიღებული წყლის ოდენობას წონაში კლების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით როცა საქმე დიუკანის მსგავს ცილოვან დიეტებს ეხება. თუმცა, დილაადრიან მიღებული წყალი ადრიდანვე აამუშავებს მეტაბოლიზმს და ცხიმების სწრაფად დაწვას შეუწყობს ხელს.

4. წყალი ტვინს გამართულ ფუნქციონირებაში ეხმარება. ხომ გახსოვთ, ჩვენი ტვინი 75%-ით წყლისგან რომ შედგება, ამდენად დილიდანვე მიღებული წყალი გამართულ აზროვნებაში დაგვეხმარება.

5. დილიდან მირთმეული წყალი დეჰიდრატაციის პრობლემის მოგვარების გარდა, კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებასაც შეუწყობს ხელს: ყაბზობა, არარეგულარული კუჭის მოქმედება ხშირ შემთხვევაში გაუწყლოვანებით არის გამოწვეული.

 

ანიკა

წყარო: BEAUTY AND SPORT

ნანახია:(8061)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორი ქალები უყვარდებათ უფრო ხშირად მამაკაცებს?!

ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს ზოგადი «წესები», იმის შესახებ, თუ  როგორი ქალები უყვარდებათ უფრო ხშირად მამაკაცებს.   აგრძნობინე თავი საჭიროდ დაასაქმე, მიეცი რაღაც


გაუფრთხილდით ძლიერ ადამიანებს…

ძლიერი ადამიანები სუსტებზე მეტად დაუცველები არიან. ქარბორბალას დროს მოქნილი ლერწამი იღუნება და შრიალებს, ხოლო ფიჭვი უბრალოდ ტყდება და ნადგურდება, ამბობენ


მოლოდინი გულს გიტეხთ — დააფასეთ რაც გაქვთ!

ბედნიერება ყველა ადამიანს თავისებურად წარმოუდგენია. სიყვარულში არსებობს გარკეული მოთხოვნები, რომლებიც ორივე მხარისთვის საერთოა: ყველა ადამიანი იმსახურებს იყოს მასთან ერთად, ვისაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<