fbpx

5 ცხოველი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იხსნა

ავტორი ჟოლო
100 ნახვა

1. გორილა ჯუა

1996 წელს, 3 წლის ბავშვი შემთხვევით გორილების სექტროში ჩავარდა. ეს ფაქტი 9 წლის მდედრმა გორილამ ჯუამ შენიშნა, მან ბაშვი უმალვე გადამალა, რომ მამრ გორილებს არ დაეგლიჯათ. ჯუა რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა ბავშვის გონზე მოყვანას, საბოლოოდ მან ბავშვი ჯანმრთელ მდგომარეობაში ზოოპარკის თანამშრომელს გადასცა.

2. თეთრი ვეშაპი მილა

წყალქვეშა ინსტრუმენტების გარეშე ახალგაზრდა მყვინთავებმა გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა, 26 წლის ქალბატონმა გადაწყვიტა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება და 20 ფიტის სიღრმეში ჩაყვინთა.რის შედეგადაც მას კიდურების კრუნჩხვები დაეწყო. ახალგაზრდა ქალბატონის გადარჩენა თეთრმა ვეშაპმა მოახერხა.

3. თუთიყუში ვილი 

მეგან ჰოვარდი აშშ-ში ბავშვის მომვლელად მუშაობდა. ერთ დღეს მან ბავშვისთვის საჭმელი გაამზადა და თავად სააბაზანოში შევიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ თუთიყუშის ხმა გაიგონა “ბავშვი! დედა! – ბავშვი, დედა!!!” მეგანი სასწრაფოდ სამზარეულოში შევარდა,  2 წლის ბავშვს, რომლის მოვლაც მის პასუხისმგებლობაში შედიოდა საჭმელი გადასცდა… მომვლელმა მოახერხა ბავშვის გადარჩენა, თუმცა რომ არა თუთიყუში 2 წლის ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი გახდებოდა.

4. სპილო ნინგნონგი

8 წლის ამბერ მეისონი ოჯახთან ერთად ტაილანდში ისვენებდა, მათ განსკათურებულ დასვენებას 4 წლის სპილო ნინგნონგი ალამაზებდა . პატარა გოგონა სპილოსთან და სპილოს მომვლელთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც  ნინგნონგმა მოულოდნელად სანაპიროს საპირისპირო მხარეზე დაიწყო სირბილი ზურგზე მომჯდარ გოგონასთან ერთად. გაოგნებული მომვლელი ნინგნონგს მიყვებოდა ფეხდაფეხ და ვერ ხვდებოდა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. მოვლენიდან დაახლოებით 25-30 წუთის შემდეგ, სანაპიროს ცუნამი დაატყდა. ცხოველის ასეთ საქციელმა მსოფლიოს გაოცება მოახერხა.

5. ლულუ

ეს არის ღორი, რომელმაც მსოფლიოს თავი გმირული საქციელით დაამახსოვრა . მისი მომვლელი მოულოდნელად გულის შეტევით  ცუდად გახდა, ამ ფაქტმა ლულუ შეძრა, შინაური ცხოველი გარეთ გავარდა და გამვლელის ყურადღების მისაქცევად უცნაური რაღაცების კეთება დაიწყო. ლულუმ მოახერხა კიდეც ერთ-ერთი გამვლელის სახლამდე მიყვანა. მოქალაქემ შენიშნა რა ქალბატონი, რომელიც ძირს უგონოდ იწვა, უმალვე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ლულუს მომვლელი გადარჩა, ხოლო ლულუ გმირად იქცა შერაცხული.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment