4 უტყუარი საშუალება საქმეების «სახვალიოდ» გადადების ჩვევის მოსაშორებლად  | Jolo.ge


4 უტყუარი საშუალება საქმეების «სახვალიოდ» გადადების ჩვევის მოსაშორებლად 

4 უტყუარი საშუალება საქმეების «სახვალიოდ» გადადების ჩვევის მოსაშორებლად 

— როდის დავიწყოთ დიეტა?
— ორშაბათს…
— დღეს რომ ორშაბათია?
— შემდეგ ორშაბათს…

სახვალიოდ გადადების ჩვევა დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რა არის საჭირო ამისთვის -ანუ ადგომა და საქმის სწორედ დღეს გაკეთება, ხვალ გავაკეთებ — რატომღაც უფრო ტკბილად გვეჩვენება ხოლმე.

გთავაზობთ 4 უტყუარ საშუალებას, სახვალიოდ გადადების ჩვევის მოსაშორებლად.

1. შეწყვიტე საკუთარი თავის დასჯა და ლანძღვა ამ ჩვევის არსებობის გამო

როგორც წესი, გასაკეთებელი საქმეები იმაზე იოლია, ვიდრე ჩვენ ვაჩვენებთ და წარვუდგენთ ხოლმე საკუთარ თავს. ხშირად სწორედ ის ფაქტი, რომ წინასწარ ვიდანაშაულებთ თავს იმაში, რომ საქმის გადადების ჩვევა გვაქვს, გვიკეთებს შავ სათვალეს და უფრო გართულებულად გვიჩვენებს საქმეს თუ პრობლემას, რომელიც დღეს უნდა მოვაგვაროთ. ასე რომ, პირველი ნაბიჯია, შეწყვიტო საკუთარი თავისადმი ნეგატიურად განწყობა, აღარ გააღრმავო შენში გამანადგურებელი გრძნობები — დანაშაულის გრძნობა და ბრაზი და გათავისუფლებული და მსუბუქი შეუდგე ამოცანების შესრულებას.

2. წინასწარ გამოუყავი საქმის კეთებას მხოლოდ 15 წუთი

როგორც წესი, საქმეებს სწორედ იმიტომ ვდებთ სახვალიოდ, რომ გვეზარება დაწყება. მიეცი საკუთარ თავს მხოლოდ 15 წუთი, რომლის შემდეგაც ადგები და დაისვენებ. 15 წუთის გავლის შემდეგ, მოიწყვე ყავის შესვენება და შემდეგ გაიმეორე შემდეგი 15 წუთი. სინამდვილეში, ასეთი მიდგომით, შენ 15 წუთის შემდეგ ვეღარ შეწყვეტ საქმიანობას და შეხვალ ე.წ. „ნაკადის მდგომარეობაში“, რომლის დროსაც თავისუფლადაა შესაძლებელი, მიმდინარე დღესვე დაასრულო შენი საქმე.

3. დეკომპოზიცია. დაშალე შენი საქმე მარტივ მამრავლებად, გამოყავი საკვანძო მაჩვენებლები კონტროლისთვის და შეასრულე ეტაპობრივად

თუ საქმე მასშტაბურია და მისი მოცულობის გამო გეზარება მისი გაკეთება, დაშალე შემადგენელ ნაწილებად და თითოეულ პუნქტისთვის განსაზღვრე «დედლაინი» და რაც ყველაზე მთავარია, პირველი ნაწილი შეასრულე მაშინვე, როგორც კი დაყოფ ნაწილებად.

4. ფოკუსის შესანარჩუნებლად, დროის ერთ მონაკვეთში აკეთე ერთი საქმე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაიტვირთო რამდენიმე საქმით ერთდროულად. როდესაც ერთდროულად რამდენიმე საქმეზე გიწევს კონცენტრირება, ფოკუსის შენარჩუნება ძალიან რთულდება. სწორედ ამიტომ, გეგმის შედგენისას, ყურადღება დაუთმე იმას, რომ ყველა საქმეს მიანიჭოთ თავისი კონკრეტული დრო, რომ შემდეგ აღარ გაგიჭირდეთ კონცენტრაცია.

გიორგი თვალაძე

ნანახია:(112)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ერთხელაც და ოდესმე, შეიძლება არც დადგეს!.. გეშინოდეთ იმედის!“

არ ღირს ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ფასად შეინარჩუნოთ, თქვენი არჩევანი: ფეხსაცმელი რომელიც გიჭერთ, მისი გაწელვის


თქვენ წარმოადგენთ იმას, რასაც ფიქრობთ

უსასრულო სამყაროში არსებობს უდიდესი ენერგეტიკული ქსელი, რომელშიც აბსოლუტურად ყველა და თითოეული მიერთებულია ენერგეტიკულ დონეზე. არსებობს ერთი მთლიანი სიცოცხლის წყარო, რომელიც გამოვლინებას


„ყველა ჩემი წესი იმოქმედებს იმ შემთხვევაში თუ გააკეთებ“

„მე ყოველთვის ვყოფდი 24 საათს ასე, გძინავს 6 საათი და გრჩება 18 საათი… ვიცი, ზოგიერთი იტყვის მე მძინავს 8-9 საათი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*