4 შეკითხვა სტრესის წინააღმდეგ (ფიქრების გამოკვლევა ბაირონ ქეითის მიხედვით) | Jolo.ge


4 შეკითხვა სტრესის წინააღმდეგ (ფიქრების გამოკვლევა ბაირონ ქეითის მიხედვით)

4 შეკითხვა სტრესის წინააღმდეგ (ფიქრების გამოკვლევა ბაირონ ქეითის მიხედვით)

ჩვენ ხშირად ვიტანჯებით სტრესული ფიქრებისგან, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრების გვჯერა.
„რეალობა მოცემულობისგან განსხვავდებოდეს, ეს იგივეა კატას ყეფა ასწავლო» — აღნიშნავს ბაირონ ქეითი და გვთვაზობს ოთხი შეკითხვის ტექნიკას სტრესული ფიქრების გამოკვლევისთვის.

ეს კითხვებია:
1. ეს სიმართლეა?
2. შეგიძლია, აბსოლუტურად იცოდე, რომ ეს სიმართლეა?
3. როგორ რეაგირებ, როცა ამ ფიქრის გჯერა?
4. ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე?

ბოლოს — შეაბრუნე და იპოვე სამი უტყუარი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მართებულია შენს ცხოვრებაში ეს შებრუნება.„

ეს კითხვები შეგიძლიათ საკუთარ თავსაც დაუსვათ და უპასუხოთ ხმამაღლა, ან წერილობით.
მოვიყვან ჩემს მაგალითს, როგორ გამოვიკვლიე და მოვიშორე სტრესული ფიქრი აღნიშნული ტექნიკის მიხედვით:
ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა ამირჩია ასოცირებულ პროფესორად, მაგრამ არ მომცა საათები, ამან ძალიან გამამწარა და გამიჩინა ფიქრები: „მე მათ მასხარად ამიგდეს, რომ არ დამასაქმეს», „მაშასადამე არავის ვჭირდები» და ა.შ.
დავიწყე ზემოთ ხსენებული ფიქრების გამოკვლევა შემდეგნაირად, — ჯერ პირველი ფიქრი გამოვიკვლიე:
1. კითხვაზე: „ეს სიმართლეა, რომ მათ მასხარად აგიგდეს, როცა აგირჩიეს და არ დაგასაქმეს?„ ვუპასუხე, რომ სიმართლე იყო, რადგან პროფესორად არჩევა ნიშნავდა და გულისხმობდა დასაქმებასაც (ამის მოლოდინი მქონდა) მათ კი არ დამასაქმეს, საათები არ მომცეს და არც ხელფასს მაძლევენ;
2. „შეგიძლია, აბსოლიტურად იცოდე, რომ ეს სიმართლეა?„ ვკითხე საკუთარ თავს და მივიღე დაეჭვება: „ასი პროცენტით არ ვიცი.. შეიძლება მეორე სემესტრში, ან მომავალ წელს დამასაქმონ, მაგრამ…„
3. „როგორ რეაგირებ, როცა ამ ფიქრის გჯერა?„ ამ კითხვაზე ჩემი პასუხი იყო უარყოფითი. ავღნიშნე, რომ ეს ფიქრი მტანჯავს, მიქვეითებს თვითშეფასებას, განმაწყობს ჩივილისა და კონფლიქტისთვის, შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვგრძნობ თავს.
4. „ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე?„ — ამ კითხვაზე პასუხმა დამამშვიდა; „ვიქნებოდი ლაღი, თავისუფალი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და კოლექტივთანაც მექნებოდა ჯანმრთელი, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა…„

ამის შემდეგ შევაბრუნე ჩემი ნეგატიური რწმუნებულება ასე:
1. „მე მათ მასხარად არ ამიგდეს, თავის გუნდში ამიყვანეს და როცა დავჭირდები, დამასაქმებენ კიდეც„
2. „მე მათ ვიგდებ მასახარად„ — როცა ვჭორაობ მათი უსამათლობის შესახებ საზოგადოებაში და ვამცირებ მათ ავტორიტეტს.
3. „მე მათ დამასაქმეს„ — მარტო საათები და ხელფასი არ არის დასაქმება. უკვე ვარ ამ უნივერსიტეტის პროფესორი ოთხი წლის ვადით და ამ დროის შუალედში შემიძლია მონაწილეობა მივიღო უნივერსიტეტის აქტივობებში, გამოვიჩინო თავი, როგორც მეცნიერმა, ორგანიზაციულ საკითხებში დავეხმარო, ვიმეგობრო მათთან და აუცილებლად დამასაქმებენ.
იგივე სისტემით გამოვიკვლიე მეორე ფიქრიც და საბოლოო ჯამში შემეცვალა ტოქსიკური რწმუნებულება ჯანმრთელი ხედვით, მომეხსნა სტრესი და უნივერსიტეტთან ურთიერთობაც გაუმჯობესდა.

მითითება: საკუთარი ფიქრების გამოკვლევისას ეცადეთ არ იყოთ ზედაპირული, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, არ იჩქაროთ, მოუსმინეთ შინაგან ხმას და დაელოდეთ პასუხს.
„სიმართლის პოვნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმად ჩაიხედავთ საკუთარ თავში„ აღნიშნავს ბაირონ ქეითი და კარგი იქნება, თუ თქვენც გაიმარტივებთ ცხოვრებას საკუთარი ფიქრების გამოკვლევითა და დალაგებით.

ბესიკ კაიშაური
მართვის დოქტორი და ქოუჩ-ტრენერი

ნანახია:(978)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სიყვარული არ შეიძლება არსებობდეს, როგორც მონოლოგი, — ოშო

«მილიონობით ადამიანი იტანჯება: მათ სურთ, რომ სხვებმა შეიყვარონ, მაგრამ არ იციან როგორ უყვარდეთ. და სიყვარული არ შეიძლება არსებობდეს, როგორც მონოლოგი,


ეს 5 შეკითხვა დაგანახებთ თქვენი ცხოვრების გზას…

წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის მიზანი ყველაზე მთავარი რამაა. მის გარეშე ყველაფერი ფუჭია, რადგან თუ არ იცით რისკენ მიისწრაფვით წარმატება თქვენთან თავად


რას ნიშნავს ცხოვრება 100%-ზე?

ნაწილი #1 ფილმის ერთ-ერთ სცენაში, მომაკვდავი მამა ტაძარში ეუბნება შვილს: მე სრულიად არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ ადამიანები კვდებიან, მაგრამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<