4 მიზეზი, რის გამოც სიამოვნება გარდაუვლად იწვევს ტანჯვას | Jolo.ge


4 მიზეზი, რის გამოც სიამოვნება გარდაუვლად იწვევს ტანჯვას

4 მიზეზი, რის გამოც სიამოვნება გარდაუვლად იწვევს ტანჯვას

«როგორც ღერძის ტრიალს მოსდევს ბორბლის ტრიალი, ასევე სურვილებს გარდაუვლად მოსდევს ტანჯვა» ბუდა

ბუდას ამ სიტყვების გასაგებად მე პირადად დაახლოებით 20 წელი დამჭირდა. სასაცილო ის არის, რომ ამდენი დრო სწორედ იმიტომ დამჭირდა, რომ სიამოვნებას მოსდევს ტანჯვა… ანუ ჩემი დაუოკებელი სურვილი, მიეღო რაც შეიძლება მეტი სიამოვნება, მოშლილა ამის გაგებაში ხელს. 
მხოლოდ ახლა, როცა ბევრჯერ მოვიტეხე კისერი, აღმოვაჩინე 4 მიზეზი, რის გამოც ხორციელ სიამოვნებას (და მათ სურვილს) აუცილებლად მოსდევს ტანჯვა:

1. ძლიერი სიამოვნება ყოველთვის ჰარმონიის დარღვევის ხარჯზე ხდება. ის რთული სისტემა, რომელსაც ადამიანი წარმოადგენს, , მილიარდობით პროცესისაგან შედგება, და ეს პროცესები სრულ ჰარმონიაში მხოლოდ ჯანმრთელ და ფხიზელ მდგომარეობაშია. როდესაც ჩვენ სისტემას ვწოვთ დიდ სიამოვნებას, ჩვენ ვაიძულებთ მის რომელიმე ნაწილს, გაიღოს იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლია, რაც გარდაუვალად იწვევს მომავალში ამ გამოწოვილი რესურსის ნაკლებობას, ეს კი თავის მხრივ იწვევს ტანჯვას. ანუ აქ ნარკოტიკის პრინციპი მოქმედებს. ეს ფიზიკურ დონეზე.

2. ძლიერ სიამოვნებას ჩვენი ქვეცნობიერი მხოლოდ მაშინ ითხოვს, როცა ძლიერი ტანჯვისან გაქცევა სურს, ძლიერ ტანჯვას კი ყოველთვის თავისი მიზეზი აქვს. (ძირითადად ბავშვობის ტრავმები). სიამოვნება გვაძლევს საშუალებას, დროებით გავექცეთ ამ ტკივილებს, მაგრამ იმის გამო, რომ მისი მიზეზი ტკივილია, ის მუდამ ინარჩუნებს ფარულ კავშირს ამ ტკივილთან, და ხშირი გამეორების შემთხვევაში იწვევს ამ ტკივილების გაღვიძების, ანუ აძლიერებს მათ. ეს ფსიქოლოგიურ დონეზე.

3. ხორციელი სიამოვნება დაბალი ვიბრაციის აღმძვრელია. მას არაფერი აქვს საერთო არც ცოდვასთან, არც დანაშაულთAნ, უბრალოდ როცა დაბალ ვიბრაციას ეჯაჭვები, მაღალი ვიბრაციების წვდომის უნარს კარგავ. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთდროულად ორ სკამზე ვერ იდები. ესეც სულიერ-ენერგეტიკული დონე.

4. რაც უფრო ძლიერ სიამოვნებებში ვცხოვრობთ, მით უფრო მეტად ვხდებით მიჯაჭვული და დამოკიდებული მათზე, ანუ იმაზე, რაც ჩვენს გარეთაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, თავისუფლებას ვკარგავთ. ესეც ადამიანური დონე.

ეს ყველაფერი მხოლოდ ნარკოტიკებს არ ეხება, არამედ ყველანაირ ხორციელ სიამოვნებას და ამქვეყნიურ სურვილს, ვთქვათ ისეთს, როგორებიცაა კარიერის გაკეთების სურვილი, ქონების დაგროვების სურვილი, და სხვა. ასევე ამქვეყნიურ «სიყვარულებსაც» მაგალითად გოგოს და ბიჭის ერთმანეთზე გადარევას ან დედის მესაკუთრულ სიყვარულს შვილის მიმართ.

მაგრამ ამაში არაფერია საგანგაშო. სიამოვნების გარდა არსებობს კიდევ სიხარული და ნეტარება. როგორც ოშო ამბობს, სიხარული მაღალი ვიბრაციაა, მაგრამ მხოლოდ ადამიანური დონეა, მაგრამ ნეტარება უკვე ღვთაებრივი მდგომარეობაა და მას ტანჯვა არ მოაქვს…

ლევან რამიშვილი

ნანახია:(335)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს“… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი3)

ტანტრა — ენერგია და ექსტაზი  ოშო რაჯნეში ბუნების საჩუქარი სექსი მოღვაწეობის ერთ-ერთი სახეობაა, ბუნების მიერ ნაბოძები, რომელიც მასში მყოფთ კვლავ


გზა, რომელსაც ნამდვილი ბედნიერებისკენ მივყავართ

სიხარული არის ყველაფრის ერთადერთი სწორი საზომი. ყოველი ფიქრის, სიტყვის თუ მოქმედებისას დაუსვით თქვენს თავს კითხვა: რამდენად დიდი სიხარულის მომტანია ეს


ორჯერშობილი

ეს ამბავი იმ შორეულ დროში მოხდა, როცა ადამიანები ღვთისმოშიშები და უბრალოები იყვნენ, წესის და კანონის გადამბიჯებელი კი გამონაკლისი იყო. ცხოვრობდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<