4 მიზეზი, რატომ არ აყავხართ სამსახურში | Jolo.ge


4 მიზეზი, რატომ არ აყავხართ სამსახურში

4 მიზეზი, რატომ არ აყავხართ სამსახურში

დასაქმება ბევრი ახალგაზრდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. აგზავნით თქვენს რეზიუმეს სხვადასხვა პოზიციაზე, პასუხი კი არა და არ ჩანს. გიჩნდებათ კითხვა: რას აკეთებთ არასწორად? რატომ არ ხართ დამსაქმებლისთვის საინტერესო? თუ ამ კითხვებზე პასუხი გსურთ, ყურადღებით წაიკითხეთ სტატია:

 

არასწორად არჩევთ პოზიციას — ადამიანთა უმრავლესობა დამსაქმებლის მოთხოვნებს სრულად არ კითხულობს (ზოგიერთი საერთოდაც არ კითხულობს) და აგზავნის რეზიუმეს. დამსაქმებელი მოთხოვნების სიას იმიტომ ადგენს, რომ აინტერესებს, რამდენად შეესაბამებით მას, რათა გაუადვილდეს კადრის შერჩევა, თუ თქვენ არ წაიკითხავთ მოთხოვნებს, ბუნებრივია, დიდი შანსია აღმოჩნდეს, რომ თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელი ხართ.

 

ხშირად იცვლით სამსახურს — ახალგაზრდები სასურველი სამსახურის ძებნაში ძალიან ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილებს, რაც დამსაქმებლისთვის თავსატეხი ხდება. თუ თქვენ ერთ ადგილას ერთ წელზე მეტხანს არ გიმუშავით, სასურველი კადრი არ ხართ, რადგან, როგორც წესი ორგანიზაციას შესაფერისი თანამდებობისთვის კადრის მომზადება საშუალოდ 6-8 თვე უჯდება და თუ ის მომზადებიდან რამდენიმე თვეში წავა, დამსაქმებლისთვის ეს წყალში ჩაყრილი მატერიალური და გონებრივი რესურსი გამოდის.

 

ბოლო 6 თვეა სამსახური არ გქონიათ — დამსაქმებლისთვის თუ ბევრი სამსახური პრობლემაა, გაცილებით დიდ პრობლემას წარმოადენს ძალიან ცოტა სამსახური. თუ თქვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში უმუშევარი ხართ დიდი შანსია, რომ დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე არც განიხილოს.

 

პოზიციისთვის ზედმეტად კვალიფიციური ხართ — უცნაურად ჟღერს? სინამდვილეში, ეს ძალიან მარტივი ფსიქოლოგიაა. ბევრი ადამიანი თვლის, რომ სტაბილურობისთვის ურჩევნია მისი შესაძლებლობებისთვის გაცილებით დაბალი საფეხურისთვის იბრძოლოს, თუმცა დამსაქმებელი, როდესაც ხედავს რეზიუმეს პოზიციაზე, რომელიც აშკარად ნაკლებად სასურველია კონკრეტული პირისთვის უჩნდება ეჭვი, რატომ სურს ასეთ კვალიფიციურ კადრს დაბალ საფეხურზე მუშაობა. შესაძლოა ამან მას თქვენს გულწრფელობაში შეატანინოს ეჭვი ან ნაკლებ-ამბიციურად ჩაგთვალოთ, რაც კვალიფიციური კადრისთვის უარყოფითი თვისებაა.

ნანახია:(1067)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

„რა უნდა გააკეთოთ, ეს  რომ არ დაგემართოთ“?

„როდესაც თქვენი ცხოვრების ტრაექტორიის შეცვლას დაიწყებთ, იცოდეთ, რომ ცვლილების ეს პროცესი ძალიან რთული და მაცთუნებელია … გზას რომ ერთი გრადუსითაც


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„თუ გინდათ იყოთ წარმატებული“ — რამაზ გიგაური

თუ გინდათ იყოთ წარმატებული — სხვისი წარმატება გაგიხარდეთ; თუ გინდათ იყოთ მდიდარი — სხვისი სიმდიდრე გაგიხარდეთ; თუ გინდათ იყოთ ბედნიერი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

წარმატება არდანებებაა — შთამაგონებელი ისტორია

ვიდრე ის მსოფლიო ლეგენდა გახდებოდა გაიარა საკმაოდ დიდი და მტკივნეული გზა, 1919 წელს გაზეთში მუშაობის დროს ის რედაქტორმა იმის გამო


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*