4 მარტივი და ეფექტური ნაბიჯი ადამიანების თვითშეფასების ასამაღლებლად | Jolo.ge


4 მარტივი და ეფექტური ნაბიჯი ადამიანების თვითშეფასების ასამაღლებლად

4 მარტივი და ეფექტური ნაბიჯი ადამიანების თვითშეფასების ასამაღლებლად

ადამიანებისთვის საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების გაღვიძება შესაძლებელია 4 ძირითადი მოქმედებით. გამოიყენეთ ისინი ყოველდღე და თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს.

 გამოხატეთ მადლიერება

ნებისმიერი შესაძლებლობისას, გადაუხადეთ მადლობა ადამიანს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს, როგორც ასრულებს საკუთარ მოვალეობას — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უმნიშვნელოა. როდესაც ადამიანს ეუბნებით: „მადლიერი ვარ“, მისი თვითშეფასება იზრდება, საკუთარ თვალში მაღლდება და გრძნობს, რომ მას აფასებენ. გარდაამისა, მას უნდება გააკეთოს იმაზე მეტი, რაზეც მადლობას უხდიან. უფროსი, რომელიც ხშირად გამოხატავს მადლიერებას, ყველაზე ეფექტური ლიდერია ნებისმიერ ორგანიზაციაში.

 მიეცით დასტური

ადამიანში საკუთარი ღირსების შეგრძნების გაღვივება შესაძლებელია დასტურის მიცემით. არ დაიშუროთ ქება, აღნიშნეთ მისი თითოეული მიღწევა, სულ მცირედიც კი. შეაქეთ ადამიანები კეთილსინდისიერი შრომისთვის, კარგი წინადადებისა თუ იდეისთვის, განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ ისინი აკეთებენ იმას, რაც ცდება მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. შეაქეთ დაუყოვნებლივ და კონკრეტულად მიუთითეთ მათ დამსახურებებზე, შეაქეთ რეგულარულად.

შექება დადებითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ემოციონალურ მდგომარეობაზე. მისი თვითპატივისცემა იზრდება, თავს გრძნობს ბედნიერად და ისევ იმეორებს ქმედებას, რომლის გამოც შეაქეს. თვითპატივისცემა ხომ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გრძნობს ადამიანი თავს შექების ღირსად.

 გამოხატეთ აღფრთოვანება

ეს კიდევ ერთი საშუალებაა თანამშრომლებისთვის თვითპატივისცემის ასამაღლებლად. როგორც აბრაამ ლინკოლნი ამბობდა: „ყველას უყვარს კომპლიმენტები“. გამუდმებით უთხარით ადამიანებს რაიმე კარგი; კომპლინტის საბაბად შეიძლება გამოდგეს, მაგალითად, ისეთი პიროვნული თვისებები, როგორებიცაა პუნქტუალურობა და შეუპოვრობა, პირადი ქონება — ტანსაცმელი, მანქანა და აქსესუარები, ასევე, მიღწევები სამსახურსა და პირად ცხოვრებაში.

გამოხატეთ აღფრთოვანდება თანამოსაუბრის მიმართ, ამით თქვენ მას აუმაღლებთ თვითშეფასებას, ის თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობს და გაიზრდება მისი თქვენდამი და თქვენი კომპანიისადმი ერთგულება.

დაუთმეთ ყურადღება

შესაძლებელია, ადამიანთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად დასახელდეს — მათდამი ყურადღების გამოვლენა. ეს ნიშნავს, რომ უნდა უსმენდეთ საკუთარ თანამშრომლებს, როცა მათ თქვენთან საუბარი სურთ. გააკეთეთ ეს დიდი მოთმინებით, ჩუმად, მშვიდად, დაფიქრებულად, არ შეაწყვეტინოთ. არაა აუცილებელი ყველაფრის რეალიზება, რასაც ისინი გთავაზობენ, მთავარია, გულისყურით უსმინოთ, თავი დაუქნიოთ, გაუღიმოთ და მადლიერება გამოხატოთ საერთო საქმეში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის. ადამიანები უდიდეს სიამოვნებას იღებენ საკუთარ უფროსებთან, ან მათთვის მნიშვნელოვან სხვა ადამიანებთან საუბრით. რა თქმა უნდა, მოსმენისას, თქვენ გააანალიზებთ, შესაძლებელია თუ არა თანამშრომლის იდეის ან წინადადების რეალიზება. ნუ ითამაშებთ ყურადღების დათმობას; კარგი მსმენელი ყოველთვის ისმენს, რასაც მას ეუბნებიან.

წყარო: INTELEQTIKA

ნანახია:(2650)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შეიყვარე ის რაც გაქვს და გამოიყენე გონივრულად — აი რაშია ბედნიერება“…

გამოწვევა ლამაზი რამაა. ლამაზია თავისი დანიშნულებით, მიზნით და ზრახვით. საქმე იმაშია, რამდენად მომზადებული დახვდება მას ადამიანი. მაგრამ მხოლოდ ამაშიც არ


„არ გააკრიტიკოთ, არ განსაჯოთ, არ იწუწუნოთ“

„ღიმილი არაფერი ღირს, მაგრამ ბევრს გვაძლევს. ის ამდიდრებს მათ, ვინც მას იღებს და აგრეთვე მათაც , ვინც ამას გასცემს. ის


წაიკითხეთ ეს სტატია გასაუბრებაზე წასვლამდე…

ეძებთ ახალ სამსახურს და გასაუბრებაზე დაგიბარეს? ძალიან ნერვიულობთ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს? ალბათ არის რამდენიმე დეტალი, რომლებიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<