4 გზა შიშის დასაძლევად | Jolo.ge


4 გზა შიშის დასაძლევად

4 გზა შიშის დასაძლევად

გინდათ გააკეთოთ რაღაც და ხვდებით, რომ არის რამდენიმე ფაქტორი, რაც გაშინებთ. რისკი ყოველთვის არის დაკავშირებული შიშთან, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც შიშის მართვა შეუძლიათ.

 

პირველ რიგში, საჭიროა იცოდეთ საიდან მოდის შიში. საქმე ისაა, რომ ცხოვრებაში შეუძლებელია შიში აირიდოთ, რადგან თუ თქვენ მოქმედებთ, სრულიად ბუნებრივია, რომ რაღაც გაშინებთ. შიში ხშირ შემთხვევაში ნიშნავს, რომ თქვენ იქ არ მოხვდით, სადაც ელოდით, მარტივად რომ ვთქვათ, სხვის ტერიტორიაზე ხართ. რაც ყველაზე მთავარია, შიში არის ის, რაც გონებიდან მოდის და ხშირად რეალობასთან კავშირი არ აქვს.

 

როგორ მოვიქცეთ, რომ ცხოვრებამ თავად კი არ გვმართოს, არამედ ჩვენ ვმართოთ საკუთარი მომავალი?

 

1.დაამარცხეთ შიში — ნუ მისცემთ თქვენს თავს უფლებას შიშმა გძლიოთ. გეშინიათ? გადადგით ნაბიჯი, გარისკეთ და შიში „უკან დაიხევს“.

 

2.გააანალიზეთ რა გაშინებთ — ცოდნა იმისა, თუ რისი გეშინიათ, დაგეხმარებათ მის გადალახვაში. დიახ, თუ თქვენ გაშინებთ ის, რომ ვერ ჩააბარებთ გამოცდას, დაჯექით და დაფიქრდით: რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს? ამ შემთხვევაში თქვენ მიხვდებით რამდენად რეალურია შიში, თუ ის რეალურია, გადადგით კონკრეტული ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.

 

3.დაინახეთ პერსპექტივა — თქვენ კარგად იცით, რომ მუდმივი არაფერია, მათ შორის არც წარუმატებლობა.ოდესღაც აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც ყველაფერი კარგადაა. ამიტომ იფიქრეთ ამ მომენტზე, მომავლის პერსპექტივაზე და შიში აუცილებლად გაქრება.

 

4.ივარჯიშეთ — ყველასთვის ცნობილია, რომ ვარჯიში უამრავი რამისთვის არის სასარგებლო, მათ შორის სტრესის დროს. თუ შიში გსტრესავთ გადით ქუჩაში და ირბინეთ, ნახავთ როგორ დაგეხმარებათ ეს.

ნანახია:(2349)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რიჩარდ გირის საოცრად ემოციური წერილი

მსახიობი რიჩარდ გირი სოციალურ ქსელში ემოციურ  პოსტს აქვეყნებს:   „ჩემი მეგობრის დედა ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. უპირატესობას ჯანსაღ საკვებს


«რამდენი რაღაც ყოფილა, რისთვისაც დრო არ იყო, რომ ასე ლამაზად აღმექვა»…

ზოგჯერ ისე ღრმად გვძინავს, გამოღვიძებისთვის მთელი ძვირფასი დრო გვჭირდება, ან ეგეც არ გვყოფნის. არ საჭიროებს ეს ყველაფერი დრამატიზებას, ისედაც ამდენმა


ყოველდღიურად იბრძოლეთ იმისათვის, რომ ადამიანური სიყვარული ყველასათვის სამაგალითო ქმედებად გადაიქცეს

«გზა, რომელსაც ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე იპოვნით, არსად მიდის. თუ ყოველ უსამართლობაზე შენ აღშფოთებისგან ცახცახებ, მაშინ შენ ჩემი მეგობარი ხარ. ყოველდღიურად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<