4 აგვისტოს, ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების დღეა! | Jolo.ge


4 აგვისტოს, ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების დღეა!

4 აგვისტოს, ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების დღეა!

„ეგეთი ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მქონდა პატივი, ჩემი მასწავლებელი ყოფილიყო ვახუშტი კოტეტიშვილი… მთელი გულით და საუკუნოდ მადლიერი ვარ მისი“ — წერს ხელოვანი ნინო სადღობელაშვილი.

ninoნინო სადღობელაშვილი: „მანამდე ტელევიზორიდან ვიცნობდი მხოლოდ მას და, ძალიან ფერმკრთალი წარმოდგენა მქონდა იმაზე, რასაც ეს კაცი სინამდვილეში ქმნიდა!

ჩვენი პირველი ლექციის პირველივე დღეს (კულტურის ინსტიტუტში), ვახუშტიმ თავისი ახლადთარგმნილი რილკეს «დუინური ელეგიები» მოგვიტანა და თავისი გამორჩეული ხავერდოვანი ტემბრით წაგვიკითხა. ეს იყო ცის გახსნა და რაღაც სამუდამო სიახლე!

აი, ხომ ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადებაო, ერთხელ, ფიზიკურად და მეორედ, როცა თავისი და სამყაროს საზრისს შეეხება, იგრძნობს და დაიუნჯებს, ჰოდა, ჩემი მეორე დაბადებაც აი მაგ წამს და მაგ დღეს ემთხვევა _ ვახუშტიმ რომ რილკე წაგვიკითხა ლამის ბალღებს, და მე მთელი გულით და საუკუნოდ მადლიერი ვარ მისი, და ასე მგონია ახლა, ეს ჩემი წილი მადლობაც (საქვეყნოდ გასაცხადებელ მადლობაზე რომ აღარაფერი ვთქვა), ვახუშტის დიდი სულისთვის ერთი კენჭია, მარადისობის ოკეანეში სათამაშოდ და სალოცავად.

თვითონ ხომ ეგეთი იყო — ლაღი, ბედნიერი, თამაშ-თამაშით მიმღები წუთისოფლისაც და შემოქმედებისაც, და თან იმ უნაპიროს, დიდებულის, ერთადერთის აღმსარებელი, გენიალურ მარტოობაში შემტკბობი და გამზიაერებელი, ვისაც ეძღვნებოდა მთელი მისი სიცოცხლე, სიყვარული, შემოქმედება… ვინც შექმნა და გაამუდმივა ვახუშტი კოტეტიშვილი!
დღეს, 4 აგვისტოს, ვახუშტის დაბადების დღეა!

https://www.youtube.com/watch?v=Uif7zdKVxKo&feature=share

ნანახია:(38)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, ღირს კი ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც წამითაც არ დაფიქრდებიან ისე გადაგთელავენ, არ დაგინდობენ, დაგრთგუნავენ»_ მარიამ როინიშვილი

«90-იან წლებში დავიბადე! რაც თავი მახსოვს! საქართველოში სულ არის ერთმანეთის ზიზღი, დაპირისპირებები, მტრობა… საბედნიეროდ ოჯახში მასწავლიდნენ სიყვარულს, ურთიერთგატანას, გვერდში დგომას,


სცენაზე გათამაშებული მსახიობის რეალობა მესხეთის თეატრში

ვახტანგ ბერიძის სახელი დღეს ბევრმა იცის. იციან რომ აჭარის ულამაზეს მთებში ცხოვრობს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მოახერხა და მთის ცხოვრება უკეთესობისკენ


«ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა»- ზაზა ფაჩულია რობერტ დე ნიროს შეხვდა

«ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა»- წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში და საყვარელ მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ქართველი კალათბურთელი რობერტ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*