3 თვისება, რომელიც შეუჩერებელს გაგხდით დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე | Jolo.ge


3 თვისება, რომელიც შეუჩერებელს გაგხდით დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე

3 თვისება, რომელიც შეუჩერებელს გაგხდით დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე

ნებისმიერ ჩვეულებრ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს არაჩვეულებრივი. მიაღწიოს ყველაფერს რაც სურს: ახალი ცოდნა და უნარები, ფინანსური კეთილდღეობა, ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ა.შ ამისათვის კი რეალურად ყველაზე მთავარი, 3 საკვანძოდ მნიშვნელოვანი პრინციპის გათვალისწინებაა საჭირო, რომლის შესახებ, დარწმუნებული ვარ აქამდეც გსმენიათ, თუმცა მანამდე, მე  მოგიყვებით ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც განსხვავებულად დაგაფიქრებთ ყველაფერის შესახებ.

» ამბავი ახალგაზრდა ბიჭზეა, რომელსაც ბევრი ფულის შოვნა სურდა და ცნობილ გურუსთან ერთი შეკითხვით მივიდა  და ჰკითხა:  -‘’მე მინდა ვიყო ფინანსურად იმავე დონეზე, სადაც თქვენ ხართ. მითხარით, რა გავაკეთო. გურუმ უპასუხა:  -თუ გსურს ფინანსურად იმავე დონეზე ყოფნა, სადაც მე ვარ, მაშინ ხვალ, დილის 4 საათისთვის ზღვის სანაპიროზე შევხვდეთ.

ბიჭს პასუხი გაუკვირდა, თუმცა მეორე დღეს დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მივიდა. გურუმ ახალგაზრდა ბიჭს  ჰკითხა: — რამდენად ძლიერ გსურს რომ იყო წარმატებული?

-ძალიან ძლიერ! ბიჭმა ომახიანდ უპასუხა.

-მაშინ ახლავე  წყალში უნდა შეხვიდე. ბიჭს გაუკვირდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა და ზღავში შევიდა. გურუ,  ბიჭს, წყალში უფრო და უფრო ღრმად  შესვლას სთხოვდა, ბიჭის  შეკითხვებს კი უპასუხოდ ტოვებდა.

-მე ფულის შოვნა მინდა, მან კი აქ საცურაოდ მომიყვანა. თქვა იმედგაცრუებულმა ახალგაზრდამ და მალე ნაპირისკენ გამოცურვა დააპირა.

-მე მეგონა, შენ მართლა გინდოდა ბევრი ფულის შოვნა! დაუძახა გურუმ და ბიჭს ღრმა წყალში შეჰყვა. თავზე ხელი მოკიდა და წყალში ღრმად და დიდხანს ჩააყოფინა. მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ბიჭი  უკვე დახრჩობის ზღვარზე იყო, გურუმ ბიჭის ხელი გაუშვა, გაათავისუფლა და ჰითხა: -როდესაც წყლის ქვეშ იყავი, რა გინდოდა ყველაზე მეტად? მან პირდაპირ  უპასუხა- მხოლოდ სუნთქვა! მაშინ, უთხრა ბიჭს გურუმ:  — როდესაც ისე მოინდომებ მეტი ფულის შოვნას, როგორც ახლა სუნთქვა გსურდა, მხოლოდ მაშინ შეძლებ მიაღწიო სასურველს.’’

ასეა, ყველა ადამიანის ცხოვრებაშც. ნებისმიერი წარმატების მისაღწევად, ზუსტად ასეთი ძლიერი სურვლი უნდა გქონდეთ და გამოძრავებდეთ როგორც ამ ბიჭს, სურდა იმ მომენტში სუნთქვა. მიზნების ბოლომდე მიღწევას დიდი შრომა და ძალა სჭირდება, ასეთი ძლიერი სურვილის გარეშე კი, თქვენ პირველივე დამარცხებაზე  დანებდებით. წარმატება  კი სურვილის სიძლიერეშია.

მეორე ფაქტორია ფოკუსირება, რადგან თუ ბევრი რამ გსურს ერთდროულად, გაგიჭირდება რომელიმეს ბოლომდე მიღწევა. როდესაც ეს ბიჭი წყალში იხრჩობიდა, მას არ ადარდებდა რა ხდებოდა დანარჩენ სამყაროში, რას აშუქებდნენ ტელევიზიები და როგორ ერთობოდნენ მისი მეგობრები. მისთვის მთავარი და პრიორიტეტული მხოლოდ სუნთქვა იყო. დანარჩენზე არც კი ფიქრობდა.

მესამე მსხვერპლის გაღება- ‘’განსაჯეთ თქვენი წარმატება შემდეგი პრინციპით: რა გაიღე, რომ ამ მიზნისთვის მიგეღწიათ?’’ უნდა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ კომფორტის ზონას. ‘’იქონიოთ მზადყოფნა ნებისმიერ მომენტში, შესწიროთ თქვენი ახლანდელი ‘’მე’’ იმად ყოფნას, ვინც გსურთ რომ იყოთ მომავალში’’.

ძლიერი სურვილი, მიზანზე ფოკუსირება,  მსხვერპლის გაღება და ამასთან საკუთარი თავის რწმენა, თქვენ გაქცევთ ისეთ ძლიერ პიროვნებად, რომელიც შეუჩერებელი იქნება დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი: მარიამ შარიქაძე

ნანახია:(900)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არ დაგავიწყდეს მთავარი (იგავი)

უღარიბესი ქალი პატარა ბავშვით ხელში, გზას მიუყვებოდა, როცა გვერდზე მდგომი ტრაქტირიდან ხმა მოესმა: «შემოდი და აიღე ყველაფერი რაც მოგესურვება, მაგრამ არ დაგავიწყდეს


„არ მოვადუნოთ ჩვენი ცნობიერება და გავაღვიძოთ შთაგონება“

„შთაგონება — ეს არის შემოქმედებითი ძალა, ხოლო შემოქმედებითი ძალა — თითოეული ცნობიერის უპირატესობა და პრივილეგიაა. პირადი ძალისხმევა, რომელიც შთაგონებითა და


დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც ჩვენ ვისწავლით — ოცნებას!

შინაგანი მენტალურ-ემოციონალური არხების გასუფთავებამდე, ოცნებას არ აქვს ძალა… სწორედ მაგიტომ არის ეს ნაბიჯი მესამე და არა პირველი [ბევრი ტრენერის მიერ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*