თუ გინდა ჭეშმარიტი ბედნიერება მოიპოვო, არ იფიქრო და არ მოინდომო სხვის ჯიბრზე და ჯინაზე | Jolo.ge


თუ გინდა ჭეშმარიტი ბედნიერება მოიპოვო, არ იფიქრო და არ მოინდომო სხვის ჯიბრზე და ჯინაზე

თუ გინდა ჭეშმარიტი ბედნიერება მოიპოვო, არ იფიქრო და არ მოინდომო სხვის ჯიბრზე და ჯინაზე

ხშირად ადამიანები მოტივირებული არიან წარმატება მოიპოვონ მხოლოდ სხვის ჯიბრზე და ჯინაზე.

ფულს ხარჯავენ, წვალობენ, ეწამებიან და იტანჯებიან, რათა წარმოჩინდნენ და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ბედნიერები და წარმატებულები არიან.

როცა ადამიანი სიყვარულით, სიკეთით, სხვისი სიხარულით და გაბედნიერებით არის მოტივირებული, ის ნამდვილ წარმატებას აღწევს, მისი ჯერათ, ენდობიან და ბევრ ადამიანს უყვარს.

ის ბიზნესსაც კარგად აწყობს და პერსპექტივაც დიდი აქვს.

მიმბაძველობა და იდეების ქურდობა ფეიერვეკს გავს, ლამაზია და გაქრება.

თუ ბევრი უმადური ადამიანი გყავს, ბევრი სიკეთე გააკეთე და ვერ დაინახეს, გგონია ყველას შენი შურს, ყველა შენი მტერია, ყველა შენს გამოყენებას ცდილობს, მაშინ შენ ძალიან დიდი ფსიქიკური პრობლემა გაქვს.

დაინდე საკუთარი თავი, ჩაუღრმავდი პრობლემებს და გაერკვიე, იპოვე შენ თავში მიზეზი, რატომ იტანჯები გამუდმებით, რატომ ვერ ხედავენ შენს სიკეთეს, რატომ შურთ, რატომ გატყუებენ და გებრძვიან, რატომ გღალატობენ.

რთულია ობიექტური და კრიტიკული იყო საკუთარი თავისადმი.

რთულია შეაფასო შენი ყველა ქმედება, დაინახო და აღიარო საკუთარი შეცდომები.

ურთულესია ჩაიხედო საკუთარ სულში, მაგრამ უნდა მოახერხო და დაძლიო ეს პრობლემა.

თუ გინდა ჭეშმარიტი ბედნიერება მოიპოვო, საფუძვლიანად წარმატებული გახდე, არ იფიქრო და არ მოინდომო სხვის ჯიბრზე და ჯინაზე სიცოცხლე, ცხოვრება, სიმდიდრე, წარმატება და ბედნიერება, თორემ, მუდმივად დამარცხებული იქნები და ფუჭად ჩაივლის შენი პატარ-პატარა წარმატებები.

გიყვარდეს სიცოცხე და გახსოვდეს გარდაცვალება.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(273)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ცხოვრება სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მინდა, რომ ერთი შთამაგონებელი ამბავი მოგიყვეთ და საკუთარი მაგალითით მოტივაცია მოგცეთ, შთაგაგონოთ, რომ უფრო თამამად იოცნებოთ, გჯეროდეთ


3%-ის წესი — შენი წარმატებისთვის

ჩემი და ბევრი ჩემი ნაცნობის მაღალანაზღაურებადი სპეციალისტის ცხოვრება შეუცვლია ერთ რომელიმე სემინარზე თუ კურსზე დასწრებას.  მუდმივი სწავლის ერთ-ერთი გზა ტრეინინგზე


როგორ არ უნდა მოექცეს ხელმძღვანელი თანამშრომლებს

დღევანდელ სტატიაში მინდა გიამბოთ ერთი საიტერესო ამბავის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობარს თავის სამსახურში გადახდა თავს. სათქმელად შედარებით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*