3 პირობა თავდაჯერებული ბავშვის აღსაზრდელად | Jolo.ge


3 პირობა თავდაჯერებული ბავშვის აღსაზრდელად

3 პირობა თავდაჯერებული ბავშვის აღსაზრდელად

წარმატება ცხოვრებაში, კარიერაში, ოჯახში, სამეგობროში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თავდაჯერებული ხართ. სწორედ ეს გახლავთ წარმატების მთავარი ფუნდამენტი. თავდაჯერებულობა კი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის აღზრდაზე. თუ გსურთ აღზარდოთ თქვენი შვილი თავდაჯერებულ ადამიანად, გაითვალისწინეთ რჩევები:

 

ასწავლეთ, როგორ იფიქროს დამოუკიდებლად — თუ თქვენს ბავშვს ყოველთვის მიუთითებთ რა, როდის და როგორ გააკეთოს, ის მიეჩვევა ამას და საკუთარი ინტუიციით ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ მიეცით დამოუკიდებლობა, რათა თავად მოიფიქროს და გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს.

 

უამბეთ მათი ფესვების შესახებ — ადამიანისთვის ძალიან მნიშველოვანია ინფორმაცია მათი წინაპრების შესახებ, განსაკუთრებით თუ ისინი წარმატებული ადამიანები იყვნენ გარკვეულ სფეროში. თუ თქვენ შვილს წინაპრების სიყვარულს ჩაუნერგავთ ამით მას თავდაჯერებულს გახდით.

 

ასწავლეთ კარგი ჟესტები — ვერბალური კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ცხოვრებაში, ჟესტები ადამიანზე ბევრ რამეს ამბობენ. ადამიანი, რომელიც ნელა და ზარმაცად მოძრაობს საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის. მხრებგამართული პიროვნება, რომელიც თვალებით კონტაქტს არ ერიდება სწორედ ისაა, ვინც ყველაზე დიდ ეფექტს ახდენს.

ნანახია:(1066)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
თავდაჯერებულობა

Related Articles

«ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია»

მეგობარს ვესაუბრებოდი და დავფიქრდი, რა მაგალითს ვიძლევი და რას ვავრცელებ, როდესაც ვთანხმდები და ვაიარებ ლოზუნგს #ამცხოვრებისდედაც რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს


ამ გზით გაცილებით ახლო კავშირი დამყარდება შვილებსა და მშობლებს შორის

🌈👩‍👩‍👧‍👦«შვილებთან, როდესაც ვატარებთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულით როგორ განცდებს გადავცემთ მათ. ☀️შესაძლებელია თბილი სიტყვებით ველაპარაკებოდეთ,მაგრამ გულში სევდას,უიმედობას და აუხდენელი


„ბავშვი როდესაც ჭირვეულობს მას მოფერება და თანდათან დაწყნარება სჭირდება“ …

ამბობენ -,,ბავშვი მშობლის სარკეაო»… სარკის რა მოგახსენოთ მაგრამ, ერთს კი მივხვდი: ბავშვი როდესაც ჭირვეულობს მას მოფერება და თანდათან დაწყნარება სჭირდება.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*