3 ნაბიჯი საღათას ძილიდან გამოსასვლელად | Jolo.ge


3 ნაბიჯი საღათას ძილიდან გამოსასვლელად

3 ნაბიჯი საღათას ძილიდან გამოსასვლელად

საუკეთესო მეთოდი საკუთარი რეალობისა და მსოფლმხედველობის შესაცვლელად — ეს არის ძალიან წარმატებული ადამიანების გარემოცვაში აღმოჩენა და მჭიდრო ურთიერთობა მათთან. სცადე, იურთიერთო ადამიანებთან, რომლებიც შენზე ასჯერ მეტს გამოიმუშავებენ. სცადე, უბრალოდ, თუნდაც რამდენიმე წუთით მოხვდე მათ ველში, მოუსმინე, შეიგრძენი მათი ენერგეტიკა და შენ იგრძნობ, რომ მათ გარშემო ჰაერიც კი დამუხტულია, ისინი ფაქტიურად, ანათებენ… უბრალოდ, სცადე იყო ასეთი ადამიანის გვერდით, ეს ძალიან სასარგებლო და საინტერესოა.

3 ნაბიჯი საღათას ძილიდან გამოსასვლელად:

1. ჩამოწერე ფურცელზე შენი 20-25 მატერიალური სურვილი. დავუშვათ, მე ახლავე გაძლევ საკმაოდ სოლიდურ თანხას, რას იყიდიდი? ტანსაცმელს, ავტომობილს, სახლს… კარგად შეასრულე ეს ნაბიჯი და შეამჩნევ, რომ 20-25 სურვილზე ყველაფერი დასრულდება… ზოგი ამდენსაც ვერ მოიფიქრებს….

მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ადამიანების უმრავლესობა ვერ გამოიმუშავებს სოლიდურ თანხებს იმაშია, რომ მათ არ აქვთ პასუხი მთავარ კითხვაზე: რისთვის უნდა გამოვიმუშაო ამდენი?

2. შემდეგ კი ჩამოწერე სოციუმის მიერ თავს მოხვეული სურვილები. რამდენია საჭირო ამ სურვილების რეალიზებისთვის? სახლი ზღვის პირას, სახლი მთაში, სახლი ქალაქში, ავტომობილი, მოგზაურობა, გართობა, ჩაცმა-დახურვა… მაინც რა თანხა გჭირდება? 5 მილიონი ლარი?

ასევე, მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრებაც, რომ შენ ამ ყველაფრის შეძენა ახლავე გინდა და არა -ცხოვრების მიწურულს.

გამოდის, რომ ახლა შენ უნდა გამოიმუშავებდე მინიმუმ 5000 ლარს თვეში. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ 5000 ლარი თვეში ბევრია… სულაც არა… უბრალოდ, იმიტომ რომ თვეში 5000 ლარი შეადარო შენს ამჟამინდელ ყოველთვიურ შემოსავალს და ჰკითხო საკუთარ თავს: „ამ ტემპით ოდესმე მივაღწევ იმას, რაც ძალიან მინდა?”

3. გადაეჩვიე «მუქთა»-ს სიყვარულს. უარი თქვი ფილმების უფასო, «პირატული» გზით გადმოწერაზე. შეიყვარე სხვის შრომაში ფულის გადახდა [ეს ერთ-ერთი საკვანძო გზაა, რომ შენს შრომაში სხვებმაც ღირსეული ფულის გადახდა დაიწყონ]. კეთილსინდისიერად გადაიხადე ყველა ვალი და გადასახადი. დაიწყე ბიზნესი [თუ დაწყებული გაქვს, მოახდინე მისი მასშტაბირება]. დაიქირავე პროფესიონალი თანამშრომლები. უარი თქვი მშობლებისთვის ფულის გამორთმევაზე. კარგად ჩაიცვი და წადი საუკეთესო რესტორანში. მოკლედ, გაზარდე სტანდარტი და დაიწყე საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების მაქსიმუმზე ცხოვრება.

როდესაც შეწყვეტ საკუთარი ცხოვრების „კაპიკებად“ დახურდავებას, ეტაპობრივად გაზრდი პასუხისმგებლობას და დაიწყებ საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების მაქსიმუმზე ცხოვრებას, შენ ავტომატურად დაიწყებ სერიოზული საქმეების კეთებას და დაფიქრდები დიდებულ ცხოვრებაზე.

100% პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამდე, ყველაფერი უსუსური არსებობაა, სადაც მუდამ ვიღაც სხვა არის დამნაშავე, შენ კი მართალი… მაგრამ საწყალი.

P.S. თუ მოგეწონა პოსტი და გსურს, მიიღო ბევრად უფრო ვრცელი და სასარგებლო პოსტი-ინსტრუქცია მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, გაგვიზიარე კომენტარებში საკუთარი აზრი… და საერთოდ, იყავი აქტიური… ნუ დაემსგავსები იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად „ჩირგვში“ სხედან და იქიდან, ეჭვის შარფმოსხმულები, ანტაგონისტური მზერითა და სარკასტული ღიმილით, პასიურად შთანთქამენ მუქთა კონტენტს.

გიორგი თვალაძე

 

ნანახია:(199)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გიორგი თვალაძე

Related Articles

„სიტყვები ბორკილები“

იქიდან გამომდინარე რომ თემა,  დამანგრეველი სიტყვები საინტერესო აღმოჩნდა მკითხველისთვის ვაგრძელებ ციკლს. ახლა, თქვენ უკვე ხვდებით დამანგრეველი სიტყვების  მნიშვნელობას. ანუ უკვე იცით, რომ


როგორ წავიკითხოთ წიგნები, თუ ამისათვის საკმარისი დრო არ გვაქვს

ხშირად, დროის უქონლობის გამო, საყვარელი საქმის გვერდზე გადადება გვიწევს ხოლმე. ეს პრობლემა წიგნის კითხვის მოყვარულებისთვის ნაცნობია. რა თქმა უნდა, ყველა


«ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე“ …

«ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*