3 მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოთ სანამ ახალგაზრდა ხართ! | Jolo.ge


3 მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოთ სანამ ახალგაზრდა ხართ!

3 მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოთ სანამ ახალგაზრდა ხართ!

ფსიქოლოგი ჯეფრი ჯენსენ არნეტი თავის ნაშრომში 3 ძირითად და უმთავრეს მიზანს გამოყოფს, რომელიც ადამიანმა ახალგაზრდობაში უნდა მოიპოვოს.

ესენია:

1. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება

ეს ნიშნავს მიიღოთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, თუმცა გაცნობიერებულად. თუ რამე შეგეშლებათ, სხვის დადანაშაულებას არ დაიწყებთ და თვითონვე შეეცდებით გამოსწორებას – ამბობს ჯეფრი.

2. მიიღეთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად

ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დამოუკიდებლობის მოპოვება. ხშირად, უჭირთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორებიცაა მაგალითად:

რომელი პროფესია ავირჩიო?

რომელი სამსახური?

სად ვიცხოვრო? ვისთან ერთად?

გაურკვევლობა: მინდა თუ არა პირადი ურთიერთობა? და სხვები…

“პირველ რიგში, ეცადეთ გაიგოთ ვინ ხართ და როგორ უნდა გამოიყენოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები ამ სამყაროში და შემდეგ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას”. როგორც ჯეფრი ამბობს, არავინაა ბოლომდე ინდივიდუალური, მთავარია ძიება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი მოთმინებაა. ახალგაზრდები ხშირად ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიან საკუთარი თავის მხრიდან, რასაც მშობლებიც ზედ ერთვიან და ბოლოს სრულიად გაურკვევლობაში ვარდებიან.

“თითქმის ყველაფრის გარკვევა შეგიძლიათ 30 წლამდე, -აცხადებს ჯეფრი- როდესაც მიუახლოვდებით 30-ს შეგეძლებათ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და საკუთარი ადგილის პოვნაც არ გაგიჭირდებათ. ეს უფრო იმითაა გამოწვეული, რომ 30 წლის ასაკში ადამიანებს სტაბილურობის მოთხოვნილება უჩნდებათ.”

3. ფინანსური დამოუკიდებლობა

მესამე ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ახალგაზრდებისთვის ფინანსები. “ფინანსური პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული საზოგადოებისთვის. ჩვენ, ამერიკელები ვუნერგავთ ბავშვებს დამოუკიდებლობას და იმედიანად ვართ, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობებით თავიანთი თავის რჩენას.”

ამერიკული სტატისტიკის მიხედვით, 18-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანების 39%, გასულ წელს მშობლებთან ცხოვრობდა, თუ შევადარებთ, იტალიის 2015 წლის მონაცემებს 18-19 წლის ასაკის ადამიანთა 60% ცხოვრობდა მშობლებთან, ხოლო 2013 წლის სინგაპურის მონაცემებით – 97%, ტრადიციული შეხედულებებისა და მაღალი გადასახადების გამო.

როგორც არნეტი ამბობს, ახალი ცხოვრების გზა მოზარდმა გათვიცნობიერებულად უნდა დაიწყოს და მათი მთავარი გასაღები ისევ მოთმინება უნდა იყოს. ერთმანეთზე დამოკიდებულება, ეს არის ის, რასაც ოჯახი ყოველთვის აკეთებს და გააკეთებს, თუმცა ინდივიდუალობა და დამოუკიდებლობა აუცილებელია პიროვნების განვითარებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

წყარო:  http://wom.ge/      

ნანახია:(664)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფიქრობთ რომ ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება ძნელია? — ტანტრა ქალებისთვის

აღმოაჩინეთ თქვენი ქალური სიძლიერე და გაიუმჯობესეთ მამაკაცებთან ურთიერთობა — ამაში ლატვიიდან მოწვეული ტრენერი პრემ სარანი დაგეხმარებათ. ის ჩაატარებს ტრენინგს, რომელზეც ენერგეტიკული


პასუხი ერთია — შეცვალე გარემო!

მოცემულ მომენტში თუ რამე არ მოგვწონს ჩვენს ცხოვრებაში და გვინდა შევცვალოთ, აუცილებელია დავისახოთ მიზნები და ჩავრთოთ პროგრამა „მაქსიმუმი“, მაგრამ რთულია მიაღწიო მიზანს,


«ღირებულება ღირებულია მაშინ, როცა მას აფასებენ»

ეს ბრაიან დაისონის მიმართვა გახლავთ, რომლითაც ის ჯორჯიის შტატის ტექნიკური ინსტიტუტის წინაშე 1991 წელს წარსდგა და ამ გამოსვლით აღიარება მოიპოვა.


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort