24 მომავალი მწერალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან

by admin | Январь 11, 2016 20:43

კავკასიურ სახლში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დამწყები პროზაიკოსების კონკურსის „ჩვენი თავგადასავალის“ ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში 24 ნიჭიერი ახალგაზრდის მოთხრობებია შესული.

 

ღონისძიებას, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმართა და ლიტერატორებს შორის იყვნენ ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და ცენტრის უფროსის მოადგილე ზურაბ ცოფურაშვილი, ასევე ელექტრონული წიგნების სახლის „საბას“ დირექტორი ირინა ჯავახაძე.


კონკურსის კონსულტანტებმა — გიორგი ლობჟანიძემ, ანა კორძაია-სამადაშვილმა და ირაკლი ჯავახაძემ კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

 

გიორგი ლობჟანიძე, პოეტი და მთარგმნელი: „წელს მეორედ ვიყავი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ კონკურსის „ჩვენი თავგადასავალი“ — ჟიურის წევრი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ არაჩვეულებრივი ყმაწვილების გაცნობამ დიდი ბედნიერება და სიხარული მომიტანა.

კონკურსი თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ერთგვარი სამომავლო ძალების დათვალიერება და ამ ძალების მობილიზება…

კარგი თაობა მოდის და მჯერა, რასაც ეს ადამიანები ხვალ დაწერენ, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავგადასავალი იქნება!“.

ანა კორძაია-სამადაშვილი, მწერალი: „შესანიშნავი თავგადასავალი იყო. შესანიშნავი ამბები წავიკითხეთ და ვფიქრობ, ამ პატარა წიგნის მკითხველიც ამ აზრისა იქნება. ყოველ ავტორს დიდ მადლობას მოვახსენებ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც შევხვდები და ჩვენი თავგადასავალი ისევე კარგად გაგრძელდება, როგორც დაიწყო.“ 

ირაკლი ჯავახაძე, „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორი და მწერალი: „24 ლიტერატურით დაინტერესებული მოზარდი. 24 წერას მოწყურებული ახალგაზრდა. ბუნებრივია, ოცდაოთხივეს ნამუშევარი თანაბარი ვერაა, თუმცა რამდენიმე მათგანი ყურადღებას იპყრობს. რამდენიმეც, რომ შერჩეს ლიტერატურას და არჩეული გზა განაგრძოს, ესეც საქმეა. მთავარია წამოწყება, რასაც ცენტრი უდგას სათავეში.“


ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ სამი რჩეული კონკურსანტის: ქეთი მათითაიშვილის, თემურ ზოიძისა და თამთა გვენცაძის მოთხრობების კრებულს გამოსცემს.


ლიტერატურული კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისთვის უკვე ორი წელია ცენტრის ორგანიზებით იმართება, სადაც თავს იყრის 24 ნიჭიერი მომავალი მწერალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.


კონკურსს ჰყავს მუდმივი პარტნიორები „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და „ლიტერატურული გაზეთი“. ღონისძიება ყოველთვის სხვადასხვა რეგიონში იმართება (2014 წელს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, 2015 წელს — ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში).


მომავალ მწერალთა ნაწარმოებებს სამკაციანი ჟიური აფასებს. ოცდაოთხივე მოზარდი (14-18 წელი) ერთ დღეში წერს მოთხრობას იმ დავალების მიხედვით, რომელსაც ჟიური ადგილზე აცხადებს. საბოლოოდ, მათი პოპულარიზაციის მიზნით, ეს ნაწარმოებები ერთ წიგნად იკინძება და საქართველოს ყველა ბიბლიოთეკას საჩუქრად ეგზავნება.


კონკურსი ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონის მოზარდების დამეგობრებას, მათთვის არაფორმალური განათლების მიღებას (ჟიურის წევრების კონსულტაციები), სხვადასხვა სახის ექსკურსიას (მწერლების სახლ-მუზეუმის დათვალიერებას, გამართვის ადგილის მახლობლად რომელიმე ისტორიული ძეგლის მონახულებას). 


2015 წელს კონკურსის პარტნიორები იყვნენ: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, „კავკასიური სახლი“, „ლიტერატურული გაზეთი“.


კავკასიურ სახლში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დამწყები პროზაიკოსების კონკურსის „ჩვენი თავგადასავალის“ ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა. საღამოს ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ცენტრის უფროსის მოადგილე ზურაბ ცოფურაშვილი, ელოქტრონული წიგნების სახლის „საბას“ დირექტორი ირინა ჯავახაძე, მოწვეული სტუმრები და ლიტერატორები დაესწრნენ. კონკურსის კონსულტანტებმა — გიორგი ლობჟანიძემ, ანა კორძაია-სამადაშვილმა და ირაკლი ჯავახაძემ კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე — „წელს მეორედ ვიყავი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ კონკურსის — „ჩვენი თავგადასავალი“ — ჟიურის წევრი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ არაჩვეულებრივი ყმაწვილების გაცნობამ დიდი ბედნიერება და სიხარული მომიტანა. კონკურსი თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ერთგვარი სამომავლო ძალების დათვალიერება და ამ ძალების მობილიზება… კარგი თაობა მოდის და მჯერა, რასაც ეს ადამიანები ხვალ დაწერენ, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავგადასავალი იქნება!“. მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი — „შესანიშნავი თავგადასავალი იყო. შესანიშნავი ამბები წავიკითხეთ და ვფიქრობ, ამ პატარა წიგნის მკითხველიც ამ აზრისა იქნება. ყოველ ავტორს დიდ მადლობას მოვახსენებ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც შევხვდები და ჩვენი თავგადასავალი ისევე კარგად გაგრძელდება, როგორც დაიწყო.“ „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორი და მწერალი ირაკლი ჯავახაძე -„24 ლიტერატურით დაინტერესებული მოზარდი. 24 წერას მოწყურებული ახალგაზრდა. ბუნებრივია, 24-ივეს ნამუშევარი თანაბარი ვერაა, თუმცა რამდენიმე მათგანი ყურადღებას იპყრობს. რამდენიმეც, რომ შერჩეს ლიტერატურას და არჩეული გზა განაგრძოს, ესეც საქმეა. მთავარია წამოწყება, რასაც ცენტრი უდგას სათავეში.“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ სამი რჩეული მონაწილის-ქეთი მათითაიშვილის, თემურ ზოიძისა და თამთა გვენცაძის მოთხრობების კრებულს გამოსცემს. ლიტერატურული კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისთვის უკვე ორი წელია ცენტრის ორგანიზებით იმართება, სადაც თავს იყრის 24 ნიჭიერი მომავალი მწერალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონკურსს ჰყავს მუდმივი პარტნიორები „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ლიტერატურული გაზეთი“. იმართება სხვადასხვა რეგიონში (2014 წელს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, 2015 წელს — ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში). სამკაციანი ჟიური აფასებს შემოსულ ნაწარმოებებს. 24-ივე მოზარდი (14-18 წელი) ერთ დღეში წერს მოთხრობას იმ დავალების მიხედვით, რომელსაც ჟიური ადგილზე აცხადებს. საბოლოოდ, მათი პოპულარიზაციის მიზნით, ეს ნაწარმოებები ერთ წიგნად იკინძება და საქართველოს ყველა ბიბლიოთეკას საჩუქრად ეგზავნება. კონკურსი ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონის მოზარდების დამეგობრებას, მათთვის არაფორმალური განათლების მიღებას (ჟიურის წევრების კონსულტაციები), სხვადასხვა სახის ექსკურსიას (მწერლების სახლ-მუზეუმის დათვალიერებას, გამართვის ადგილის მახლობლად რომელიმე ისტორიული ძეგლის მონახულებას). 2015 წელს კონკურსის პარტნიორები იყვნენ: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, „კავკასიური სახლი“, „ლიტერატურული გაზეთი“.

ნანახია:(17)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/24-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/