21 ინსტრუმენტი, 21 გასაღები, რითაც 2019 წელს უნდა იმოქმედოთ | Jolo.ge


21 ინსტრუმენტი, 21 გასაღები, რითაც 2019 წელს უნდა იმოქმედოთ

21 ინსტრუმენტი, 21 გასაღები, რითაც 2019 წელს უნდა იმოქმედოთ

წარმატების გეგმა 2019“ – სამოტივაციო ტრენინგი, წინასაახალწლო განწყობა და კონვერტებში დალუქული სურვილები, რომელთა გახსნის უფლებაც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გექნებათ.

ტრენინგი, რომელზეც ყველანაირ ინსტრუმენტს მიიღებთ, რომ ახალი წლიდან ახალი ცხოვრება დაიწყოთ. და ეს სავსებით შესაძლებელია, რადგანაც მომავალი წლის დაგეგმვას იმ ცნობილ სპიკერებთან ერთად შეძლებთ, რომლებმაც დღემდე უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალეს უკეთესობისკენ.  

თქვენი ცხოვრების ახალი დღე, რომელიც ფართოდ გაგიხსნით კარს წარმატებულ მომავალში, 22 დეკემბერს დადგება. ამაზე ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი და ასტროლოგი რამაზ გიგაური იზრუნებენ.

 ხათუნა მუზაშვილი:

– საახალწლო ტრენინგი ჩვენი ტრენინგცენტრის ტრადიციაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია, იმართება. ოთხი წლის  წინ, ფაქტობრივად, ეს იყო ექსპერიმენტული პროექტი. ტრენინგის შემდეგ მსმენელებმა თავიანთი სურვილები ფურცლებზე დაწერეს და კონვერტებში ჩააწყვეს. პირობის თანახმად, კონვერტი ერთი წლის შემდეგ უნდა გაეხსნათ და როცა ეს დღე დადგა, აღმოჩნდა, რომ სურვილების 80% რეალიზებული იყო. აქედან დაიწყო ეს სასიამოვნო ტრადიცია.

ტრენინგი ყოველ წელს ახალი წლის წინ ტარდება და, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო დიდ მასშტაბებზე გადის. ყოველ წელს უფრო და უფრო განსხვავებულ მიდგომებს ვთავაზობთ მსმენელს, თემატიკა კი იგივე რჩება – როგორ დავგეგმოთ ერთი წელი ეფექტიანად.

წელს გადავწყვიტეთ, მსმენელთათვის გაერთიანებული ტრენინგი შეგვეთავაზებინა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ასტროლოგიური კუთხით, რათა ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი პასუხი მიიღონ კითხვაზე – როგორ და რა საშუალებებით შეუძლიათ მივიდნენ სასურველ მიზნებამდე? ასტროლოგია და ფსიქოლოგია გვჭირდება ჩვენი მიზნების მარტივად მისაღწევად, მიზნისკენ მიმავალი გზის უკეთ დასანახად…

 რამაზ გიგაური:

– ჩვენს ცნობიერებაში ახალი წელი ერთგვარი ზღვარია დროის ორ პერიოდს შორის, ორ წელს შორის. ეს არის რაღაც გარდამტეხი პერიოდი, ადამიანები სამყაროში უფრო მეტ ენერგიას აგზავნიან… ამიტომაც ყოველი ახალი წლის დადგომისას ვცდილობთ, ძველი პრობლემები მოვიცილოთ და ახალი პერსპექტივები შევქმნათ, ახალი მიზნები დავისახოთ…

როდესაც ქალბატონმა ხათუნა მუზაშვილმა ამ ტრენინგში მონაწილეობა შემომთავაზა, სიხარულით დავთანხმდი. როგორც ხათუნა ამბობს, ეს არის სინერგიის კანონი, ერთიანდება ენერგიები, ეს არის რეზონანსი. ეს ასტროლოგიაში ცნობილი კანონია – არსებობს რეზონანსი და დისონანსი. ეს არის პლანეტებს შორის კავშირი და რაც უფრო დიდი და მასშტაბურია ეს კავშირი, მით უფრო დიდ ენერგიას გვიბრუნებს. ახალ წელსაც ასეა – ხდება ენერგიების მიმოცვლა. ტრენინგზე კი ამ ენერგიის მიმოცვლით ვაღწევთ განახლებას როგორც იმ ადამიანებში, რომლებიც ტრენინგზე მოდიან, ისე მათშიც, რომლებიც ამ ენერგიას  გადასცემენ.

ეს რაც  შეეხება მეტაფიზიკურ მხარეს. ფიზიკურ, მატერიალურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, პირადად მე მომზადებული მაქვს 21-საფეხურიანი პროგრამა, ძალიან საინტერესო და საჭირო 21 გასაღები, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში ცვლილებების წერტილი გახდება… როგორც ახალ წელს გვინდა, რომ რაღაც ახალი დავიწყოთ, რაღაც ახალი გავაკეთოთ, ეს დღეც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტრენინგს დაესწრებიან, გახდება შემოტრიალების ერთგვარი წერტილი. მათ ექნებათ 21 ინსტრუმენტი, 21 გასაღები, რითაც 2019 წელს იმოქმედებენ.

ვისაუბრებ, ასევე, 2019 წლის ასტროლოგიურ პროგნოზზე ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის, ოღონდ ეს არ იქნება კლასიკური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ეს იქნება წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერის მიხედვით გამოთვლილი პროგნოზი, რომელსაც ექსკლუზიურად ამ ტრენინგზე გამოვიტან და იქ დამსწრე ადამიანებს ექსკლუზიური უფლება ექნებათ, გაეცნონ და გამოიყენონ ეს ინფორმაცია 2019 წელს.

აქვე, ერთი ექსპერიმენტიც გამახსენდა, რომელიც შეტანილი მაქვს ჩემს წიგნში – „წარმატების 365 გასაღები“. ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაატარეს ექსპერიმენტი. ერთ-ერთმა პროფესორმა სტუდენტებს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა მიზნები და თუ ჰქონდათ, ეწერათ თუ არა ისინი ფურცელზე. გაირკვა, რომ სტუდენტების მხოლოდ 6%-ს ჰქონდა მიზნები, ხოლო ჩაწერით მხოლოდ 3% იწერდა. 10 წლის შემდეგ პროფესორმა გადაამოწმა, რას მიაღწიეს მისმა სტუდენტებმა. აღმოჩნდა, რომ იმ 6%-ს გაცილებით მეტი შედეგი ჰქონდა, ვიდრე დანარჩენ 94-ს, რომელთაც მიზნები საერთოდ არ ჰქონიათ. მაგრამ ის 3%, რომლებიც მიზნებს ფურცელზე აფიქსირებდნენ, დაახლოებით 10-ჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებდნენ, ვიდრე დანარჩენი 97%. საქმე ისაა, რომ, როდესაც მიზნებს ფურცელზე ვწერთ, ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინაა და ნათლად წარმოვიდგენთ, რა გვინდა, მათი მიღწევის ალბათობა მატულობს. თუმცა მოქმედება აუცილებელია.

ერთწლიან ციკლში არის 365 დღე და ამ პერიოდის მანძილზე არ უნდა დაგვავიწყდეს ის სურვილები, რომლებიც ჩავიფიქრეთ და გეგმად გავწერეთ. განა შეიძლება, ყვავილი, რომელიც სახლში გვაქვს, მხოლოდ ახალ წელს მოვრწყათ და ერთი წელი წყალი არ დავუსხათ? რა მოუვა მას? გახმება არა? თუმცა, უმეტესობას რატომღაც ავიწყდება საკუთარი სურვილები, საკუთარი მიზნები, ბევრს საკუთარი თავიც კი არ ახსოვს და ფიქრობს, რომ დანარჩენი ყველა და ყველაფერი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი თავი. ამაზეც ვისაუბრებ საახალწლო ტრენინგზე – საკუთარი თავის სიყვარულზე და ამ ენერგიის ძალაზე, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ძალა ჩვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებისას.

 ხათუნა მუზაშვილი:

– მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევაც: როდესაც  საახალწლო ტრენინგზე ერთ-ერთ მსმენელს ვეპატიჟებოდით, რომელსაც წინა ტრენინგი გავლილი ჰქონდა, მან გვითხრა: მოვალ, რადგან მაინტერესებს, ამჯერად რა მოხდება. წინა ტრენინგზე გაწერილი სურვილებიდან სულ რამდენიმე შემისრულდა, სურვილების 80% არ შემსრულებიაო. როდესაც სამომავლო გეგმა ჩამოყალიბებული გვაქვს და ფურცელზეც გადატანილი, საქმის ნახევარია გაკეთებული, მაგრამ ნახევარი ჯერ კიდევ არ ნიშნავს მთლიანს. მოქმედებაც აუცილებელია.

მახსოვს, ეს იყო ძალიან საინტერესო გამოწვევა, რადგან იმ წელს ტრენინგი სწორედ ამაზე ავაგე  – რატომ იჭედება საახალწლო სურვილები და, ზოგადად, ჩვენი მიზნები…

წელს ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რატომ შეიძლება არ გვაწყობდეს საკუთარი წარმატება, მაშინ როცა გვინდა, ვიყოთ წარმატებულები. ვისაუბრებ იმ სიღრმისეულ მიზეზებზე, რომლებიც ბავშვობიდან მოდის. მინდა შევეხო ჩვენი და ჩვენი მშობლების დამოკიდებულებას, იმდენად, რამდენადაც ეს მნიშვნელოვანია და კავშირშია ჩვენს წარმატებასთან. ასევე, მინდა, მსმენელებს გარკვეული მოსამზადებელი პერიოდიც მივცე, სანამ ისინი თავიანთი მიზნების რეალიზებაზე გადავლენ. ტრენინგზე ხომ ისეთი ადამიანებიც იქნებიან, რომლებიც 22 დეკემბერს პირველად ჩამოწერენ მიზნებს ფურცლებზე, იმათგან განსხვავებით, ვისაც უკვე რამდენჯერმე დაუწერიათ მიზნები და ეს მათი ცხოვრების წესია. ასე რომ, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ორივე კატეგორიისთვის საინტერესო იქნება.

ხანდახან, სანამ სამოქმედო გეგმაზე გადავალთ, უმჯობესია, ჯერ საკუთარ თავში დავრწმუნდეთ, რწმენა განვიმტკიცოთ და იმ თვისებებით აღვიჭურვოთ, რომლებიც მიზნებისკენ მიმავალ გზაზე გამოგვადგება.

ამიტომ ოდნავ განსხვავებული მიდგომა მინდა შევთავაზო მსმენელს, ერთგვარი მოსამზადებელი კურსი, რომელსაც ისინი სახლში გაივლიან, სანამ მიზნებისა და სურვილების შესრულებაზე გადავლენ. იქნება ბევრი ახალი ინსტრუმენტი.

უცვლელი რჩება რამდენიმე რამ… აუცილებლად დავწერთ სურვილებს, ისევ ჩავდებთ კონვერტში და როგორც ბავშვობაში ველოდებოდით ხოლმე თოვლის ბაბუას მოტანილ საჩუქარს, ისე დაველოდებით ერთი წლის გასვლას, რათა ვნახოთ, რა მოახერხა ჩვენმა შინაგანმა თოვლის ბაბუამ, ჩვენმა შინაგანმა ჯინმა და რა აგვისრულა ერთი წლის განმავლობაში.

რამაზ გიგაური:

– სიმბოლურია ისიც, რომ ტრენინგისთვის 22 დეკემბერი შეირჩა.

ახალი წელი – პირველი იანვარი თხის რქის ზოდიაქოს უკავშირდება. არსებობს ოთხი კარდინალური ნიშანი, როდესაც მზის  წრიული მოძრაობის დროს „ოთხი  შემოტრიალება“ ხდება, ეს ოთხი გარდამტეხი წერტილია.

გაზაფხულის ბუნიობა, შემოდგომის ბუნიობა, ზაფხულისა და ზამთრის ზებუდობები. ჩვენს შემთხვევაში კარდინალური ნიშანია თხის რქა, რომელიც 21-22 დეკემბერს იწყება და ამ პერიოდს ემთხვევა დღის გადიდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია.

მეტაფიზიკურად და ასტროლოგიურად ამ დროს მზე სამი დღის განმავლობაში ერთ გრადუსში დგას, 22-დან 25-მდე მზე თითქოს ერთ წერტილშია გაყინული და მერე დღე ძალიან ნელა იწყებს გაზრდას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჯადოსნური დღე, მთელ  წლიურ ციკლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როდესაც სამყარო რაღაც პერიოდში გაირინდება, თითქოს გაჩერდება და მერე იწყებს გაცოცხლებას. ამ დროიდან დღე ერთი წამით მოიმატებს და სწორედ ამ დღეს როგორც ქალბატონი ხათუნას, ისე ჩემ მიერ მიწოდებული ინსტრუმენტებით ადამიანები შეცვლიან საკუთარ ცნობიერებას – მათი დღე დაიწყებს გაზრდას…

რა არის სიბნელე? რეალურად სიბნელე ხომ სინათლის ნაკლებობაა, სხვა არაფერი. თუ გვინდა, რომ სიბნელე გავაქროთ, სინათლეს უნდა ავუწიოთ; თუ გვინდა, რომ სიძულვილი გავაქროთ, სიყვარულს უნდა მოვუმატოთ; თუ გვინდა, რომ სიღარიბე გავაქროთ, სიმდიდრე უნდა გავზარდოთ. უნდა შევიყვაროთ ყველაფერი ის, რაც გვინდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამრავლდეს.

აქვე გიამბობთ ამერიკაში ჩატარებულ კიდევ ერთ ექსპერიმენტზე. ფსიქოლოგები და სოციოლოგები ურეკავდნენ წარმატებულ ადამიანებს და ეკითხებოდნენ – რაზე ფიქრობდნენ იმ წუთში? აღმოჩნდა, რომ წარმატებულ ადამიანთა ფიქრი მიმართული იყო მიზნების მიღწევაზე, გამარჯვების სტრატეგიაზე და ასე შემდეგ.

ადამიანები ხშირად ფიქრობენ იმაზე, რა არ უნდათ, მაგრამ ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რა უნდათ. საახალწლოდ კი პირიქით ხდება – მათ აქვთ სურვილები. ხარჯავენ ფულს, ყიდულობენ საკვებს, საჩუქრებს, რომ რაღაც შეიცვალოს მომავალ წელს. პოზიტიურ ენერგიას ავლენენ. ამ პოზიტიური ენერგიის გადაცემით და საკუთარი მიზნებისა და სურვილების დაფიქსირებით, ადამიანები სამყაროში უშვებენ ენერგიას, რომელიც მათ ამ მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამიტომაც იქცა ტრადიციად, რომ ახალ წელს უნდა ჩავიფიქროთ სურვილები და ისინი აგვისრულდება. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი წერტილი და ეს ასეა იმიტომ, რომ ჩვენ მივანიჭეთ მას ეს ძალა.

ფსიქოლოგია და ასრტოლოგია თქვენი წარმატების სამსახურში 🙂

ტრენინგიდან თქვენ წაიღებთ:
.მომავალი წლის წარმატებების გეგმის ეფექტინად შედგენის განსხვავებულ ხერხებს;
.მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელ მოტივაციას;
.წარმატებაზე ზეგავლენის მომხდენი ფაქტორების გააზრებას;
.წლის ასტროლოგიურ პროგნოზს;
.წარმატების ახალ ინსტრუმენტებს.

22 დეკემბერი / 17:00 საათი / წერეთლის 116 ( დიდუბე პლაზას საკონფერენციო დარბაზი).
ტრენინგზე დასასწრები ბილეთების შეძენა წარმოებს წინასწარ.

16 დეკემბრამდე საფასური 50 ლარი.
16 დეკემბრიდან საფასური 90 ლარი.
დარეგისტრირდით და ჩვენ დაგირეკავთ

https://docs.google.com/…/1FAIpQLSeXr7qnQeaAPMrkGK…/viewform

ავტორი: დეა თავბერიძე

 

 

 

ნანახია:(6167)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ნუ გჯერათ … მოდით და ნახეთ თავად“ — ხათუნა მუზაშვილის „პირველი გამაჯანსაღებელი“

…და თქვენ გგონიათ გამაჯანსაღებელ კურსზე ჯანმრთელობაზე უნდა ვისაუბროთ ??? :))))))) ძალიან ცდებით, თუ ასე ფიქრობთ….. რადგან…. ჩვენ არ ვართ არც კლინიკა


ჰოლოტროპული სუნთქვა — „შინაგანი მკურნალი“

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა? როგორ მუშაობს? როგორია პროცესი და რა პრობლემებს აგვარებს? სწორედ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, გუშინ, 144 Stairs Cafe


გადადით ცხოვრების ახალ, წარმატებულ ეტაპზე

ცხოვრება — ეს დაუსრულებელი განმეორებების ციკლია! იმას რასაც ვერ ვხვდებით პირველად, შეგვემთხვევა ისევ და ისევ. მეორედ, მესამედ… შემთხვევები უფრო და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*