Jolo.ge | Апрель 2016 - Страница 2 из 14 - Jolo.ge


თეონა დოლენჯაშვილი, დრამატული მწერალი დამალული სენტიმენტებით 0

თეონა დოლენჯაშვილი ჩემი საყვარელი მწერალია. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაც ავირჩიე ის ჩემს რესპონდენტად. დანარჩენ მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებთ. პროფესიით კინორეჟისორი და ჟურნალისტია. ლიტერატურულ ასპარეზზე 2004 წლიდან გამოვიდა. არის რამდენიმე ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი. მის ანგარიშზეა ორი რომანი და

Read More

ახალგაზრდა ბალერინების საერთაშორისო წარმატება 0

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის, საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები  თბილისში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მათ წარმატება მოიპოვეს რიგაში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე. ახალგაზრდა ბალერინამ სალომე ლევერაშვილმა გრანპრი და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ესმერალდას ვარიაცია წარმოადგინა ბალეტიდან «ესმერალდა». საბალეტო ვარიაციის თანამედროვე ცეკვის ნომინაციაში კი მეორე ადგილზე

Read More

ეკა ხოფერია დახმარებას ითხოვს 0

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში “Maroon 5”-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენაში დახმარებას ითხოვს. „მეგობრებო, დამეხმარეთ. Maroon 5-ზე ასლარიანი 1 ცალი ბილეთი გთხოვთ)))“ — წერს ეკა. კონცერტის ბილეთები დილის 9 საათიდან იყიდებოდა. ამ დროისთვის მხოლოდ 40 ლარიანი ბილეთების ყიდვაა შესაძლებელი.  

Read More

ფრაზები, რომლებიც შექსპირმა გვაჩუქა 0

უილიამ შექსპირი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენიაა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან საუკუნეების გასვლის შემდეგაც უამრავ რამეს გვაძლევს. მან ინგლისურ ლექსიკას ბევრი ფრაზა აჩუქა, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღემდე ფართო გამოყენებაში არიან. სხვათა შორის, ეს ფრაზები მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

Read More

სალომე ჯაშის ფილმი ნიონის კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა 0

სალომე ჯაშის ფილმმა «დაისის მიზიდულობა», რომელიც შვეიცარიაში 15-23 აპრილს ჩატარდა, ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე Visions Du Reel საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი, რომელმაც მთავარი ჯილდო (The Main Prize of Regard Neuf section) აიღო. «დაისის მიზიდულობა» საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. იგი რეგიონული სატელევიზიო

Read More

10 რჩევა ლუიზა ჰეისგან — როგორ შეიყვარო თავი 0

ლუიზა ჰეი – ამერიკელი სამოტივაციო სპიკერი და  30-მდე წიგნის ავტორია- პოპულარულ ფსიქოლოგიაში. მისი ერთ-ერთი წიგნი “You Can Heal Your Life”  გამოიცა 1984 წელს. ის, გახდა ბესტსელერი და 2014 წლის მონაცემებით, 50 000 000 ეგზემპლიარი გაიყიდა. მინდა შემოგთავაზოთ მისი 10 რჩევა –

Read More

უილიამ შექსპირის «სამოცდამეექვსე სონეტის» წარდგინება 0

ოცდასამი აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2016 წლის ოცდასამ აპრილს უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გუშინ, ახალი მზიურის ამფითეატრში გაიმართა «ინტელექტის» მიერ გამოცემული წიგნის_უილიამ შექსპირის «სამოცდამეექვსე სონეტის»(ერთი შედევრის თერთმეტი ქართული

Read More

„რომ მეგონა ამხელა კაცი რამ უნდა მატიროს თქო…“ — აკაკი სინჯიკაშვილი 0

„რომ მეგონა ამხელა კაცი რამ უნდა მატიროსთქო აჰა“ — ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.  „არაფერი არ გააჩნიათ და ბავშვმა წიგნები მთხოვა, საჭმელის თხოვნა მოერიდა. 10 წლის არის და ხვალ სესხის აღება რომ დამჭირდეს მაინც მივალ ამათთან, ნახეთ რა ბავშვია, ვენაცვალე ამას… რაც შეიძლება მეტი

Read More

ტრადიციული წლისთავის ნაცვლად გურამ წიბახაშვილის ფოტო გამოფენა 0

„უცნაური მეხსიერება ჰქონდა, მისთვის რთული იყო რაღაცების დამახსოვრება, მაგრამ კარგად იმახსოვრებდა ადამიანის დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების თარიღებს და ყოველთვის წინასწარ გვახსენებდა თუ ვისი დაბადების დღე ახლოვდებოდა… დაუნის სინდრომი ჰქონდა… შარშან გარდაიცვალა აპრილში, ორმოცდაცამეტი წლის“ — იხსენებს დას ცნობილი ხელოვანი გურამ წიბახაშვილი.

Read More

„ნამდვილი ადამიანები“ — დათო ტურაშვილი 0

«უუუხ როგორ მიყვარს უბრალო და ნამდვილი ადამიანები… უბრალოები და ნამდვილები ურთიერთობაში, უბრალოები და ნამდვილები ყველაფერში… ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ სულელური შთაბეჭდილების დატოვების, არ ეშინიათ შტერობის თქმის და შემდეგ საკუთარი თავის დაცინვის… ასეთი ადამიანების გვერდით ვიხსნებით და ვთავისუფლდებით, იმიტომ რომ ქვეცნობიერად

Read More

„არასოდეს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა» 0

როცა გეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, როცა ისე გიმძიმს, გგონია, რომ შემდეგ წუთს უკვე ვეღარ აიტან, არ დანებდე! რადგან ეს სწორედ ის დრო და ის ადგილია, საიდანაც კურსი უნდა აიღო! მწუხარება სიხარულისთვის გამზადებს. ის მხეცურად გამოგვის ხოლმე სახლიდან

Read More

მეეზოვე მსოფლიო ულამაზეს ქალების სიაში მოხვდა 0

მუნირა მირზოევა ჩვეულებრივი გოგონაა დუშანბედან, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი გოგონების სიაში მოხვდა. მისი ფოტო, რომელზეც ის სამუშაო ფორმაში გამოწყობილია, საიტმა The Atlas of Beauty-მ გამოაქვეყნა – ამ საიტზე მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონების ფოტოები ხვდება. მისი შემქმნელი მიხაელა ნოროკი მთელ მსოფლიოს უვლის და

Read More

მაგნო შავდია, ცხელი ლატე, უგემრიელესი ტერამისუ და უხვი პოზიტივი … 0

ასე იწვევს სამხიარულოდ, სიცილის ჯადოქარი სიხალისეს გადაჩვეულ თბილისელებს. საქართველოს რამდენიმე დღის წინ ეწვია და თავისი პოზიტივი ქალაქს უკვე დაატყო. ჯერ განცხადებას სოციალურ ქსელში ანთავსებს, მერე ფბ. მეგობრებს რომელიმე კაფეში უყრის თავს და ცხელ ლატესა და უგემრიელეს ტერამისუსთან ერთად უხვი პოზიტივით

Read More

„ის, რომელმაც არ ისროლა“ … 0

გერმანელი ჯარისკაცი იოზეფ შულცი, მეტსახელად «ის, რომელმაც არ ისროლა». 1941 წლის 19 ივლისს, იუგოსლავიის ერთ-ერთი სოფლის «გაწმენდის» შემდეგ, მისმა ოცეულმა მიიღო ბრძანება «დამხვრეტი გუნდის» ფუნქცია შეესრულებინა. უნდა დაეხვრიტათ ოცამდე ადამიანი, რომლებიც პარტიზანულ მოძრაობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. იოზეფ შულცმა დახვრეტაში მონაწილეობაზე უარი

Read More