2016 წლის ოქტომბრის სექს-ჰოროსკოპი | Jolo.ge


2016 წლის ოქტომბრის სექს-ჰოროსკოპი

2016 წლის ოქტომბრის სექს-ჰოროსკოპი

ვერძი

სიყვარულის მორევში მთლიანად ეშვებით და არ გიყვართ გართულებები, როდესაც თქვენში სურვილი იღვიძებს. კომპლექსები?- არავითარი კომპლექსები! ლიბიდოს აქტიური ძალა და ტემპერამენტი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ და სხვა არაფერზე იფიქროთ.

კურო

შეგრძნებებით ცხოვრობთ და არ გიყვართ აჩქარება, როცა საქმე სიამოვნებას ეხება. სექსუალურობა და გრძნობები თქვენთვის განუყოფელი მცნებებია. ერთგული ქალი ხართ, რომელსაც სურს მთლიანად ფლობდეს პარტნიორს ყოველგვარი პირობების გარეშე. ლოგინში დაუდევრობას ვერ იტანთ, ასე რომ პარტნიორს სიფრთხილე მართებს, რათა შეცდომები არ დაუშვას.

ტყუპი

ინტელექტი და აზარტულობა განაპირობებს თქვენს სექსუალურობას. ლოგინში თქვენ კრეატიული და ცნობისმოყვარე ხართ, გიყვართ ეროტიული თამაშები. ამ შემთხვევაში, საუკეთესო პარტნიორი გახდება ის, ვინც თქვენს დაინტრიგებას, შემდეგ კი გამხიარულებას მოახერხებს.

კირჩხიბი

ინტიმურ საკითხებში ფრთხილი და მგრძნობიარე ხართ. საბოლოოდ რომ გაიხსნათ და სასურველ ქალად რომ იგრძნოთ თავი, თქვენთვის აუცილებელია ყურადღება, სინაზე და მოფერება. თქვენი სურვილები და ხასიათი საკმაოდ ცვალებადია, ამიტომ მამაკაცს მართებს მოთმენა და დელიკატურობა, რათა თქვენი ნდობა მოიპოვოს.

ლომი

რომანტიკული ხართ, მაგრამ თქვენთვის სექსუალურობა ყველაფერზე მაღლა დგას. ამ საკითხში თქვენთვის არ არსებობს არავითარი კომპლექსი და ტაბუ. გამუდმებით იპყრობთ მამაკაცების ყურადღებას და საკუთარი სიამოვნებისთვის უკან არაფერზე იხევთ. თქვენი პარტნიორი ისეთივე ქარიზმატული და ბრწყინვალე უნდა იყოს, როგორც თქვენ.

ქალწული

ყველაფერი გენიალური მარტივია. და, თუკი ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა, თქვენ უმალვე იპოვით გამოსავალს, გააანალიზებთ სიტუაციას, საკუთარ სურვილებს და პარტნიორის მოტივებს. განსაკუთრებულ სიამოვნებას მაშინ იღებთ, როცა პარტნიორს ასიამოვნებთ.

სასწორი

რაიმე განსაკუთრებული სექსუალური ფანტაზია არ გაგაჩნიათ, მზად ხართ რაიმე ახალი მოსინჯოთ, მაგრამ ნებისმიერი უწესრიგობა და ძალდატანება უმალვე გაგაცივებთ. საკმარისი ტემპერამენტი გაგაჩნიათ, რომელიც გრძნობებისა და სილამაზის ზემოქმედების ქვეშ იხსნება.

მორიელი

თქვენს ტემპერამენტს ვერავინ შეეწინააღმდეგება, დანარჩენი კი, თქვენს ხასიათზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ კარგად იცით რა გსურთ და ურთიერთობა ეროტიკის გარეშე — სათქვენო არ არის.

მშვილდოსანი

თქვენი გრძნობები სპონტანურია, სექსი კი მხოლოდ სასიხარულო ემოციებს იწვევს, არ გახასიათებთ ეჭვები და სიმორცხვე, მოგწონთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. სექსუალური თავგადასავლები არ გაშინებთ: გიყვართ ცხოვრება მოცემულ მომენტში და მაქსიმალური სიამოვნების მიღება.

თხის რქა

ნატურით ისეთი ადამიანი ხართ, რომლისთვისაც მთელი სამყარო არ არის საკმარისი, თუმცა ეროტიკული გემოვნების დემონსტრირება არ გიყვართ. დრო გჭირდებათ, რათა გაიხსნათ და საკუთარ თავს სიამოვნების ნება მისცეთ.

მერწყული

წარმოსახვის შესანიშნავი უნარი გაგაჩნიათ და კარგად ერკვევით სექს-სათამაშოებში. თქვენი სექსუალურობა გახსნილია ნებისმიერი ექსპერიმენტებისთვის, ამასთან მოუთმენელი ხართ და ვერ იტანთ, როცა გეწინააღმდეგებიან.

თევზები

თქვენთვის სექსუალურობა რომანტიკულ თავგადასავლებთან არის კავშირში, ფიზიკური მიზიდულობა კი — ამაღლებულ გრძნობებთან. მშვენივრად იცით სხეულის ენა და მისი მეშვეობით ნამდვილი სიმფონიის შექმნა შეგიძლიათ.

 

წყარო: pomada.ge

ნანახია:(4107)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ჰოროსკოპი

Related Articles

2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის — რამაზ გიგაური

ვერძი ევროპული მეთოდით: წლის პირველ კვარტალი სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ, რომლებიც უპირველეს ყოვლისა დაუკავშირდება თქვენს პირად ცხოვრებას, თუმცა ეს სასიკეთოდ აისახება


აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთავარი მოვლენა: ყურადღებას ითხოვს 5 აპრილის ახალმთვარეობა. ამიტომ 1-5 აპრილის შუალედში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არ არის (განსაკუთრებით საქმიან ცხოვრებაში).


„ვისაც შვილი გინდათ“ — ასტროლოგის რჩევა

ასტროლოგი რამაზ გიგაური, მომავალ დედებს რჩევებს ინდურ ასტროლოგიაზე დაყრდნობით აძლევს და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს. რამაზ გიგაური: „ვახ. ეს ინდური


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*