20 მარტივი რჩევა ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

by admin | Декабрь 5, 2017 20:44

მარტივი რჩევები ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის:

 

ნუ ხარჯავთ თქვენი ცხოვრების დროს ჭორაობაზე.

დღეში სამ ადამიანს მიანიჭეთ სიხარული.

დღეში 10 წუთი გაატარეთ სიჩუმეში.

იურთიერთეთ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებთან და 6 წლამდე ბავშვებთან.

ნუ იფიქრებთ საკუთარ თავზე ზედმეტად სერიოზულად.

ყველას ვერ მოუგებთ კამათს, დაეთანხმეთ, ვინც არ გეთანხმებათ.

არ შეადაროთ თქვენი ცხოვრება სხვა ადამიანების ცხოვრებას. თქვენ არ იცით სრული სიმართლე.

სიცოცხლე საკმაოდ ხანმოკლეა, რომ დახარჯო ის სიძულვილზე.

თქვენი სამსახური არ დაგეხმარებათ, როცა საჭირო გახდება. მეგობრები კი დაგეხმარებიან.

არასოდეს გაახსენოთ მეუღლეს წარსული წყენა.

კარგიც და ცუდიც გაივლის.

გაატარეთ დრო ოჯახთან.

შეწყვიტეთ წარსულთან ბრძოლა და ის ვერ დაგეწევათ.

ყოველ დღე სხვა ადამიანებს გაუკეთეთ სიკეთე.

გიყვარდეთ საკუთარი თავი. სხვა საკუთარი თავი თქვენ არ გაგაჩნიათ.

ხშირად ითამაშეთ.

აპატიეთ ყველას ყველაფერი.

თქვენ ვერ მოასწრებთ ყველგან ყოფნას. იცოდეთ საკუთარი ზღვარი.

ყოველ დილით, როცა ცოცხალი იღვიძებთ — გაიღიმეთ.

თქვენ ყოველთვის გაქვთ მიზეზი იყოთ ბედნიერი. იყავით…

წყარო: pulse.ge

ნანახია:(746)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/20-martivi-rcheva/