20 მარტი ენერგეტიკულად უძლიერესი და მნიშვნელოვანი დღე | Jolo.ge


20 მარტი ენერგეტიკულად უძლიერესი და მნიშვნელოვანი დღე

20 მარტი ენერგეტიკულად უძლიერესი და მნიშვნელოვანი დღე

20 მარტი არის ენერგეტიკულად უძლიერესი და მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ძველად ახალ წელს უკავშირდებოდა. ასტროლოგ თორნიკე ბიძინაშვილის თქმით ახლაც სწორედ ამ დღეს უნდა აღინიშნებოდეს ნამდვილი ახალი წელი.

თორნიკე ბიძინაშვილი: ეს გახლავთ დადებითი ნაკადის მქონე და ყველაზე დიდი პოზიტივის მომტანი პერიოდი. აკეთეთ სიკეთე გაეცით რაც შეიძლება დადებითი ემოციები და ყველაზე დიდი სიყვარული» — ამბობს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი..

დღეს ყველანაირი წყენა უნდა გავუშვათ, ყველანაირი ნეგატივისაგან უნდა გავთავისუფლდეთ და 20 რიცხვი უნდა იყოს პოზიტივის, სიყვარულის, სითბოს, სიკეთის კეთებისა და რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციების გაზიარების დღე. რადგან შევქმნათ კეთილდღეობა სამყაროში, პლანეტაზე, ოჯახებში. ამ დროს გასროლილი პოზიტივი ადამიანს ერთი ასად უბრუნდება.

— რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი 20 მარტი?

— ეს არის დღეღამის სწორობა, გაზაფხულის ბუნიაობა და იწყება ნამდვილი, რეალური ახალი წელი.

თბილისის დროით 7:37 წუთზე მზე გადავიდა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და არის ყველაზე ძლიერი ამ პოზიციაზე. მზე არის ყველაზე მთავარი პლანეტა, რომელიც გვაძლევს სიცოცხლეს, გამრავლებას, უდიდეს ენერგიას, უდიდეს ძალას და პოზიტიურ გამოსხივებას. ამ დღეს დღე უტოლდება ღამეს და ის არის გამარჯვებული ღამეზე, დღე ხდება უფრო დიდი.

სამწუხაროა რომ ხალხი ვერ აცნობიერებს ამას. ეს დღე უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და ამ დღეს უნდა გაიცეს ყველაზე დიდი პოზიტივი და ყველაზე დიდი სიყვარული. ყველაფერი უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან.

ეცადეთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე გააკეთოთ ამ დღეს, იმიტომ რომ ეს გაკეთებული სიკეთე წლის მანძილზე უკან ასმაგად დაგიბრუნდებათ.

ასტროლოგია — ეზოთერია (GeoAstro)

ნანახია:(1311)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ნეტავ შემეძლოს …

„ვინატრებდი — ნეტავ შემეძლოს ყველა ტკივილის მორჩენა პიროვნების ღირსების შეუცვლელად. ნეტავ შემეძლოს ადამიანებს დავუწინდო უეცარი, მოულოდნელი სიკვდილი, არა უადრეს წლისა,


მშვენიერებას ეგ თვისება აქვს. ის მრავალს აჯადოებს და მრავალი შენატრის, პატრონი კი მხოლოდ ერთი ჰყავს

უცნაური რამ არისო ადამიანის ცხოვრება, — ფიქრობდა იგი. — დაიბადება ადამიანი და შემდეგ მთელი ცხოვრება დაეხეტება უდაბნოდან უდაბნოში, ადამიანისგან ადამიანისკენ…


მარტივი სიმართლე ადამიანების შესახებ…

ადამიანის ემოციები და საქციელი მის შესახებ ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება. ნამდვილი და ყალბი ემოციის განსხვავება სულაც არ არის ისეთი რთული,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<