2 ფაქტორი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს გამოვიდეს კომფორტის ზონიდან | Jolo.ge


2 ფაქტორი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს გამოვიდეს კომფორტის ზონიდან

2 ფაქტორი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს გამოვიდეს კომფორტის ზონიდან

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ჩვენ ქვეცნობიერად გავურბივართ ემოციონალურ, მორალურ, ფიზიკურ ტკივილებს და მივილტვით სიამოვნებისაკენ.

შეიძლება გამოვარჩიოთ 2 ფაქტორი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს გამოვიდეს კომფორტის ზონიდან.

პირველი ფაქტორი ეს არის – ბიძგი, სტიმული. პრინციპში სწორედ ის წარმოადგენს ძირითადად ყველა მთავარი ევოლუციური ამოცანის გადაწყვეტის წინაპირობას.

რა შეიძლება გახდეს სტიმული?

როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეძლებს ტახტზე კოტრიალს ადამიანი, რომელსაც ძალიან შია და საჭმელი არაფერი აქვს? შიმშილი – ეს არის ბუნებრივი ევოლუციური მოთხოვნილება. თუ თქვენ არ გექნებათ საკმარისი სახსრები ელემენტარული პროდუქტების შესაძენად, მაშინ აუცილებლად დაიწყებთ მათი მიღების გზების ძიებას. ამ შემთხვევაში სტიმული, რომელიც გაიძულებთ იმოქმედოთ, არის საკუთარი და საკუთარი ოჯახის სიცოცხლის შენარჩუნება.

ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი, მაგრამ მსგავსი სტიმული არის ძალინ მძლავრი. ეს არის ჩვენი გენეტიკა, ჩვენი ბუნება.

ჩვენი „თავდაცვის სისტემა“ არის საუკეთესო მოტივატორი ამ შემთხვევაში. თუმცა ხშირად ადამიანები ეძებენ კომფორტის ზონიდან გამოსვლის საშუალებებს არა ელემენტარული ამოცანების გადასაწყვეტად, არამედ იმის გასაუმჯობესებლად, რაც უკვე აქვთ.

მეორე ფაქტორი, ეს არის – მიზიდულობა. ანუ სურვილი, გავაუმჯობესოთ საკუთარი ან/და ახლობლების ცხოვრება, კეთილდღეობა. ეს მოქმედებს როგორც მაგნიტი.

ანუ, ერთის მხრივ ბიძგი, რომელიც გვაიძულებს მოგვაშოროს არასასურველ მდგომარეობას და მეორეს მხრივ მიზანი, რომელიც მაგნიტივით გვიზიდავს სასურველი მდგომარეობისკენ.

ბევრად უფრო ძნელია აიძულო საკუთარი თავი, გააკეთოს რამე, თუ გყოფნის ფული საკვებისთვის, საცხოვრებლისთვის და სხვა ძირითადი, პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასეთი კომფორტის ზონიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ცხოვრებისეული სტანდარტების, საკუთარი თავისადმი წაყენებული მოთხოვნილებების და სხვა ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდით. მარტივად რომ ვთქვათ თამასის აწევაა საჭირო.

გთავაზობთ ასეთ პრაქტიკულ სავარჯიშოს:

დაისახეთ მიზანი, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანს (მშობელი, მეუღლე, მეგობარი, უახლოესი ნათესავი…) უყიდით სახლს, გაუშვებთ მოგზაურობაში საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოფთ საუკეთესო სამედიცინო მომსახურებით და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარებს ამ სავარჯიშოს არსი?

საქმე იმაშია, რომ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ კომფორტის ზონიდან მაშინ გამოვდივართ, როცა გვინდა ახლობლების დახმარება და არა საკუთარი თავის. სკუთარი თავისთვის შეიძლება გადავწყვიტოთ, რომ საკმარისია, გვაკმაყოფილებს ის, რაც გვაქვს.

მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენთვის ძვირფას ადამიანს, რომელსაც მართლაც რაღაც ძალიან სჭირდება და არ აქვს, და ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მივცემთ მას ამ სასურველს, ეს უკვე იქნება ერთდროულად ბიძგიც და მაგნიტიც.

ანუ, აქ ფუფუნების თემა კი არ არის, არამედ, სწორედ იმ თამასის აწევაზე კეთდება აქცენტი, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

დაიწყეთ რაიმე შედარებით “მსუბუქი” ვალდბულების აღებით ამ სავარჯიშოს პრაქტიკაში დანერგვა და თქვენ თვითონ იგრძნობთ რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეს, ერთი შეხედვით თითქოსდა მარტივი, ბანალური მეთოდი.

ხოლო, თუ კომფორტის ზონიდან გამოსვლის უნარის გამომუშავება, და პირადი ეფექტურობის ამაღლება თქვენთვის მნიშვნელოვანი თემაა, მაშინ, ჩაერთეთ ჩემს უნიკალური ონლაინ ტრენინგ-თამაშის “სუპერეფექტურობის” მე-5 სეზონში, რომელიც რამოდენიმე დღეში აიღებს სტარტს.

დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ შემდეგ გვერდზე >>>

http://mebonia.net/superefeqturoba

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, რომ ჰაერივით სჭირდება მსგავსი ინფორმაცია.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებითხვიჩა მებონია

 

ნანახია:(249)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჰო ოპო ნო პო ნო“ — სიტყვები რომლებიც სასწაულებს ახდენენ

„ჰო ოპო ნო პო ნოს“ შესახებ პირველად, „მართვის სადავეების ფლობის დიდოსტატისგან“ მადიტა დისკჰუტისგან შევიტყვე. ამ საოცარი ქალბატონის ნაამბობმა მაშინ ჩემზე


მადლიერების ძალა და ნაკადში ყოფნის უმოკლესი გზა

ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში არსებობს, სხვადასხვა🤦‍♂️🙋‍♀️💁‍♂️🙆‍♂️ ადამიანი რომელიც წარმოადგენს შენი შთაგონების წაყაროს! ამ დროს ხარ განსხვავბული, გჯერა შენი განსაკუთრებულობის, გეიმედება, გიხარია სიცოცხლე


ეს 5 შეკითხვა დაგანახებთ თქვენი ცხოვრების გზას…

წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის მიზანი ყველაზე მთავარი რამაა. მის გარეშე ყველაფერი ფუჭია, რადგან თუ არ იცით რისკენ მიისწრაფვით წარმატება თქვენთან თავად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*