15 მაისს, 14:00, — „სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ თბილისში | Jolo.ge


15 მაისს, 14:00, — „სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ თბილისში

15 მაისს, 14:00, — „სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ თბილისში

უკვე მეორე წელია თბილისი „სიცილისა და პოზიტივის კარნავალს“ ზეიმობს. გასულ წელს ეს დღესასწაული საკარნავალო მსვლელობით რუსთველის გამზირზე აღინიშნა. წელს კი ვარდების (რესპუბლიკის) მოედანზე გადმოინაცვლა. კარნავალის ორგანიზატორები ხალისიან და დაუვიწყარ დღეს გვპირდებიან. 

13214637_1369563739737241_1854613640_o

 

დეა თავბერიძე, კარნავალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი: „ამ დღეს ფულს სიცილი ჩაანაცვლებს. კარნავალზე შეგიძლიათ შეიძინოთ ტკბილეული, სათამაშოები, საკარნავალო აქსესუარები. აქ იხილავთ ჯამბაზებს, ზღაპრის სხვადასხვა გმირებს, თქვენთვის დაუკრავს ცოცხალი მუსიკა.

 

თქვენს განწყობაზე კი იზრუნებს ინდოეთიდან სპეციალურად ამ კარნავალისთვის საქართველოში ჩამოსული მაგნო შავდია. კარნავალს  ასევე შემოუერთდა „ნიკოლ შოუს“ პოზიტიური გია ნიკოლაძე ძველი ჰიტითა და მხიარული ახალი სიმღერით. აუცილებლად გამოეწყვეთ საკარნავალოდ და მოდით. ეს დღე მთელ წელს გაგილამაზებთ…

მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს.

კომპანიებს: „ჭიტას“, „საამურს“„გორგიას“ „Never Land“ „Tiens“

მედია პარტნიორებს: „ჟოლოს“ , „ნიუპოსტს“ „პრაიმტაიმს“, „კვირას“, „პირველ ინფოს“, „სხვა რაკურსს“.

თავისუფალი ცოდნის სახლს.

„სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ ჩატარდება

15 მაისს, 14:00 — 16:00, ვარდების (რესპუბლიკის) მოედანზე. 

 

 

 

ნანახია:(48)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვინ და როდის მიაწოდა ვანოს პლანი?

„ფეისბუქზე“ ვანო მერაბიშვილის მიერ მოყოლილ ერთ კურიოზს იხსენებენ. „2012 წლის 1ოქტომბრის არჩევნებამდე ვანო სისტემატურად დადიოდა რაიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა. კასპში


„გოგონამ სცადა დავემშვიდებინე“ — გურამ დოჩანაშვილი

«მეგობარი ქალისთვის ჩემი ერთ-ერთი ახალგამოცემული წიგნის ჩუქება დამავიწყდა. ავდექი და მაღაზიაში წავედი, ვიფიქრე ვიყიდი და გავუგზავნიმეთქი. მაღაზიში ახალგაზრდა გოგოს ვკითხე


ჩარლი ჩაპლინის პირველი გამოსვლა სცენაზე

„უცებ დირექტორი ეუბნება დედაჩემს, მოდი ერთი ვცადოთ, ეგ შენი ბიჭი გავუშვათ სცენაზეო. ერთხელ დავენახე, როგორ ვოინბაზობდი დედაჩემის ნაცნობების წინაშე. მახსოვს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<