13 ზედმეტი რამ, რისგანაც უნდა გათავისუფლდე, რომ იგრძნო მოზღვავებული ბედნიერება | Jolo.ge


13 ზედმეტი რამ, რისგანაც უნდა გათავისუფლდე, რომ იგრძნო მოზღვავებული ბედნიერება

13 ზედმეტი რამ, რისგანაც უნდა გათავისუფლდე, რომ იგრძნო მოზღვავებული ბედნიერება

უბრალოდ კი არ წაიკითხო, მოსინჯე!

1. გათავისუფლდი მოთხოვნილებისგან, ყოველთვის დაამტკიცო, რომ მართალი ხარ.

ჩვენს შორის ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებსაც არ შეუძლიათ, ხედვა შეიცვალონ, მიუხედავად სტრესისა, ტკივილისა და მშვენიერი ურთიერთობების დაკარგვის საშიშროებისა. ეს ამად არ უღირთ.

2. შეეშვი ყველაფრის კონტროლს.

იყავი მზად უარი თქვა იმ მოთხოვნილებაზე, რომ ყველაფერი აკონტროლო: სიტუაციები, მოვლენები, ადამიანები და ა.შ. ვინც არ უნდა იყვნენ: ნათესავები, მეგობრები თუ ქუჩაში გამვლელები — მიეცი მათ საშუალება, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან.

3. ნუ გადააბრალებ დანაშაულს სხვას.

ნუ დაადანაშაულებ სხვას იმაში, რაც გაქვს ან არ გაქვს, იმაში რასაც გრძნობ, ან არ გრძნობ… შეწყვიტე ენერგიის ფლანგვა და აიღე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

4. შეწყვიტე ნეგატიური საუბარი საკუთარ თავთან.

რამდენი ადამიანი აყენებს ზიანს საკუთარ თავს იმით, რომ საშუალებას აძლევენ ნეგატიურ აზრებსა და ემოციებს, მართონ მათი ცხოვრება. ნუ ენდობი ყველაფერს, რასაც გონება ლოგიკურად განსჯის. შენ იმაზე უკეთესი ხარ და მეტი შეგიძლია, ვიდრე თვლი.

5. შეწყვიტე წუწუნი.

გათავისუფლდი წუწუნის მოთხოვნილებისგან: ხალხზე, სიტუაციებზე, მოვლენებზე, რომლებიც გხდიან უბედურს, მოწყენილსა და დათრგუნულს. არავის შეუძლია, გაგხადოს უბედური, არავითარ სიტუაციას არ შეუძლია, გაწყენინოს.

6. გათავისუფლდი კრიტიკის მოთხოვნილებისგან.

ნუ გააკრიტიკებ სხვებს, რომლებიც შენ არ გგვანან, მოვლენებს, რომლებიც არ შეესაბამებიან შენს მოლოდინებს. ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან.

7. გათავისუფლდი სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მოთხოვნილებისგან.

შეწყვიტე თავის მოჩვენება იმად,რაც სინამდვილეში არ ხარ. მოიხსენი ნიღაბი, მიიღე და შეიყვარე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ.

8. ნუ ეწინააღმდეგები ცვლილებებს.

ცვლილებები აუცილებელია და ეს ნორმალურია, რათა გადაადგილდე A პუნქტიდან B პუნქტამდე. ცვლილებები გვეხმარება, შევცვალოთ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრება უკეთესობისკენ.

9. ნუ აკრავ ეტიკეტს ადამიანებსა და მოვლენებს

მათ, რომლის შესახებაც არაფერი იცი, ან არ გესმის. თანდათან გახსენი აზროვნება სიახლისთვის.

10. გაუშვი წარსული.

ეს ძნელია, როდესაც ის უკეთესია ვიდრე აწმყო, მომავალი კი ცოტა გვაშინებს, მაგრამ აუცილებელია მივიღოთ ფაქტი, რომ აწმყო ერთადერთია, რაც გვაქვს.

11. გათავისუფლდი შიშებისგან.

შიში — ილუზიაა, ის არ არსებობს. მხოლოდ შენ ქმნი მას.ის მხოლოდ შენს ტვინშია. შეცვალე შენი შინაგანი დამოკიდებულება და გარემოც დალაგდება.

12. ნუ იმართლებ თავს.

გამოააშკარავე თავის მართლება და გაუშვი ის პენსიაზე. ყველაზე ხშირად ჩვენ ვზღუდავთ ჩვენ თავს თავის მართლების გამო.

13. შეწყვიტე სხვების მოლოდინებით ცხოვრება! 

უამრავი ადამიანი ცხოვრობს ცხოვრებით, რომელიც მათ არ ეკუთვნით. ისინი ცხოვრობენ იმის გათვალისწინებით, თუ რა იქნება მათთვის უკეთესი სხვების აზრით, აკეთებენ იმას, რასაც მათგან მოელიან — მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები, მთავრობა და საზოგადოება.

ისინი იგნორირებას უკეთებენ თავიანთ შინაგან ხმას, შინაგან მოწოდებას. ისინი იმდენად არიან დაკავებული იმის რეალიზებით, რასაც მათგან ხალხი მოელის, რომ კარგავენ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს. მათ ავიწყდებათ რას მოაქვს მათთვის ბედნიერება, რა უნდათ მათ სინამდვილეში… და საბოლოოდ ივიწყებენ თავს…

— წინასწარ ემზადები სანამ მნიშვნელოვან ზარს განახორციელებ?

— რომ შეგეძლოს 90 წლამდე იცოცხლო და შეინარჩუნო საღი გონება, ან ახალგაზრდული სხეული, რომელს აირჩევდი?

— ვისი მადლიერი ხარ ყველაზე მეტად?

აღმოჩნდა, რომ თუ კითხვებს სწორად დასვამთ, შესაძლებელია ისეთი კონტაქტის დამყარება, რომელიც უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების დროს.

წყარო: http://inteleqtika.com/

ნანახია:(20594)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

2020 წელი წარმატების ნაკადში მოაქცევს მათ, ვინც ამ ცვლილებებისთვის მოემზადა

დაიწყეთ ცხოვრების ახალი პერიოდი – სწორად და სასიამოვნო ცვლილებებიც აუცილებლად მოხდება! სწორედ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, 11 თებერვალს ვიწყებთ ევგენია დრონის ონლაინ-კურსს,


ფიქრი ენერგიაა, ამიტომ ნუ მისცემთ მათ თქვენ მტრებს

თუ ჩვენ მთელი ცხოვრება ვფიქრობთ ჩვენს მტრებზე, მაშინ მათ მიაღწიეს თავის მიზანს. ფიქრია — ენერგიაა, თქვენი ენერგია, ამიტომ ის თქვენს


„რამდენი მაცდური ხაფანგია ჩვენს ირგვლივ“ — ისწავლეთ ფანჯრების მიხურვა

ერთხელ, ზამთრის ცივ ღამეს, მე დავბრუნდი, ჩემს სოფლის სახლში, სეირნობიდან და აღმოვაჩინე რომ ქარს, სახლის კარ-ფანჯარა გაეღო. გასვლისას მე არ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<