ექსკლუზივი: პირველად ქართულ რეალობაში 13 წლის ბიზნესლედი დიდი გეგმებით | Jolo.ge


ექსკლუზივი: პირველად ქართულ რეალობაში 13 წლის ბიზნესლედი დიდი გეგმებით

ექსკლუზივი: პირველად ქართულ რეალობაში 13 წლის ბიზნესლედი დიდი გეგმებით

„ფიქრები რეალობაში გადადის, როდესაც ამას აცნობიერებ, სტიმული გეძლევა რომ ოცნებები მიზნებად აქციო, მიზნები კი საქმედ“ — მეუბნება 13 წლის ელენე(დოდოლი) ლოლაშვილი.

თავად მიზანი საქმედ ძალიან პატარამ აქცია და ახლა უკვე დიდ ბიზნესზეც ფიქრობს. სათამაშოების ახალი ქსელიდადურომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა დღეს უკვე სამ მაღაზიას ითვლის. წარმოების პროცესში, კატეგორიული მოთხოვნით ჩაერთო და ცოტა ხანშისაკუთარი კანონებიცდააწესა. 9 წლისამ კი ასეთივე დაჟინებული მოთხოვნით საბანკო ანგარიში გახსნა.

ის იმ თოჯინის მოსახელეა, რომელსაც პატარა გოგონები კარგად იცნობენ. გამორჩეული დიზაინისა და ფუნქციების მქონე თოჯინა „დოდოლი“ ქართულ ბაზარზე წლებია უკვე რაც დიდი მოწონებით სარგებლობს. ეს საჩუქარი დედამ 7 წლის ასაკში გაუკეთა, თოჯინა „დოდოლი“ წარმოებაში ჩაუშვა და ბავშვური სურვილი რეალობად უქცია. ახლა, ოცნებების რეალიზებაზე უკვე თავად ზრუნავს.

 

xato11

 

ელენე, დოდოლი ლოლაშვილი: ჩემი ოჯახის ყველა წევრი ბიზნესშია ჩართული,  შესაბამისად სახლშიც ყველა ბიზნესზე საუბრობს, ამან თავისებური გავლენა იქონია ჩემზე და ბიზნესში ჩართვის ინტერესიც თავისთავად გაჩნდა … ასე შემოვიდა ქართულ ბაზარზე საბავშვო მაღაზიათა ქსელი „დადუ». დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს სამი მაღაზია, მეოთხეც მალე გაიხსნება. ამ მაღაზიებში  იყიდება არა მარტო სათამაშოები, არამედ წიგნები, საჩუქრები, ყველაფერი ის რაც ბავშვს უნდა.

 

 

-ამ ბიზნესის სათავეში დღეს შენ დგახარ?

 

-არა, ამ ეტაპზე მე მხოლოდ პროცესში ჩავერთე. ჩემი დამოუკიდებელი ბიზნესი რამდენიმე წელში მექნება. ჯერ უნდა ვისწავლო, განვითარდე, ბიზნესის ენას დავეუფლო. სათამაშოების ბიზნესს დედა უდგას სათავეში. მისი უშუალო მონაწილეობით ხდება სათამაშოებით საქართველოს ბითუმად მომარაგება.

 მე გამოვთქვი სურვილი, რომ საბითომოსთან ერთად საცალო ბიზნესითაც დავინტერესებულიყავით. დედას იდეა ძალიან მოეწონა. სწორედ ამის შემდეგ ჩავერთე პროცესში, დავაარსე  ბრენდი „დადუ“ და დედასთან და უფროს დასთან ერთად გავემგზავრე ჩინეთში, სადაც მთელ რიგ მოლაპარაკებებში მივიღე მონაწილეობა.

 

ეს 13 წლის ბავშვისთვის რთული არ იყო? ან ცოტათი ადრეც ხომ არ არის?

 

-ეს იყო 12 წლის ასაკში, ერთი წლის წინ. მართალი გითხრათ, როდესაც დიდი სურვილია, ჩნდება შეუპოვრობა და იქ სირთულე საერთოდ არ გახსენდება. პროცესია თვითონ სასიამოვნო. საქონლის არჩევა, შეკვეთა, პარტიების მიღება, კოდებისა და ფასების დადება, დიზაინი… თან როდესაც შენც არ ხარ დიდი და ხარ სათამაშოების ბიზნესში, შენს თავზეც გეფიქრება და ბავშვის თვალით უყურებ ყველაფერს. ამითაც ძალიან საინტერესოა…

 

xato1-ბრენდის ლოგო ორი დათვია, რატომ?

— ჩემთვის დათვი  სითბოსთან, და სიკეთესთან ასოცირდება. ბავშვის აზროვნებით და შეხედულებით სათმაშოების მაღაზიის ლოგოც ბავშვური უნდა იყოს. „დადუს“ ლოგო როგორც აღნიშნეთ ორი დათვია, ერთი გოგოა, მეორე ბიჭი. გოგოს დავარქვით და, ბიჭს დუ. ძალიან საყვარლები არიან. ჩვენი დადუ მრავალფეროვანია და პროფესიულადაც ცვლადი.

როგორც გავიგედადუსბრენდი მხოლოდ სათამაშოებს არ მოიცავს

-დადუს წარმოებაში არის უკვე საბავშვო ბიჟუტერია, საბავშვო ჭურჭელი, მომავალში გვექნება საცურაო კოსტიუმები ბავშვებისთვის, ასევე ვფიქრობთ, რომ გვქონდეს ხელნაკეთი ქუდები და წინდები, რომელიც „დადუს“ ბრენდის ქვეშ იქნება, ერთი სიტყვით ძალიან აქტიურად ჩავერთე პროცესში და მართლი გითხრათ საკმაოდ საინტერესოა.  

 

-მომავალი ბიზნეს ლედი, რომელიც თავის პირველ საფეხურებს ეხლა გადის, რას გვეტყვის რა არის საჭირო წარმატების მოსაპოვებლად?

 

-მთავარია მონდომება, შენი მიზნისკენ უნდა წახვიდე და არ უნდა გაჩერდე.  თუ ადამიანი მოინდომებს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, შეუძლებელი არაფერია.  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვასაც. ასევე აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, თვითგანვითარება. მე სკოლის გარდა ტრენინგებზეც დავდივარ და იქ განსხვავებულ ცოდნას ვიღებ.

 

ეს ბიზნეს ტრენინგებია?

 

-არა, ეს არის პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგები.

 

-სიმართლე გითხრათ ცოტათი მაოცებთ

 

-რატომ?

 

-13 წლის ბავშვები იშვიათად ინტერესდებიან პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგებით

 

-ეს ჩემი ოჯახის წევრების დამსახურებაა, თითქმის ყველა დადის ტრენინგზე. როდესაც მათ პოზიტიურად განწყობილებს  და უკეთესობისკენ შეცვლილებს ვხედავდი, მეც გამიჩნდა ტრენინგებზე სიარულის სურვილი და მოთხოვნა. ასე მოვხვდი ხათუნა მუზაშვილთან, ხათუნა არის ფსიქოლოგი და ასევე წარმატების ტრენერიც, მისი ტრენინგები არ არის სასკოლო მასალებზე აგებული, უფრო ცხოვრებისეულია.

 

dod2-ხომ ვერ დააკონკრეტებდით მაინც რა გამოცდილებას გაძლევთ ტრენინგებზე სიარული?

 

 -პოზიტივის გარდა ტრენინგებზე უამრავი რამ აღმოვაჩინე. აქ მივიღე, ერთგვარი გამოცდილება, თვითგანვითარება, რომელსაც სკოლა ნამდვილად ვერ მოგცემს. ხათუნას ტრენინგი გეხმარება მიზნების განვითარებაში, ის რაც შენში დაფარულია და ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამოუცნობია, ამ ტრეინინგების შემდეგ შეიძლება ეს ყველაფერი დაინახო, ამაზე ფიქრი დაიწყო და პრაქტიკაში განახორციელო. გაძლევს გზას და სწორ მიმართულებას. უფრო ზუსტად ამას შენვე პოულობ  შენში. აქ ხვდები, რომ ოცნება მართლა შეგიძლია აქციო რეალობად.


-შენ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

-ჯერჯერობით ვფიქრობ სწავლაზე, თვითგანვითარებაზე. მომავალში  დიდ ბიზნესზე. ამჯერად კი თუ როგორ განვავითაროთ მაღაზიათა ქსელი „დადუ“ და როგორ ვაქციოთ ბევრად ეფექტური. „დადუ“ უფრო გაფართოვდება, ბავშვებსაც შეუყვარდებათ და მომავალში , ბევრად უფრო წარმატებულები ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ…

 

შენ წამოიწყე შენი ბიზნესი, გინდა რომ გახდე ბიზნეს ლედი, გაქვს ძალიან დიდი მიზნები, რამდენად ჩაერთვები სამომავლოდ ქველმოქმედებაში მითუმეტეს როდესაც  ყველა ბავშვისთვის საოცნებო სათამაშოებია შენი ბიზნესის სფერო?

 

-როცა მექნება ჩემი ბიზნესი, რომელსაც ჩემით შევქმნი სხვების დახმარების გარეშე,  ქველმოქმედებასაც მაშინ გავაკეთებ და ბავშვთა სახლებში სათამაშოებით ბავშვებსაც გავახარებ… ჯერ სხვა ეტაპია, ბიზნესში დამკვიდრება და საკუთარი ფინანსების გამყარება.

 

რამდენად მკაცრი და მომთხოვნი ხარ შენს საქმეში?

 

-როცა გაქვს ბიზნესი, რა თქმა უნდა მომთხოვნი უნდა იყო, ეს ის თვისებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს, უნდა იყო ცოტათი მკაცრიც და ამასთანავე ყველა თანამშრომელთან მეგობრულად განწყობილი. შენმა სიმკაცრემ შენს საქმეს არ უნდა ავნოს. რადგან შენმა ცუდმა დამოკიდებულებამ შეიძლება შენს ბიზნესზე ცუდად იმოქმედოს.

 

რა არის საჭირო იმისთვის რომ წარმატებული იყოს ადამიანი?

 

-მთავარია შენ გინდოდეს ეს. თუ შენ ამას სხვა გეუბნება, რომ  წარმატებული უნდა იყო, მაგრამ ეს არ არის შენი მოთხოვნა, ვერ იქნები წარმატებული. ეს აუცილებლად შენი მონდომება და სურვილი უნდა იყოს. შინაგანი ნდომა უნდა გქონდეს. უნდა იყო შეუპოვარი, რადგან როცა საქმეს აკეთებ, შეუძლებელია სირთულე არ შეგხვდეს, ამ სირთულეს არ უნდა შეუშინდე. ასევე უნდა იყო აუცილებლად მიზანდასახული. ჩამოყალიბებული და გაწერილი მიზნებით… მე ამ მიზნების განხორციელება უკვე დავიწყე.

 

იქედან გამომდინარე, რომ ასე პატარა ასაკში დიდ საქმეს შეეჭიდე, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მილიონერიც გახდები?

 

-რა თქმა უნდა გავხდები

 

რამდენ ხანში?

 

-10 წელში, 23 წლის ასაკში.

 

 

 

ელენე ლოლაშვილთან ინტერვიუს შემდეგ „ჟოლო“ ქალბატონ ხათუნა მუზაშვილს დაუკავშირდა.

 

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი: „ელენე ლოლაშვილი, უნიჭიერესი ადამიანი , რომელიც ჯერ სრულწლოვანიც არ არის, მაგრამ საოცარი აზროვნების უნარით არის დაჯილდოვებული…

მისი თავისუფალი აზროვნება და კრეატივი, აუცილებლად მშობლების დამსახურებაცაა, რადგან ძალიან იშვიათია ოჯახური გარემო, სადაც ბავშვს თავისუფალ აზროვნებას აჩევევენ და ხელს უწყობენ მასში არსებული ტალანტების განვითარებას… დიახ, იშვიათი… რადგან მშობლები სამწუხაროდ თავისი არა რეალიზებული ოცნებების ასრულებას შვილებისაგან ითხოვენ, ეს ხშირად გაუცნობიერებლად ხდება…

ისევ ელენეს დავუბრუნდები და გეტყვით, რომ მას დიდი მომავალი აქვს და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც… როდესაც ბავშვმა იცის და ესმის, როგორ ამბობენ მასზე „გენიალურიაო“, როგორ ელიან მისგან „დიდ“ წარმატებას და „დიად“ ნაბიჯებს, ეს უდიდესი ტვირთიცაა, რადგან …მან ერთ მშვენიერ დღეს, რომ გადაიფიქროს ეს „ნაწინასწარმეტყველები ტრიუმფი“ და“ჩვეულებრივი „ ცხოვრება მოინდომოს (როგორც ყველა), ის ამას ვეღარ შეძლებს….და მეტსაც გეტყვით — არ გამოუვა…

ამიტომ, ვულოცავ ელენეს და მის მშობლებს — იმას რაც არის და რაც იქნება…. და ამავე დროს ამ დიდი ტვირთის მსუბუქად ტარებას ვუსურვებ.“

 

 

ავტორი: დეა თავბერიძე

 

 

ნანახია:(395)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატებული კაცის უკან ყოველთვის ჭკვიანი ქალი დგას …

წარმატების მიღწევა მარტივია, მაშინ როცა …. ალბათ თითოეულ თქვენთაგანს უფიქრია საკუთარი შვილების მომავალზე… იმაზე, რომ ოჯახიც და სამსახურიც  უნდა იყოს


ჭურჭლის მწმენდავიდან უმსხვილესი კომპანიის გენერალურ დირექტორობამდე

რვა ქვეყნის ლიდერიდან ეს ჯილდო მხოლოდ მას ხვდა წილად. რაც, მთავარ პოზიციაზე დანიშვნიდან პირველივე წელს მოხდა. საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების კავშირის


შვილის სიყვარულით დამარცხებული სიკვდილი — წარმატებული ქალბატონის ისტორია

„ისევ დავინახე მზის შუქი, ისევ ცოცხალი ვარ, ისევ შემიძლია ავდგე, ვისაუბრო, ჩემი შვილი ვნახო … ამიტომაც ჩემი ყოველი დღე მადლიერებით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*