13 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ | Jolo.ge


13 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ

13 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ

სიზმრები მალე გვავიწყდება.

გაღვიძებიდან 5 წუთში სიზმრების ნახევარი დავიწყებულია, ხოლო 10 წუთში – 90%.

უსინათლოებსაც ესიზმრებათ.

ადამიანებს, რომლებიც დაბადების შემდეგ ბრმავდებიან, შეუძლიათ სურათების ნახვა სიზმრებში. ხოლო ადამიანები, რომლებიც დაბადებისთანავე უსინათლოები არიან, ვერ ხედავენ სურათებს, მაგრამ აქვთ ძალიან მკაფიო სიზმრები სხვა გრძნობებით – სმენა, ყნოსვა, შეხება და ემოციები.

ყველას ესიზმრება.

ყველა ადამიანი ნახულობს სიზარს (ექსტემალური ფსიქოლოგიური დაულაგებლობის გარდა). თუ ფიქრობ, რომ სიზმრები არ გესიზმრება – შენ უბრალოდ გავიწყდება ისინი.

სიზმრებში ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმ სახეებს, რომლებსაც ვიცნობთ.

ჩვენი გონება არ იგონებს სახეებს – სიზმრებში ვხედავთ მხოლოდ იმ სახეებს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც გვინახავს და უბრალოდ აღარ გვახსოვს, ასე რომ, ჩვენ გვაქვს პერსონაჟების ულევი მარაგი ტვინისათვის, რათა გამოიყენოს სიზმრებში.

ყველა ადამიანი ვერ ხედავს სიზმრებს ფერებში.

ადამიანთა 12% ხედავს სიზმრებს შავ-თეთრში, დანარჩენი – ფერებში. 1915 წლიდან 1950-იანებამდე ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ უმრავლესობას ესიზმრებოდა შავ-თეთრი სიზმრები, მაგრამ შედეგები შეიცვალა 1960-იანებისთვის. დღესდღეობით მხოლოდ 4.4% 25 წლამდე ასაკის ადამიანების სიზმრები არის შავ-თეთრი. მიმდინარე კვლევები გვიჩვენებს, რომ შედეგების ცვლა დაკავშირებულია შავ-თეთრი ტელევიზორის ფერადით ჩანაცვლებასთან.

სიზმრები სიმბოლურია.

თუ გესიზმრება სიზმარი რაიმე კონკრეტული საგნის შესახებ, რეალურადაც აუცილებლად ეს ნივთი არ უნდა ვიგულისმოთ. სიზმრები საუბრობენ ღრმა სიმბოლურ ენაზე და რასაც სიზმარი სიმბოლოდ ირჩევს, იშვიათად ნიშნავს ზუსტად ამ საგანს.

ემოციები.

ყველაზე გავრცელებული შეგრძნება რაც განგვიცდია, არის ნერვიულობა. ნეგატიური ემოციები უფრო ხშირია, ვიდრე პოზიტიური.

ბევრი და სხვადასხვა.

შეიძლება გვქონდეს ოთხიდან შვიდ სიზმრამდე ერთ ღამეში.

საშუალოდ სიზმრებს ვხედავთ ერთი-ორი საათი მთელი ღამის განმავლობაში.

სხეულის პარალიზება.

«თვალის სწრაფი მოძრაობა» (rapid eye movement (REM)) არის ძილის ნორმალური ეტაპი , რომელიც ხასიათდება სწრაფი თვალის მოძრაობით. REM ძილი იკავებს ზრდასრული ადამიანების სიზმრების 20-25%, დაახლოებით 90-120 წუთს. REM ძილისას სხეული პარალიზებულია ტვინში არსებული მექანიზმით, რათა აიცილოს ზედმეტი მკვეთრი მოძრაობები რაც სიზმარშია და იწვევს ფიზიკურად სხეულის სუსტ გამოძრავებას.

სიზმარი და რეალობა.

როდესაც სიზმრის დროს გესმის რაიმე ხმა რეალობიდან, მას აქცევ სიზმრის ნაწილად. მაგალითად, შეიძლება გესიზმრებოდეს, რომ ხარ კონცერტზე და რეალურად ამ დროს შენი ძმა უკრავდეს გიტარაზე.

კაცს და ქალს ესიზმრებად განსხვავებულად.

კაცები ხედავენ სიზმრებში უმეტესად კაცებს . დაახლოებით 70% კაცის სიზმრის პერსონაჟების არიან კაცები. ქალების სიზმრები შეიცავს კაცებისა და ქალების თანაბარ რაოდენობას. კაცებს ძირითადად აქვთ უფრო აგრესიული სიზმრები, ვიდერე ქალებს.

მომავლის სიზმრები.

18%-38% გამოკითხულ ადამიანებისა ერთხელ მაინც ჰქონიათ წინასწარმეტყველური სიზმარი და 70% განუცდია დე ჟავიუ. რიცხვი ადამიანებისა, ვისაც სჯერა წინასწარმეტყველური სიზმრების კიდევ უფრო მაღალია –63%დან 93% მდე

როდესაც ხვრინავ, სიზმრებს ვერ ხედავ.

წყარო: წერილი ბრმებზე თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

ნანახია:(136)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

შეხვდით ვალენტინობასა და ლამპრობას სვანეთში

ულამაზესი დღეები სვანეთში თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. გაატარეთ ულამაზესი 3 დღე მთის ულამაზეს კურორტზე. შეხვდით საყვარელ ადამიანთან ერთად ვალენტინობას და


5 სასარგებლო რჩევა კოცნასთან დაკავშირებით

1. სახის კუნთების მასაჟი: კოცნის დროს აქტიურდება სახის 34 კუნთი. ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის ტუჩებზე. 3 წუთიანი კოცნის დროს ორგანიზმი


„ადამიანთა შორის ყოფნა გიფარავს იმისგან, რომ ბოლომდე იცნობდე შენს მანკიერებებს“

„რაც უფრო სხვანაირად შეხედავ ადამიანებს, მით უფრო გაგიმძაფრდება განცდა, რომ მარტო ხარ. ცრუ იმედებით ნუ განიმსჭვალები და ნუ მოითხოვ მათგან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<