11 რჩევა მიზნის მისაღწევად

by admin | Декабрь 6, 2016 16:24

1)  იფიქრეთ წერილობით: მიზანი, რომელიც არ არის დაწერილი, არ არსებობს.

2)  განსაზღვრეთ და დააკონკრეტეთ თქვენი მიზანი: გაეცით შემდეგ შეკითხვებს პასუხი — რა, სად, როდის და როგორ?

3) განსაზღვრეთ ზუსტი ვადები თქვენი მიზნისთვის: მიზანი, რომელსაც არ ანიჭებთ კონკრეტულ ვადას, მხოლოდ ოცნებად შეიძლება მოიაზრებოდეს.

4) იფიქრეთ, თქვენს გარდა კიდევ ვის შეიძლება მოუტანოს სარგებელი, თქვენი მიზნის განხორციელებამ.

5) მიეცით ფორმულირება თქვენს მიზანს მტკიცებით ფორმაში და ახლანდელ დროში.

6) დაყავით მიზანი პატარ-პატარა ქვემიზნებად და დაწერეთ გეგმის სახით, პრიორიტეტების მიხედვით.

7) აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა, რომ იმოქმედებთ თქვენი მიზნის განსახორციელებლად.

8) განსაზღვრეთ ხელისშემშლელი ფაქტორები, თქვენი მიზნის მისაღწევ გზაზე.

9) იფიქრეთ მიზანზე და არა მისი განხორციელების გზებზე. დაიწყეთ მოქმედება.

10) წარმოიდგინეთ მომავლის სურათი, რამდენიმე წლის შემდეგ, როცა უკვე მიღწეული გაქვთ მიზანს და დააფიქსირეთ ეს შეგრძნებები.

11) მოიქეცით ისე, თითქოს წარმატება გარდაუვალია.

ავტორი: მაია ხავთასი

ნანახია:(2218)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/11-rcheva-miznis-misagwevad/