11 რჩევა მიზნის მისაღწევად | Jolo.ge


11 რჩევა მიზნის მისაღწევად

11 რჩევა მიზნის მისაღწევად

1)  იფიქრეთ წერილობით: მიზანი, რომელიც არ არის დაწერილი, არ არსებობს.

2)  განსაზღვრეთ და დააკონკრეტეთ თქვენი მიზანი: გაეცით შემდეგ შეკითხვებს პასუხი — რა, სად, როდის და როგორ?

3) განსაზღვრეთ ზუსტი ვადები თქვენი მიზნისთვის: მიზანი, რომელსაც არ ანიჭებთ კონკრეტულ ვადას, მხოლოდ ოცნებად შეიძლება მოიაზრებოდეს.

4) იფიქრეთ, თქვენს გარდა კიდევ ვის შეიძლება მოუტანოს სარგებელი, თქვენი მიზნის განხორციელებამ.

5) მიეცით ფორმულირება თქვენს მიზანს მტკიცებით ფორმაში და ახლანდელ დროში.

6) დაყავით მიზანი პატარ-პატარა ქვემიზნებად და დაწერეთ გეგმის სახით, პრიორიტეტების მიხედვით.

7) აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა, რომ იმოქმედებთ თქვენი მიზნის განსახორციელებლად.

8) განსაზღვრეთ ხელისშემშლელი ფაქტორები, თქვენი მიზნის მისაღწევ გზაზე.

9) იფიქრეთ მიზანზე და არა მისი განხორციელების გზებზე. დაიწყეთ მოქმედება.

10) წარმოიდგინეთ მომავლის სურათი, რამდენიმე წლის შემდეგ, როცა უკვე მიღწეული გაქვთ მიზანს და დააფიქსირეთ ეს შეგრძნებები.

11) მოიქეცით ისე, თითქოს წარმატება გარდაუვალია.

ავტორი: მაია ხავთასი

ნანახია:(3206)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შენ თავისუფალი ქალი ხარ

შენ თავისუფალი ქალი ხარ… შენ გაქვს შინაგანი თავისუფლება… შენ ითხოვ შინაგან თავისუფლებას… შენც ჩემსავით გიყვარს თავისუფალი, ბედნიერი ცხოვრება… გარეთ სხვებს ჰგონიათ,


რატომ ვერ ვახორციელებთ ჩვენს ჩანაფიქრს

ხშირად ვისახავთ მიზანს და გვწადია მისი მიღწევა, მაგრამ ვერ ვახორციელებთ ჩვენს ჩანაფიქრს, თითქოს რაღაც უხილავი ბორკილები გვაკავებს… რატომ? ამ შემთხვევაში


ვაქციოთ ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს წესად

„შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო არმიის შემოტევას, მაგრამ არ შეიძლება წინაღუდგე იდეების შემოტევას“ @ვიქტორ ჰიუგო თანამედროვე სამყაროში გაჩაღებულია იდეების ომი. მსოფლიო, ეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*