10 უმოწყალო ნაბიჯი, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად  | Jolo.ge


10 უმოწყალო ნაბიჯი, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად 

10 უმოწყალო ნაბიჯი, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად 

«თუ ცეკვა გულით გინდა, იცეკვე თავსხმა წვიმაშიც, რადგან შესაძლოა, წვიმამ ძალიან დიდხანს არ გადაიღოს!» © ისრაელმორ ეივორი

ადამიანები ხშირად ელიან, რომ ერთხელაც ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც მათ აწყობთ და მათი მიზანი რაღაცნაირად, თავისით შესრულდება. «ცოტაც, სულ ცოტაც და…». ეს უდიდესი ილუზია აფერხებს მილიონობით ადამიანს და მოქმედების უნარს და არეალს უზღუდავს.

სამწუხაროდ, სიტყვა «მიზანი» უმოწყალოდაა გაუპატიურებული საზოგადოების მიერ. ყველა გაიძახის: «ჩემი მიზანია…», «ჩვენი მიზანია…» შემდეგ კი აიგნორებენ და ივიწყებენ ამ უდიდეს ძალას.

მე ძალიან სათუთად ვეპყრობი ამ ძალას, რადგან ვიცი, რომ თუ ვიტყვი ჩემი მიზანია… მორჩა, მექანიზმი თავისით ირთვება. ეს სიტყვები შემდეგ ფურცელზე უნდა გადავიდეს, დამუშავდეს, დროის მარწუხებში მოექცეს, შედგეს კონკრეტული და ეტაპობრივი გეგმა და საბოლოო ჯამში — დაიდოს ფაქტი — კონკრეტული, ხელშესახები და გაზომვადი ფაქტი.

არადა, რას ვხედავთ საპირისპიროდ? ერთი შეხედვით, თითქოს ყველამ ყველაფერი იცის მიზნის დასახვისა და შემდეგ მიღწევის შესახებ, მაგრამ პრაქტიკაში, ხშირად მათი მეათასედიც კი არ იყენებს ამ ცოდნას.

გადავწყვიტე, შემოგთავაზო:

10 უმოწყალო ნაბიჯი, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

1. ყოველთვის იყავი ანგარიშვალდებული საკუთარ თავთან — ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვალდებულება ცუდია, მისგან გაქცევაა საჭირო, რომ თავი ბედნიერად და თავისუფლად იგრძნო, არადა სინამდვილეში, მიზნის მიღწევა შეუძლებელია საკუთარ თავთან აღებული ვალდებულების გარეშე.

2. მიზანს, რომლის მიღწევაც გინდა, შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა არც ქონდეს, მაგრამ მისი მიღწევა-არ მიღწევა ნამდვილად აისახება შენს წარმატებასა და ბედნიერებაზე, ამიტომ როდესაც ფიქრობ მიზანსა და მის განხორციელებაზე, მიუდექი მას ისე, თითქოს მთელი შენი ცხოვრება და შენი სიცოცხლე მის მიღწევაზეა დამოკიდებული.

3. თუ ვერ აკონტროლებ გარემოებებს, გარემოებებს მაინც ნუ მისცემ უფლებას, გაკონტროლონ შენ. როგორც არ უნდა შეიცვალოს შენს საზიანოდ გარემოებები, ადექი და მაინც იმოქმედე. შეცვალე ტაქტიკა, მაგრამ არ შეცვალო მიზანი.

4. მიზნის მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი შენ მისი მიღწევა იმაზე მეტად გინდა, ვიდრე — არ გინდა. როდესაც შთაგონების ძალა გადააჭარბებს შიშისა და წინააღმდეგობის ძალას, სასწაულები მხოლოდ მაშინ იწყება. თუ რაღაც დონეზე, შენთვის სულერთია, მიზანს მიაღწევ თუ არა, ე.ი. თავად უშლი ხელს მის განხორციელებას და კარგს არაფერს ელოდო.

5. ნუ დაექვემდებარები გრავიტაციას. ყველა დიდ მიზანს საპირწონედ ახლავს დიდი გამოწვევა, რასაც დიდი გრავიტაცია გააჩნია და თავისკენ გექაჩება. არ მისცე მიზიდულობის ძალას უფლება, ხელი შეგიშალოს შენი მიზნისკენ მოძრაობაში.

6. ნებისმიერი სირთულე შეგიძლია გამოიყენო პლაცდარმად. ჯიმ ქერი ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა და ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა კარავში. ერთხელ, როცა ყველაფერი ყელში ამოუვიდა [ბიფურკაციის წერტილი], საკუთარი ტოიოტათი ჰოლივუდის ცნობილ წარწერასთან გაჩერდა, ჯიბიდან ამოიღო საფულე და ქაღალდზე კალმით «გამოიწერა ჩეკი» 10 მილიონ დოლარზე და დანიშნულებაში ჩაწერა: «სამსახიობო მოღვაწეობისთვის». მომდევნო 5 წლის განმავლობაში მან, მიიღო რამდენიმე მილიონიანი შემოსავალი, სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობით, ხოლო 10 წლის შემდეგ, შემოსავალი 1 ფილმზე შეადგენდა საშუალოდ — 20 მილიონ დოლარს. ამიტომ შეწყვიტე მიზეზების ძებნა, რატომ ვერ მიაღწევ მიზანს და დაინახე, რომ ვალდებულიც კი ხარ, უკეთესი და უფრო ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდე.

7. მოითხოვე და მიიღე უკუკავშირი. იპოვე ადამიანი, რომელიც თავადაც შეუპოვრად და წარმატებით მიდის დასახული მიზნებისკენ და სთხოვე, გაგიკეთოს უკუკავშირი. პრაქტიკოსისგან სწავლებას და მის უკუკავშირს შენს მოქმედებებზე სულ სხვა გემო და შედეგი აქვს.

8. მესაკუთრე ხარ თუ დამქირავებელი? ადამიანი, როგორც წესი, იმ ნივთებს უფრო აფასებს, რაც საკუთრებაში აქვს, ვიდრე იმას, რაც იქირავა. ეს ეხება არამარტო ნივთებს, არამედ — ურთიერთობებს, ცხოვრებისეულ გარემოებებს და მიზნებსაც. თუ რაიმე აირჩიე მიზნად, მაშინ ბოლომდე დაიხარჯე მისთვის, მოაქციე ის შენს მფლობელობაში, რომ მეტი «თვითშეწირვა» გქონდეს ამ საქმის მიმართ.

9. მზად იყავი ჭუჭყში გასასვრელად, რადგან ნებისმიერი ძვირფასი რამ — თუნდაც ოქრო და ბრილიანტი, სწორედ მტვერსა და ჭუჭყში გასვრის შედეგად მოიპოვება.

10. იმოქმედე ისე, თითქოს უკვე ბოლომდე მზად ხარ [არ არსებობს ბოლომდე მზად ყოფნა]. ნუ დაელოდები სწავლის დასრულებას, კარგ ამინდს, ახალ მთავრობას, ცოტათი მეტ ფულს… იცოდე, რომ მთავარია, შეგეძლოს ეფექტური თვითმენეჯმენტი და სოფელიც აშენდება.

P.S. თუ სიღრმისეულად გაინტერესებს თვითმენეჯმენტის და მიზნების მიღწევის თემა, გადმოდი ქვემოთ მითითებულ ბმულზე, შემოუერთდი ჩვენს უფასო ჯგუფს და მიიღე სწავლება, რომელიც საკუთარ თავში დაგანახებს საყრდენს, რომელზეც ააშენებ შენს ახალ ცხოვრებას http://bit.ly/2ky3JZa

მე ვიცი — შენ შეგიძლია!

ბიზნეს ინტელექტიკა

ნანახია:(527)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

6 რჩევა — როგორ გავხდეთ Self Made Man?

«ადამიანების უმრავლესობა დიდი ენთუზიაზმით შეისწავლის მასალას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშაოს ეფექტურად, ვიდრე სინამდვილეში დაიწყებს მუშაობას. ეს ადამიანები გადიან ტრენინგებს,


როგორ იწყებენ დილას ყველაზე წარმატებული ადამიანები

ალბათ დამეთანხმებით, რომ ბედნიერი დღის საწინდარი, სწორად დაწყებული დილაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ სტატიაში გაგაცნოთ მსოფლიოში ყეველაზე წარმატებული ადამიანების დილის


შთაგონების ძალა

მორჩა, ხვალიდან ვჯდები დიეტაზე! ყოველ დილით ვიწყებ სირბილს და ვერაფერი (!) შემაჩერებს! შემდეგ კი… თუ შევწყვიტო მაზოლზე დაჭერა? მოდი შევხედოთ


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort