10 რამ, რაც ურთიერთობას აფუჭებს

by admin | Февраль 7, 2017 21:43

ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ზოგჯერ თითქოს მოულოდნელად ფუჭდება, მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში ასე მარტივად სულაც არაა. რომელიმე მხარე ყოველთვის შეცდომას უშვებს. ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა გვთავაზობს 10 ძირითად მიზეზს, რის გამოც ურთიერთობები ფუჭდება.

 

1. კრიტიკულობა — ხშირ შემთხვევაში ძალიან კონსტრუქციული კრიტიკაც კი პარტნიორს ძალიან აფრთხობს და აშინებს.

 

2. დაჟინება, რომ პარტნიორი გახდეს ზუსტად ისეთი როგორიც თქვენ ხართ — ეს ურთიერთობას ხშირად მოსაწყენს ხდის.

 

3. ინტიმური გარემოსგან თავის არიდება — ფიზიკური თუ ემოციური სიახლოვისგან გაქცევა პარტნიორებს შორის ბზარს წარმოშობს.

 

4. დადანაშაულება — ამ ხერხს ურთიერთობის დროს ხშირად მიმართავენ. სიტყვები „მე ვგრძნობ“ შეურაცხმყოფელი და არასერიოზულია პარტნიორისთვის.

 

5. გარიგება — ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი და დამანგრეველი ურთიერთობისთვის არის იმის აღმოჩენა, რომ პარტნიორი თქვენგან სანაცვლოდ რაიმეს ელოდება.

 

6. სპონტანურობა ურთიერთობებში — ხშირად, როდესაც რომანის თავდაპირველი ეიფორია გაივლის და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჯდება წყვილმა აღარ იცის როგორ მოიქცეს და ყველაფერს სპონტანურად აკეთებს. ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყველა ნაბიჯი გააზრებული გქონდეთ.

 

7. ნეგატივზე ფოკუსირება — თუ თქვენ პაარტნიორში მხოლოდ უარყოფითი მხარეების ძებნას დაიწყებთ და ნეგატიურად განეწყობით ეს ბუნებრივია ურთიერთობას დასასრულისკენ წაიყვანს.

 

8. უარის თქმა მოსმენაზე — გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერში მართალი ხართ თქვენს ურთიერთობას დასასრულს უქადის.

 

9. დამალოთ საჭიროებები — თუ თქვენ არასდროს ეტყვით პარტნიორს რა გჭირდებათ შესაძლოა ის თავად ამას ვერასდროს მიხვდეს, რაც თქვენს გრძნობას მის მიმართ გააქრობს.

 

10. ჯადოსნური ურთიერთობის მოლოდინი — ზღაპარი მხოლოდ ზღაპარია, რაც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს, თქვენ კი აუცილებელია მიწაზე მყარად იდგეთ.

ნანახია:(8289)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/10-ram-rac-urtiertobas-afuchebs/