10 მიზეზი, რომელმაც შეიძლება კარიერაში ხელი შეგვიშალოს | Jolo.ge


10 მიზეზი, რომელმაც შეიძლება კარიერაში ხელი შეგვიშალოს

10 მიზეზი, რომელმაც შეიძლება კარიერაში ხელი შეგვიშალოს

უკვე ყველასათვის დამტკიცებული ფაქტია, რომ აშენება გაცილებით უფრო ძნელია ვიდრე ყველაფრის ერთი ხელის მოსმით განადგურება. გთავაზობთ ათ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირად დაშვებულ შეცდომას, რასაც დამწყები კადრები კარიერის დასაწყისში უშვებენ.

1. ადამიანებთან ურთიერთობის არცოდნა
გამოკითხვის შედეგად დამტკიცდა, რომ დამსაქმებლებს ყოველთვის ურჩევნიათ ითანამშრომლონ დადებითი ენერგეტიკის მქონე კომუნიკაბელურ ადამიანებთან. შესაძლოა, მათ არც ისე დიდი გამოცდილება და კვალიფიკაცია ჰქონდეთ, მაგრამ დადებითი ენერგია, პოზიტიური განწყობა და შემართება ხელს უწყობს მათ წარმატებაში. კარიერულ კიბეზე წინსვლა, როგორც წესი, უფრო მეტად უჭირთ უჟმურ, ცოტა არ იყოს განზემდგომ და დაკომპლექსებულ ადამიანებს. კომუნიკაციის უნარის ქონა ან არქონა ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრას თქვენს ცხოვრებასა და კარიერაში.

2. არ გაქვთ გუნდურად მუშაობის უნარი და სურვილი
თუ თქვენ არ გსურთ მომავალში დიდი მწერალი ან მხატვარი გამოხვიდეთ, მაშინ თითქმის ნებისმიერ სფეროში მოგიწევთ თქვენს გუნდთან ერთად მუშაობა და პრობლემების გადაჭრა. თანამედროვე ბიზნესი, პირველ რიგში, მოითხოვს იცოდეთ საქმეების სწორად გადანაწილება და თქვენი პოზიციის დაცვა. გუნდური მუშაობის გარეშე კი თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ.

3. უპასუხისმგებლობა, დათქმული ვადების გადაწევა
თუ პროექტის ჩაბარების ბოლო ვადა არის ორშაბათი და თქვენ ხუთშაბათს შეძლებთ ყველაფრის დასრულებას, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ თუკი თქვენი ნაშრომით დიდად აღფრთოვანებული არავინ დარჩება, რაც არ უნდა კარგად გქონდეთ იგი შესრულებული. შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტი შესაძლოა ოდნავ უფრო ნაკლები შესაძლებლობების თანამშრომელს დაავალონ, მაგრამ რაც მთავარია მაღალი პასუხისმგებლობის მქონეს. ასეთ ადამიანთან საქმიანი ურთიერთობა გაცილებით უფრო უსაფრთხო და მარტივია.

4. არავის აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრება და პრობლემები სამსახურში
ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა. ადამიანებს ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ პირადი ცხოვრება და სამსახური ერთმანეთისთვის შეუთავსებელი ორი ატრიბუტია.

5. განდეგილობა
როგორც წესი, ეს ხდება მაშინ როდესაც ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის ადამიანები, რომლებიც თავს გვახვევიან ან უბრალოდ სხვადასხვა მიზეზის გამო გვერიდება ჩვენი თავის ბოლომდე წარმოჩენა. ესეთ თანამშრომელს თავისი კოლეგების დახმარების დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. გადაუდებელი სიტუაციის დროს მათ არ მოუნდებათ თქვენი დროებით ჩანაცვლება ან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობისას დახმარება.

6. სასიყვარულო ურთიერთობა სამსახურში
ამ სიტუაციამ შესაძლოა ცუდად იმოქმედოს თვითონ თქვენს მოტივაციასა და მუშაობის ხარისხზე. ალბათ დაგვეთანხმებით, არც ისე სასიამოვნოა, როდესაც შენი პირადი ცხოვრება მთელი კოლექტივის თვალწინ ვითარდება.

7. შიში, რომ არაფერი გამოგვივა
დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ არ გჯერათ საკუთარი თავის სხვები უფრო მეტად არ დაგიჯერებენ. აუცილებლად უნდა შეგეძლოთ ადექვატური რისკის გარჩევა სულელურისგან. იმის მაგივრად, რომ უკან დაიხიოთ და საკუთარ თავს უთხრათ „მე არაფერი არ გამომივა. ეს პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში“ უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქეთ და თქვით „მე უბრალოდ ვცდი და იმედია გამომივა“. ყველა ყოველთვის რაღაცით ვიწყებთ, შეუძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნით შორს წახვიდეთ თუკი პრაქტიკულად ამას ვერ გამოიყენებთ.

8. კონკრეტული მიზნების არქონა
სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს უბრალოდ არ გააჩნიათ კონკრეტული მიზნები, შესაბამისად შეუძლებელი ხდება მიზნების მიღწევა. მაგალითად, ალბათ ხშირად გსმენიათ „მე მინდა ვიყო წარმატებული და ბედნიერი ადამიანი„ მაგრამ ბედნიერება ხომ ყველასათვის კონკრეტული და თავისებურია?! ის რაც ერთს გააბედნიერებს, სხვას მსოფლიოში ყველაზე უბედურ ადამიანად აქცევს. ანალოგიურად ხდება კარიერაშიც, როდესაც ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია საკუთარ თავში გავერკვეთ და კონკრეტული მიზნები დავისახოთ.

9. უდიერი დამოკიდებულება გარეგნობის მიმართ

შესაძლოა რაღაც მხრივ ეს უსამართლობაა მაგრამ ფაქტია, რომ კარგი და მოვლილ გარეგნობის ადამიანებთან უერთიერთობა გაცილებით უფრო სასიამოვნოა. თანამედროვე სამყაროში გარეგნობას უდიდესი როლი აქვს და ე.წ მუნჯი რეკომენდაციაა.

10. იფიქრეთ სხვაზეც

იფიქრეთ სხვაზეც როდესაც ეწევით სიგარეტს საერთო კაბინეტში, პირად ტელეფონზე დიდი ხნით ესაუბრებით ან უარესი — ეჩხუბებით თქვენს მეგობარს. პატივისცემით მოექეცით კოლეგებს, არასდროს იჭორაოთ თანამშრომელბის კოლექტივში უფროსზე.

ბექა ჯანელიძე

წყარო: David Kenchadze

ნანახია:(528)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მოტივაცია

Related Articles

Facebook სიცოცხლეს ახანგრძლივებს…

ჟღერს თუ არა ეს განცხადება სერიოზულად, ის მკვლევარებს ეკუთვნით. ნამდვილ თუ ვირტუალურ მეგობრებთან მიმოწერა, ფოტოების გაზიარება, მოწონება, მათზე კომენტარების დატოვება,


„ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს, ის ვერ იტყვის, რა არის ქალი“

= ქალი ბუნების ყველაზე მისაღები შეცდომაა. = ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. = ქალი ყოველთვის მომხიბვლელია ყველა ასაკში.


ქალბატონები, რომლებსაც მეუღლეების წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვთ

მამაკაცის წარმატების მთავარი საიდუმლო ჭკვიანი და მოსიყვარულე ცოლია. ამაში დასარწმუნებლად უამრავი მაგალითი არსებობს, თუმცა მამაკაცებმა ეს ამ მაგალითების გარეშეც იციან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*