10 საოცარი რამ, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები სხვაგვარად აკეთებენ | Jolo.ge


10 საოცარი რამ, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები სხვაგვარად აკეთებენ

10 საოცარი რამ, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები სხვაგვარად აკეთებენ

გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები აკეთებენ სხვებისგან განსხვავებით, რაც მათ საშუალებას აძლევს ცხოვრებაში ბევრს მიაღწიონ.




ჩვენს საზოგადოებაში ფინანსურად წარმატებულ ადამიანებს ხშირად ცუდი რეპუტაცია აქვთ, განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბ ფენაში.


ჩვენ ხშირად ვუყურებთ სატელევიზიო შოუებს, გადაცემებს და ვფიქრობთ, რომ ფინანსურად წარმატებულობა ნიშნავს უდარდელად ცხოვრებას მათ ხარჯზე, ვინც ღარიბია. ამაში არის სიმართლის ნაწილიც, თუმცა ფინანსურად წარმატებული ადამიანების უმეტესობის ცხოვრებაში წარმატება – მხოლოდ მათი ისტორიის ნაწილია. 


ჩვენ ვერ ვხედავთ ყველაფერი ამის უკან რა დგას – ეს არის მიზანი, რთული სამუშაო, შეცდომები, სიფრთხილე თუ ჭკუა, რომელიც მდიდარი ადამიანის ცხოვრების სტილში შედის. მის-ის (მასობრივი ინფორმაციის საშუალებები) რეპორტიორებს არ უვლიათ სულ მათთან ერთად კამერით, როცა ისინი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, სასადილოებში მუშაობდნენ მანამ, სანამ მდიდრები და ფინანსურად წარმატებულები გახდებოდნენ, არავინ იბადება საბანკო ანგარიშებზე მილიონებით და ყველას აქვს საშუალება, რომ ფინანსურად წარმატებული გახდეს. 


წიგნში „გამდიდრების მეცნიერება“ უოლეს უოტლზი ამბობს:

მდიდრები ხდებიან ნიჭიერი და სულელი ადამიანები, შესანიშნავი ინტელექტუალებიც და უვიცებიც, ფიზიკურად ძლიერებიც და სუსტებიც, ავადმყოფი ადამიანებიც კი. გაგებისა და აზროვნების გარკვეული შესაძლებლობა საჭიროა, მაგრამ რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ ბუნებრივ შესაძლებლობებზე, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საკმარისი აზროვნება აქვს იმისათვის, რომ წაიკითხოს და გაიგოს ეს სიტყვები, შეუძლია გახდეს მდიდარი. 


აი ის 10 რამ, რასაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები სხვაგვარად აკეთებენ:



1. ისინი გარშემო იკრებენ პოზიტიურ ადამიანებს;


ისინი გარშემო იკრებენ პოზიტიურ ადამიანებს და დროს არ ხარჯავენ მათზე, ვისაც მათ ცხოვრებაში ნეგატივი მოაქვს. ისინი დროს ატარებენ ისეთ ადამიანებთან, ვინც მათ მუხტავს, მოტივაციას უმაღლებს. ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანს აყალიბებს მისი გარემოცვა, ამიტომ შემოიკრიბეთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, ჭკვიანი და პოზიტიური ადამიანი. გასაკვირია, რომ შეძლებული ადამიანების 67% დღის მანძილზე ტელევიზორს მხოლოდ 1 საათით ან უფრო ნაკლები დროით უყურებს და მხოლოდ 6% უყურებს რეალითი-შოუს. მგონი ღირს ამაზე დაფიქრება. 


2. ისინი მსხვერპლს იღებენ;


ფინანსურად წარმატებული ადამიანები მზად არიან შემოსავლების შემცირებისთვის, იაფფასიანი მანქანით და მცირე ზომის სახლით დაკმაყოფილებისთვის, როცა საკუთარი მიზნებისკენ სვლას იწყებენ. ისინი ფულს ინახავენ, ინვესტიციას ახორციელებენ ან რეინვესტირებენ ისეთ რაიმეში, რასაც საბოლოო ჯამში მოსდევს ფულადი სახსრების გაზრდა. ზოგჯერ უზრუნველყოფილი ადამიანები არჩევენ ეკონომიურად ცხოვრებას. უორენ ბაფეტი მანამ იყენებს ავტომობილს, სანამ ჯართად არ იქცევა და ვერავინ აიძულებს მას ახლის შეძენას. 


3. ისინი არ კარგავენ დროს საყვედურებზე;


როცა რაღაც უსიამოვნო ხდება, ისინი იცვლიან მიმართულებას, გაკვეთილად იღებენ ამას ან ეძებენ გზას, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ, როგორც საკუთარი უპირატესობა. 


4. ისინი პირველ რიგში ვალებს ისტუმრებენ და აკეთებენ ფულის ეკონომიას;

 

მათ იციან, რომ „ოდესმე, მას, ვისაც ვალები აქვს, არ ექნება არჩევანი იმის გარდა, რომ დარჩეს აუტანელ სამუშაოზე, ქალაქში ან სახლში საკუთარი სურვილის წინააღმდეგ “.


5. ისინი არ ადანაშაულებენ სახელმწიფოს ან ეკონომიკურ მდგომარეობას საკუთარ უბედურებაში;


ამის ნაცვლად ისინი პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და ქმედებებზე, მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საკუთარ მომავალზე და შეცვალონ ის. როგორც ჯიმ რონმა თქვა, მას 6 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ გამოემუშავებინა თავისი პირველი მილიონი. 


<p style=”margin: 0px; padding: 0px; font-family: ‘Times New Roman’; font-size: medium; text-align: justify;”>6. ისინი ფოკუსირებულნი არიან გრძელვადიან ფინანსურ მიზნებზე;

 

იმის მაგივრად, რომ ფული აკეთონ და შემდეგ ხარჯონ, ისინი გამოყოფენ დროს ფინანსური გეგმის შესადგენად, რაც მათ გრძელვადიანი მიზნების მიღწევის საშუალებას მისცემს. ამის შემდეგ ისინი მიჰყვებიან ამ გეგმებს. 

 


7. ისინი არ თვლიან, რომ ყველაფერი იციან;


მდიდარი ადამიანების 86%-ს უყვარს კითხვა და დარწმუნებულები არიან, რომ სწავლა მთელი ცხოვრება საჭიროა. 88% მათგანი კითხულობს საგანმანათლებლო ან მათ პროფესიასთან ახლოს მდგომ მასალებს არანაკლებ 30 წუთისა დღეში. 63% უსმენს აუდიოწიგნებს სამსახურში მისვლამდე ან იქედან სახლში წამოსვლისას. 


8. ისინი მომხმარებელს სთავაზობენ მომსახურებას ან პროდუქტს, რაც ფასეულია;

 

ისინი არ კმაყოფილდებიან იმის გადაყიდვით, რაც სხვებმა შექმნეს. 


9. ისინი გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე ოფისში მისვლა, სამუშაოს შესრულება და სახლში წასვლაა;


მაშინაც კი, თუ ისინი დაქირავებული თანამშრომლები არიან, ყოველთვის ეძებენ გზებს, რომლებიც კარიერული წინსვლის საშუალებას მისცემთ და ასრულებენ იმას, რაც მათ მოვალეობაში არ შედის. სტატისტიკის მიხედვით, ფინანსურად წარმატებული ადამიანების 44% იღვიძებს სამუშაოს დაწყებამდე 3 საათით ადრე. 


10. ისინი აღფრთოვანებულნი არიან ისეთი რამის შექმნით, რასაც ფული მოაქვს;



შეიძლება ითქვას, რომ ისინი ზრუნავენ მხოლოდ იმაზე, რასაც ფული მოაქვს, მაგრამ მათთვის ფული არ წარმოადგენს ერთადერთ პრიორიტეტს. ფინანსურად წარმატებული ადამიანები კმაყოფილებას იღებენ იმით, რომ მათი კლიენტები და მყიდველები ბედნიერები არიან. ამიტომ, ისინი არ საჭიროებენ თანამედროვე მოწყობილობებს და მსგავს სათამაშოებს, რადგან ბედნიერები არიან საკუთარი საქმიანობით. 


სინამდვილეში არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია გავლენა იქონიოს ხელისუფლებაზე, ეკონომიკაზე, ჩვენს მეგობრებსა და ნათესავებზე, რომლებიც ჩვენში ნეგატივს თესავენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის, თუ როგორ ვაზროვნებთ. თუ ჩვენ ვიაზროვნებთ ისე, როგორც ფინანსურად წარმატებული ადამიანები, ადრე თუ გვიან რეალურად გავხდებით ასეთი, მაშინაც კი თუ შესაძლებლობებში შეზღუდული ვართ. საბოლოოდ არაფერს დავკარგავთ, უბრალოდ შევიცვლით აზროვნებას. წარმატებებს გისურვებთ!

 


წყარო: b2p.ge


ნანახია:(167)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*