1 დღიანი ფსიქოლოგიური ტრენინგი „წარმატების გეგმა 2018“ | Jolo.ge


1 დღიანი ფსიქოლოგიური ტრენინგი „წარმატების გეგმა 2018“

1 დღიანი ფსიქოლოგიური ტრენინგი  „წარმატების გეგმა 2018“

გინდათ გარანტია იმისა რომ თქვენი ოცნებები ასრულდება????

 

გარანტია მხოლოდ იმისა არსებობს, რომ

თუ არაფერს შეცვლით, არც არაფერი შეიცვლება…

 

რისკენაც არ გადადგამთ ნაბიჯებს, ის არასოდეს მოხდება, თუმცა….

არსებობს შემდეგი პრეცენდენტი: — როცა დიდი სურვილის შემთხვევაში, მთა თავად მოდის თქვენთან :))

ეს ყველას განგვიცდია, როცა რაღაც ძალას გადავურჩენივართ, თუ აუსრულებია ჩვენი სურვილი….

 

მაგრამ ეს „რომანტიკა“ შეკვეთით არ გამოდის, ხან „გვიმართლებს , ხან არა“, ამიტომ ვიცი რომ ბევრი დრო არ გაქვთ და პირდაპირ მოგახსენებთ…

 

*თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისაკენ, შედეგის მისაღებად დაგჭირდებათ ქმედება,

*ქმედების დასაწებად გჭირდებათ კარგად შედგენილი გეგმა,

*გეგმის შედგენა შესაძლებელია სტრატეგიის არჩევის საფუძველზე,

*სტრატეგია შეგვიძლია აღმოვანოთ თქვენს მიზნებზე დაყრდნობით,

მიზნები თქვენს გონებაში ჩნდება ოცნებებიდან…( თუ არ ოცნებობთ, მიზნების ნაცვლად მხოლოდ საქმეები გექნებათ ცხოვრებაში და ეჭვი მაქვს დეპრესიაც მალე მოგაკითხავთ)

*ხოლო, ის თუ რაზე ოცნების უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, თქვენი ოჯახური, საზოგადოებრივი და პირადი ფასეულობებიდან მომდინარეობს

ყველაფერი ეს მჭიდროდაა გადაჭაჭვული,( მიუხედავად იმისა გიფიქრიათ ამაზე თუ არა) და ქმნის თქვენი ცხოვრების რეალობას.

 

თუ გსურთ რეალურად შეცვალოთ ის რასაც თქვენი დღევანელი რელაობა ქვია, უნდა დაიწყოთ ქმედება ახალი გეგმით, რომელიც გულისხმობს

არა მოვლენების მიყოლას ( როგორც იქნება ისე იქნება“)

არა სხვებზე პასუხისმგებლობის გადაბარებას ( სხვა გზა არ მქონდა იმიტომ რომ იმას, ამას, ჭირდებოდა)

არამედ იმ რეალობის შექმნას, რაზეც გიოცნებიათ, ან აღარც კი ოცნებობთ….

 

„წარმატების გეგმა 2018“ — ეს გახლავთ 1 დღიანი ფსიქოლოგიური ტრენინგი თემაზე —

* როგორ დავწეროთ ერთი წლის ეფექტური გეგმა,

*აღმოვაჩნოთ და აღმოვფხვრათ რა გვიშლის ხელს;

*გავითვალისწინოთ ყველა დამხმარე და ხელის შემშლელი ფაქტორი;

*მივიღოთ დავალებები, რომელთა შესრულებაც წარმატებაში დაგვეხმარება;

*გავითვალისწინოთ იმ ადამიანთა რჩევები, რომლებმაც წარმატებას უკვე მიაღწიეს.

 

ტრენინგის შემდგომ შედეგის მისაღწევად დაგჭირდებათ კვლავ ქმედება….

თუ თქვენ მზად არ ხართ ცვლილებებისთვის, გირჩევთ არ მიიღოთ ტრენინგის გავლის გადაწყვეტილება….რადგან იგი განკუთვნილია მათთვის ვინც ეძებს გზებს და არა მიზეზებს…

 

ტრენინგს უძღვება ფსიქოლოგი — ხათუნა მუზაშვილი.

 

ტრენინგი ჩატარდება 15 იანვარს 19:00 საათზე. თქვენ შეგიძლიათ :

გაიაროთ ტრენინგი „ონლაინ“ ფორმატში.

*დედამიწის ნებისმიერი ადგილიდან ჩაერთოთ და დასვათ კითხვები;

*მიიღოთ ჩანაწერი ( თუ ტრენინგის დრო არ იქნება მოსახერხებელი);

*ტრენინგის მასალები მიიღოთ ფოსტით ( სამოტივაციო 365 დღიანი ბლოკნოტი, რომელიც მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

( სამოტივაციო ბლოკნოტი შექმნილია სპეციალურად ამ ტრენინგისათვის).

ან

დაესწროთ ტრენინგს შემდეგ მისამართზე :

თბილისი პეკნის 21.

ტრენინგის საფასური ( სამოტივაციო ბლოკნოტის გათვალისწინებით) — 80 ლარი.

ონლაინ დასწრების შემთხვევაში ბლოკნოტი გადმოგეგზავნებათ ფოსტით.

საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურება შედის საფასურში.

ევროპის შემთხვევაში 120 ლარი ( ტრენინგი+ბლოკნოტი+ საფოსტო მომსახურება);

ამერიკის შემთხვევაში 150ლარი ( ტრენინგი+ბლოკნოტი+ საფოსტო მომსახურება);

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 593 94 5008.

გილოცავთ შობა ახალ წელს!

 

ფსიქოლოგი, ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(125)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„ნამდვილი წარმატების ფორმულა“ — თამარ კვარაცხელიას ტრენინგი

ნამდვილად არ ვიცი, ცხოვრებაში გქონიათ თუ არა შემთხევა, როდესაც არ იცი რა გააკეთოთ, რა გზას დაადგეთ და გადაწყვეტილებებს რომელსაც ამ დროს


ხათუნა მუზაშვილის წიგნის პრეზენტაცია და ტრენინგი ბათუმში

დღეს ბათუმში, ლიტერატურულ კაფეში ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. … წიგნმა „გაზაფხული შეკვეთით“ უკვე ბათუმელ ქალბატონებთანაც დაიდო ბინა. პრეზენტაცია


გინდა დაქოქვა და ცხოვრების შეცვლა? — მიიღე საჩუქარი ხათუნა მუზაშვილისგან

„ეს სტატუსი მე მეკუთვნის ზუსტად ხათო <3 შენ ხარ ის, ვინც პირველად დამქოქე, სამყარო სხვა თვალით დამანახე, დამიბრუნე ცხოვრების ხალისი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*