fbpx

ცნობიერის I – II – III დონე – წარმატების საიდუმლოებები

ავტორი ჟოლო
4,224 ნახვა

„ადამიანის წარმატება ან წარუმატებლობა მისი ცნობიერის მდგომარეობაა“- ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და ცნობიერის სამ დონეზე საუბრობს.

თამარ კვარაცხელია: „ცნობიერი მონაწილეობს – გადაწყვეტილებების მიღებაში, სიტუაციის ანალიზში, შეხედულებების, მტკიცებულებების და რწმუნებულებების ფორმირებაში. წარმატების საიდუმლოებებში განდობილებმა,  კარგად იციან,  რომ ყველაფრის (წარმატების ან წარუმატებლობის) საწყისი ჩვენი აზრებია.

ერთი იგავი გამახსენდა 

ახალაგაზრდა, მდიდარულად ჩაცმული კაცი, რომელსაც ძვირფასი აქსესუარები ეკეთა,  ბრძენს დაეკითხა:

„მე მაქვს ყველაფერი. მივაღწიე რისი მიღწევაც კი შეიძლებოდა, მაგრამ ბედნიერება ვერ ვიპოვე. რა დავთმო იმისათვის, რომ ვიყო ბოლოს და ბოლოს ბედნიერი?“

ბრძენმა კარგად შეათვალიერა და მშვიდად უპასუხა:

„შენთვის ორი ამბავი მაქვს – კარგი და ცუდი. კარგი მდგომარეობს იმაში, რომ არ მოგიწევს ამ ყველაფერთან დამშვიდობება. სიღარიბე ვერ გაგხდის შენ ბედნიერს. ცუდი ამბავია – მოგიწევს დაემშვიდობო გაცილებით  მეტს – შენს აზრებს“

თუ ჩვენ არ მოგვწონს ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, მაშინ, გადასახედია ჩვენი აზრები. ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინმა თქვა  – „პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია, ცნობიერის იმ დონეზე, რომელზეც ის წარმოიშვა“.

წარმატების ექსპერტები თვლიან, რომ არსებობს ცნობიერის სამი დონე, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანითისაგან და თითოეული მათგანი განსაზღვრავს, ადამიანის ცხოვრების ხარისხს. თითოეული დონე, თავის თავში მოიცავს, ამა თუ იმ შეხედულებების, ცხოვრებისეული წესების, ფასეულობების და რწმუნებულებების ნაკრებს.

ეს ყველაფერი, არ არის მოცემულობა, მიიღეთ ისე როგორც გსურდეთ.

მაშ ასე, დავიწყოთ:

ცნობიერის პირველი დონე – „მსხვერპლი“

მსხვერპლები ძირითადად ცხოვრეობენ თვითგადარჩენის ინსტიქტით, საკუთარ ცხოვრებაზე მუდმივ ფორიაქსა და შიშში.msxverplii

გამოთქვამენ უკმაყოფილებას – სამსახურის თაობაზე, უფროსზე, მეგობარზე, ხელისუფლებაზე, ზოგადად ცხოვრებაზე.  გამუდმებით წუწუნებენ და გარემოებების მსხვერპლად მიიჩნევენ თავს. მათი სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერს: „მე რომ პატრონი მყოლოდა“, „ნორმალურ სამსახურს სად ნახავ“, „აი, ასეთ ხალხს, აქვს ფული..“ „სამსახურს თავს ვერ დავანებებ, მიუხედავად იმისა, რომ მძულს საქმე, რომელსაც ვაკეთებ“ „ მომბეზრდა, მაგრამ სხვა გზა არ არის“ „ვალდებული ვარ“…

 გეცნობათ?

იყო ცნობიერის „მსხვერპლის“ დონეზე არც კარგია და არც ცუდი. ყველა თავად იღებს გადაწყვეტილებას – რა აზრებს ატარებდეს, როგორ მეტყველებდეს და როგორ მოქმედებდეს. საქმე, იმაშია, რომ ამ კატეგორიაში მყოფთათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომფორტში ჯდომა, ურისკო ცხოვრება, გარანტიები ცხოვრებაში. ამიტომაც მათი უმრავლესობა ირჩევს დაქირავებულ შრომას (ანუ მუშაობას „ვიღაცაზე“), რათა ჰქონდეთ გარანტირებული, მოჭრილი ხელფასი თვის ბოლოს, ოცნებობენ – იმუშაონ და დაბერდნენ ერთ სამსახურში, კოლექტივში და გავიდნენ ბედნიერები პენსიაზე.

ნებისმიერი ცვლილება, მათ ცხოვრებაში აღიქმება ძალიან მტკივნეულად, როგორც საშიშროება. 

ცნობიერის მეორე დონეა – „ბატონ-პატრონი“

ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ცნობიერის მოცემულ დონეზე, მათთვის შეუძლებელი არაფერია. მათ სჯერათ საკუთარი თავის და  საკუთარი წარმატების ცხოვრებაში. ამ ადამიანებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ სამყარო სავსეა შესაძლებლობებით და საჭიროა მოქმედება.                                                        „ბატონ-პატრონის“ ცნობიერის ადამიანებს, ახასიათებთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების, მოქმედების უნარი და აღწევენ მიზანსაც. ისინი თავს გრძნობენ, თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონად. ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული საკუთარ თავზე და არ უყურებენ ხელში არავის, როგორც პირველი დონის შემთხვევაში.

მათგან ვერ გაიგებ ისეთ დიალოგს როგორიცაა: „რატომ მაინცდა მაინც მე უნდა შემთხვეოდა?“…  რადგანაც, ამ კატეგორიაში მყოფმა ადამიანებმა კარგად უწყიან, რომ ნებისმიერი პრობლემა რომელიც მათ ცხოვრებაში წარმოიშობა, არის ახალი კარები უკეთესი შესაძლებლობებისკენ.. სწორედ, ასეთ ადამიანებთან საქმდება ხალხი, პირველი დონიდან. მათ უმრავლესობას აქვს საკუთარი საქმე, ბიზნესი, საწარმოები…

იმისათვის, რომ გადახვიდე „მსხვერპლის“დონიდან, „ბატონ-პატრონის“ დონეზე საჭოროა აზროვნების ტრანსფორმაცია  და ცხოვრებისეული პარადიგმის შეცვლა, სხვანაირად შეუძლებელია!!!!!

ცნობიერის მესამე დონე – „ჯადოქარი“

ეს არის, ცნობიერის ყველაზე მაღალი დონე. ადმიანების ძალიან მცირე კატეგორია ადის ამ საფეხურზე. ისინი დარწმუნებულები არიან – ცხოვრება სავსეა, იმ ყველაფრით, რაც გინდა და ყველასთვის ყველაფერი საკმარისია. მათ გააჩნიათ განსაკუთრებული აზროვნება – არ სჯერათ არანაირი „ცრურწმენის“, „ბედის“ „იღბაuspლის“.  კარგად ესმით – იმისათვის, რომ „რაიმე“  შეცვალო ბედში, „რაიმე“ უნად შეცვალო შენში. მხოლოდ ასე შეიძლება მიიღო ესა თუ ის სიკეთე ცხოვრებაში. ისინი იღებენ ცხოვრებისგან იმას რაც სურთ და ამას ახერებენ იმდენად სწრაფად, რამდენად სწაფადაც შეძლებენ გააზრებას – რა უნდათ და რატომ უნდათ.

„ჯადოქრებს“ ახასიათებთ პოზიტიური აზროვნება და თუ შემოეპარებათ ნეგატივი, შეუძლიათ მისი მომენტალური ტრანსფორმირება. პრობლებეს იღებენ, როგორც საშუალებას გაიუმჯობესონ ცხოვრება.

პრობლემა, ჭრაჭუნა ქაღალდში შეფუთული შესაძლებლობაა. 

ისინი მიიწევენ წინ, მუდმივად ვითარდებიან, აღწევენ ყველაფერს რასაც მოისურვებენ. ამ ყველაფერს აღწევენ, შინაგანი მუშაობით და არა გარეშე ფაქტორების მიმართ, რელობასთან ბრძოლით. როგორც წესი ასეთი ადამიანები, არიან დიდი ქველმოქმედნი, ტრიალებენ წარმატებულ ადამიანთა გარემოცვაში. ასხივებენ სიკეთეს და სიყვარულს.

რა გამოდის?

როგორც ფოქრობთ,  ისე ცხოვრობთ?

რა უნდა გავაკეთო, რომ გავიუმჯობესო ცხოვრების ხარისხი?

თუ ეს კითხვები გაგიჩნდათ და გინდათ პასუხის პოვნა, პასუხებს ვერ იპოვით გარეთ ან გარემოებების შეცვალში, ცხოვრებასთან ბრძოლაში.

 მაშ როგორ უნდა მოიქცეთ?

მოაწესრიგეთ  თავდაპირველად თქვენი „თავი“, დაალაგეთ „ტვინი“ – შიგ მოარული აზრების სახით. გადახედეთ თქვენს ცხოვრებისეულ პარადიგმას – რაზე ფიქრობთ, რა შეხედულების ხართ საკუთარ თავზე, გარშემომყოფებზე, ადამიანებზე საერთოდ… რა შეხედულებები, რწმუნებულობები, ფასეულობები და უპირატესობები გაქვთ ცხოვრებაში.

სრულებით შესაძლებელია, პრეტენზია გქონდეთ, რომ ხართ ცნობიერის „ბატონ-პატრონის“ დონეზე და თუმცა, სინამდვილეში აზროვნებდეთ როგორც „მსხვერპლი“…

ასე, რომ განსაზღვრეთ, როგორი ცხოვრება გინდათ? შემდეგ გაარკვიეთ, თუ რომელ ცნობიერის დონეს შეესაბამება სასურველი და გადადით მოქმედებაზე. იმოქმედეთ! იმოქმედეთ! იმოქმედეთ!

წარმატებებს გისურვებთ,

თქვენი ქოუჩი და წარმატების ექსპერტი პიროვნული ზრდს საკითხებში

თამარ კვარცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

2 კომენტარი

Anonymous May 6, 2021 - 10:55 am

Ме упро меоре категориас векуивни, миухедавад имиса, ром укве сакмаод цловани вар, маинц впикроб месаме сапехурзе гадасвлас. Мадлобт ам саинтересо статииствис, беври рам ар вицоди да шеугнеблад сцорад викцеоди. Мадлоба, мадлоба да исев мадлоба

პასუხი
Anonymous February 12, 2022 - 5:48 pm

მადლობა

პასუხი