fbpx

რით იქნება გამორჩეული მწვანე თხის წელი? – ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

ავტორი ჟოლო
17 ნახვა

დამდეგი 2015 წელი მწვანე თხის წელია. როგორც ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, წელს ადამიანებს გაუძნელდებათ ამა თუ იმ საკითხზე კონსესუსის მიღწევა, რადგანაც თხა ჯიუტი ცხოველია.

 

 

ასტროლოგი გვირჩევს თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელიწადს, ამასთან ის ქართული პოლიტიკის ასპარეზზე ახალი ძალის გამოჩენას პროგნოზირებს.

 

როგორ გავაცილოთ 2014 წელი?

 

თუ ნამდვილი, ძველი ქართული გაცილება გნებავთ, მაშინ ეს წელი 21 დეკემბერს უნდა გააცილოთ, როდესაც მზე თავის განვითარებას ასრულებს. ეს არის ძველი მზის კვდომის პერიოდი. ქართველები სწორედ ამ დროს აცილებდნენ ძველ წელს და 23-24 დეკემბრიდან ახალი წლისადმი პატივისცემის მიგება სპეციალური რიტუალებით იწყებოდა.

 

ჩვენ ეს ყველაფერი დავივიწყეთ, ამიტომ ვხვდებით ახალ წელს 31 დეკემბერს, თუმცა ძველი წლის გაცილება უფრო სწორი 21-23 დეკემბერს იქნება.

 

როგორი სუფრით უნდა შევხვდეთ ახალ წელს? ხომ არ უნდა გვქონდეს რაიმე განსაკუთრებული ატრიბუტი?

 

სუფრაზე განსაკუთრებული არაფერი გვჭირდება იმიტომ, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თხის წელი მხოლოდ 19 თებერვლიდან იწყება, ანუ 31 დეკემბერს ჯერ კიდევ ცხენის წელია, ამიტომ სუფრასთან ცხენისთვის დამახასიათებელი ელემენტები იქნება საჭირო.

 

მთავარია, სუფრაზე არ იყოს ცხვრისა და ცხენის ხორცი, დანარჩენი რაც გნებავთ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

კარგი იქნება თუ ახალ წელს ოჯახში შევხვდებით, საყვარელ ადამიანებთან ერთად. კარგი იქნება ასევე მას ბუნებაში შევხვდეთ.

 

აუცილებელია ახალი წლის ღამეს მხიარულება, თავისუფლება, იუმორი, ცეკვა.

 

აუცილებელია, 31 დეკემბერს სუფრაზე ცხენისა და თხის სიმბოლიკა გვქონდეს, ხოლო 19 თებერვლიდან მხოლოდ თხა დარჩება.

 

ზოგადად, როგორი იქნება 2015 წელი?

 

ეს წელი არ იქნება ისეთი აქტიური და ენერგიული, როგორც ცხენის წელიწადი. ზოგადად, ცხენი ძალიან ენერგიულია, ტემპსაც უმატებს და სიგიჟეებიც ახასიათებს. თხა უფრო წყნარია, თუმცა უფრო ჯიუტიც, ამიტომ მოლაპარაკებები ადვილად არ წარიმართება. სიჯიუტე ორივე მხრიდან თვალშისაცემი იქნება, ამიტომ ესა თუ ის საკითხი კარგა ხანს შეიძლება ვერ გადაწყდეს.

 

სამაგიეროდ, მწვანე თხის წელი უფრო მშვიდი იქნება. თხას არ უყვარს აგრესია, არ უყვარს ხმაური, ამიტომ ომებს, სხვადასხვა კატაკლიზმებს, ტერორისტული აქტებს, რაც წელს საკმარისად არის და 19 თებერვლამდე კიდევ იქნება, მომავალ წელს ნაკლებად უნდა ველოდოთ.

 

ეს არის მორბენალი ცხენის ელემენტები, რომელიც ჯირითის დროს რას გადაუვლის კაცმა არ იცის. საერთო ჯამში, თხა უფრო მეტად დაამშვიდებს სიტუაციას და წელიწადი სტაბილური იქნება.

 

ითვლება, რომ 12 ზოდიაქოში თხა არის ყველაზე იღბლიანი, ფორტუნა ყველაზე მეტად თხისკენ არის, ამიტომ იმისთვის, რომ იღბალმა გაგიღიმოთ, 2015 წელი ერთ-ერთი ყველაზე კარგია. მომავალ წელს იღბალი ბევრ ადამიანს გაუღიმებს.

 

წყარო: etanews.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment