fbpx

მძიმე კაცი: „პოლიტიკოსები წნეხში უნდა გყავდეს ყოველთვის…“

ავტორი ჟოლო
96 ნახვა

„ქორწილამდე სექსი, ცოდვა კი არა, მადლია… საქართველოში სექსშოპებიც უნდა იყოს და ბევრად მეტი თავისუფლება, რომ ეს ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს“ – ამბობს მძიმე კაცი… რომელიც ბევრად განსხვავებული და მხიარულია გადაცემის მიღმა…

საზოგადოებისთვის ის მძიმე კაცია, მეგობრებისთვის უბრალოდ, „კოვზირა“… სტუმრები კი ეუბნებიან, პროკურორივით მკაცრი ხარო… 

მიმიხვდით, ალბათ, იმ კაცზეა საუბარი, რომელიც თავის სტუმრებს გადაცემაში „დაკითხვას“ უწყობს… მძიმე კაცი, ტაბულას „გაუღიმარი ხელმწიფე“ დავით კოვზირიძეა… 

პროკურორად მონათლული წამყვანი რესპონდენტის ამპლუაში ღიმილიანია, მსუბუქი იუმორით… 

ბავშვობაში თურმე ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, ძალიან მაგრად ვთამაშობდიო, მაგრამ მშობლებმა რატომღაც ფეხბურთზე არ შეიყვანეს. მას მერე ჟინს იმით იკლავს, რომ სოლოლაკში ქუჩის ფეხბურთს მეგობრებსა და უბნელებს ეთამაშება… ეტყობა ფეხბურთის ამგვარმა სიყვარულმა „აიძულა“, რომ ფეხბურთელებზე ეწერა. ჰოდა, მისი ჟურნალისტური კარიერა, წლების წინათ, სპორტული გაზეთით „სარბიელით“ დაიწყო…  თუმცა, ჟურნალისტობამდე სულ სხვა პროფესიას დაეუფლა… 

დავით კოვზირიძე: –  გაგეცინებათ და პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს,  რა ხდება ამ სფეროში. ბავშვობაში წერა მიყვარდა. რაღაცას დავწერდი, მერე კლასს წავუკითხავდი და იხოცებოდნენ სიცილით. სულ მთხოვდნენ, რამე დაწერეო… მეც, სკოლიდან მოყოლებული, სულ რაღაცებს ვწერდი ხოლმე…

მერე, მეგობარმა მირჩია, იქნებ, ბედი „სარბიელში“ სცადოო. გამიმართლა, ძალიან მაგარ პერიოდში აღმოვჩნდი იქ, გიო ახვლედიანით დაწყებული, ძალიან მაგარი ჟურნალისტები მუშაობდნენ მაშინ. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. შრომაც ბევრი მიწევდა, ძალიან ვიღლებოდი კიდეც, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ ბევრი რამ მომცა „სარბიელში“ გატარებულმა სამმა წელმა… იქიდან მოყოლებული, ხშირად ვიცვლიდი ჟურნალ-გაზეთებს, ბევრგან მომიწია მუშაობა, ძირითადად სპორტზე ვწერდი, 2010 წლიდან „ტაბულაში“ ვარ, მანდაც სპორტს ვკურირებდი, მერე კი ნელ-ნელა არასპორტულ თემებზეც გადავედი… 

ასე განვითარდა ჩემი ჟურნალისტური კარიერა… 

– ამ გადაცემის იდეა როგორ გაჩნდა?

– მეგობრებთან ერთად კაფეში ვიჯექი, ინტერნეტ ტელევიზიას აკეთებდნენ, გადავწყვიტეთ რაიმე სახის გადაცემა გაგვეკეთებინა. მერე ფორმატიც შევარჩიეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ მე უნდა წამეყვანა. სულ სამნი ვისხედით. მძიმე კაცი გადაცემას ერთ-ერთმა მეგობარმა დაარქვა…

– რატომ მძიმე კაცი?

– ალბათ, ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს… მძიმე კითხვებსაც ვსვამ, ოღონდ უფრო პოლიტიკოსებთან, იმიტომ რომ პოლიტიკოსები წნეხში უნდა გყავდეს ყოველთვის, მაგათი მოდუნება არ შეძლება.

– ე.ი. შენ ახერხებ, რომ პოლიტიკოსები წნეხში გყავდეს?

– ალბათ…  იმიტომ რომ გადაცემაში აღარ მოდიან.

– ეშინიათ შენი?

– შეიძლება, ზუსტად არ ვიცი. არადა საშიში არაფერია, მეგობრები სულ მეუბნებიან – აი, ის მოიყვანე, ძალიან ცუდად იქცევა და დედა ვუტიროთო… მაგრამ ეს გადაცემის მიზანი არ არის… უფრო, ალბათ, ის აშინებთ, რომ სარკესავით არის, ისეთ კითხვებს ვსვამ, თუ არაბუნებრივად უპასუხებს, გამოჩნდება… ასეთი ფორმატი გამოვიდა და რახან არ მოდიან ე.ი. კარგია… 

– მაინც ვინ არ მოდის, ვის დაურეკეთ და ვინ გითხრათ უარი?

– ძალიან ბევრმა, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი, იქნებ მოვიდნენ… თუმცა, ხელისუფლებაში ვინც არის, ძირითადად ის შინდება და არ მოდის. საერთოდ, ძალიან შეკუმშული ფორმატია, ძალიან მოკლე პასუხები უნდა გამცენ, ეს იციან და, ალბათ, ესეც აშინებთ, ქართველებს უყვართ ბევრი ლაპარაკი, მით უმეტეს პოლიტიკოსებს და ეტყობა შეზღუდულად გრძნობენ თავს. 

– კითხვებს თავად ადგენთ?

– რა თქმა უნდა, მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს, სტუმრის შესახებ ვეძებ ინფორმაციას. 2-3 დღე მჭირდება, რომ 20-30 კითხვა გავამზადო, მერე სტრუქტურულად ავაწყო. უბრალოდ კი არ ვყრი იმ კითხვებს, ვალაგებ კიდეც… ბევრს კი ჰგონია, რომ ეს მარტივად გასაკეთებელი გადაცემაა, მაგრამ არ არის ასე…  

– დასამახსოვრებელი რესპონდენტი რომელი იყო?

– ამ გადაცემის პირველი სტუმარი კოტე ყუბანეიშვილი იყო, მგონია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანები საქართველოში ძალიან ცოტაა. ერთ სიტყვაში ავუხსენი მისგან რა მინდოდა, თუ რა ფორმატის გადაცემა იყო, ძალიან ზუსტად მიიღო და სხარტად მიპასუხა. ძალიან უცნაური გამოვიდა ანდრია ურუშაძის გადაცემა… ზოგადად, ყველა თავისებურად საინტერესოა, იმიტომ რომ ძალაუნებურად ყველა იხსნება, თავიდან ცოტა მებრძვიან და მომზადებულები მოდიან, მაგრამ, რაღაც მომენტში იხსნებიან.

– შენი გადაცემა, როგორ ფიქრობ, დისკომფორტს არ უქმნის რესპონდენტს? 

– უქმნის, უმეტესობა თავიდან ძალიან ნერვიულობს, ყველას ვეკითხები – გაქვთ თუ არა ნანახი გადაცემა? ბევრი მპასუხობს – არაო… მერე ვატყობ, რომ მომზადებულები არიან და ყველა გადაცემა ნანახი აქვთ. ვინც მომზადებული მოდის, ის უფრო ნერვიულობს…

– ეს გადაცემა რამდენად შენია?

– იმას არასოდეს ვაკეთებ, რაც ჩემი არ არის, ვერ ვიტან იმის კეთებას, რაც არ მომწონს. ძალიან მიხარია, რომ სულ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მომწონს და რითიც ვცხოვრობ… ჩემი რომ არ იყოს, ნაღდად არ გავაკეთებდი. მე თვითონვე მაინტერესებს ის ტიპები, რომლებიც ჩემს გადაცემაში მოდიან, მაინტერესებს მართლა როგორი ტიპები არიან და მინდა, რომ ეს ხალხმაც ნახოს… 

ჩემთვის ყველა რესპონდენტი საინტერესო მასალაა, ყველა სხვადასხვანაირად აზროვნებს, სხვადასხვანაირი ინტერესები აქვს და ყველას  თავისი კუთხიდან უნდა მოერგო. მაინც, ლავირება დასახვეწია… ძალიან მინდა მოუხშირონ რესპონდენტებმა ჩემს გადაცემაში სიარულს, ძირითადად ისევ პოლიტიკოსებზე მაქვს აქცენტი… 

– გადაცემის მიღმა რა ხდება შენს ცხოვრებაში, დაოჯახებული თუ ხარ?

–  ჩემი მეუღლეა ეკა შალიკიანი, ერთი შვილი გვყავს გოგლა. 

– მეუღლე რა პროფესიის არის?

– კოსმეტოლოგი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში, იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლეა, მართლაც  ასეა, ყოველწლიურად დადის ევროპაში, იღებს განათლებასა და პრაქტიკას და ძალიან უყვარს თავისი საქმე…

– ცოლი სიყვარულით მოიყვანეთ?

– ჰო, აბა როგორ უნდა მომეყვანა?!

– გარიგებაც ხომ გვაქვს ქართველებს?

– მე ასეთი რაღაცების არ მწამს…

– როგორი ქმარი ხართ?

– მომთხოვნი არ ვარ. მე და ჩემს ცოლს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთის ცხოვრებაში ზედმეტად არ ვყოფთ ცხვირს. ძალიან მაგარი ძმაკაცები ვართ. სიურპრიზებისა და საჩუქრების კეთება ერთმანეთისთვის ორივეს გვიყვარს.

– რჩევებს თუ გაძლევს ხოლმე გადაცემასთან დაკავშირებით?

– ვსაუბრობთ ხოლმე, თუ რამე არ მოეწონება მეუბნება, იდეებსაც მაწვდის. კითხვებში კი ცხვირს არავის ვაყოფინებ.

 – მოდი რამდენიმე კითხვა შენი გადაცემიდანაც დავსვათ… პრეზერვატივების თემა გაქვს ხოლმე ხშირად. როგორ ფიქრობ, ბუსუსებიანი პრეზერვატივები უნდა იყიდებოდეს?

– ბუსუსებიანიც უნდა იყიდებოდეს, მარწყვის გემოიანიც და საერთოდ, ყველა სახის, რაც კი მსოფლიოში პრეზერვატივი არსებობს… სექსშოპებიც უნდა იყოს და ბევრად მეტი თავისუფლება, რომ ეს ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს.

– აუცილებელია, რომ ქალიშვილი გათხოვდეს ქალი?

– ცოტა მგონი სიველურეა იმის მოთხოვნა, რომ გოგო აუცილებლად ქალიშვილი  იყოს, როცა გათხოვდება. 30 წლის ქალიშვილი მგონი მარაზმია. 16-17  წლიდან დაწყებული სექსუალური ცხოვრება უნდა ჰქონდეს ყველას… 

მაშინ, როდესაც მე ვიყავი 16 წლის ძალიან რთულად იყო ეს საკითხი, დღეს კი, მიხარია, რომ პატარა 20-21 წლის ჩემს თანამშრომლებს და მეგობრებს, ამ მხრივ, ბევრად უკეთესად აქვთ საქმე. ვისაც სექსი უნდა, იმას სექსი აქვს და ეს ძალიან ბუნებრივიც არის…

– და გჯერათ, რომ ეს მართლა ასეა?

– ეტყობა იმათ წრეში ასეა და მე ძალიან ვემხრობი ამას… რა არის ამაში გასაკვირი, ეს ხომ ბუნებრივი რამ არის?  როგორც ჭამა უნდა ადამიანს, ისე უნდა სექსიც… სექსის გამო ცოლს ხომ არ მოიყვან… ამიტომ ვინც ასე არ ფიქრობს, არ არის ეს ჯანმრთელი და ეს უნდა შეიცვალოს… ვინც სწორად ცხოვრობს, გაუმარჯოს იმ ხალხს, ვინც არ ცხოვრობს, ვურჩევ, რომ იცხოვრონ…

– ცოდვად რას თვლით?

– მე ჩემი კრიტერიუმები მაქვს. ცოდვად მიმაჩნია ძირითადად ის, რაც ზოგადად არის აღიარებული ცოდვად. ცუდი საქციელი, რაც სხვას ვნებს და ასევე შენც, ცოდვაა…

– ქორწილამდე სექსი ცოდვაა?

– არა კაცო, როგორ შეიძლება ეგ ცოდვა იყოს, ცოდვა კი არა, მადლია…

– რაზე ნერვიულობ ხოლმე ყველაზე მეტად?

– წყობიდან ადამიანების სიბნელეს და უმეცრებას გამოვყავარ. იმას, რომ არავინ არაფრის კეთება არ იცის და ძალიან დიდი ამბიციები აქვთ. ეს კატასტროფაა, ამიტომაც ვცხოვრობთ ისე რა ქვეყანაში. ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს,  გადასარევად ვიქნებით და ერთმანეთის ცხოვრებაშიც თუ არ ჩავყოფთ ცხვირს, ესეც შესანიშნავი იქნება… რაც უფრო თავისუფლები ვიქნებით, მით უკეთესი ჩვენთვის… ისე, როგორც ევროპაშია…

– ეს როდის იქნება დავით?

– ეს მაშინ იქნება, როცა მოვინდომებთ, ჩვენი საქმის კეთებას ვისწავლით, ვიშრომებთ და დავისვენებთ ისე, როგორც გვიხარია დასვენება. არავინ არ შეგვზღუდავს, არც შრომის დროს და არც დასვენების დროს… ცხოვრება იმისთვის ღირს, რომ მაქსიმალურად ისიამოვნო…

– ახერხებთ ამას?

– ვერა

– რატომ, რა გიშლით ხელს?

– იმიტომ, რომ არ მაძლევენ საშუალებას, სიამოვნება მივიღო. ჯერჯერობით ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, სულ ქაოსია ჩვენს ქვეყანაში. ვერ დავლაგდით. როცა დალაგებული არ ხარ, რაღაცები არეულია და ბევრი რამ ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა, ძალიან მინდა, როგორც ევროპა ცხოვრობს, ისე ვიცხოვროთ ჩვენც. ადამიანი გრძნობდეს თავს ადამიანად. სხვა რისთვის უნდა იცხოვრო? 

– საერთოდ არ ყოფილხართ მძიმე კაცი

– გადაცემაში ვინც მოდის, ამბობს, მძიმე ხარო.. ბევრი იმასაც მეუბნება,  პროკურორივით ზიხარო…ზოგიერთისთვის კი საერთოდ არ ვარ მძიმე კაცი… მეც, არა მგონია, რომ ძალიან მძიმე ვიყო… უბრალოდ, დილით, სანამ ყავას დავლევ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე… ოღონდ ესეც ცოტა ხანი, მერე უკვე აღარ… სხვათა შორის დავინტერესდი ასე რატომ ხდება-მეთქი და ბევრმა მითხრა, ჩვენც ვბუზღუნებთო… ეტყობა მამაკაცების უმეტესობა ასეა… 

დეა თავბერიძე

მიმიხვდით, ალბათ, იმ კაცზეა საუბარი, რომელიც თავის სტუმრებს გადაცემაში „დაკითხვას“ უწყობს… მძიმე კაცი, ტაბულას „გაუღიმარი ხელმწიფე“ დავით კოვზირიძეა… 
პროკურორად მონათლული წამყვანი რესპონდენტის ამპლუაში ღიმილიანია, მსუბუქი იუმორით… 
„კოვზირა“ თურმე ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, ძალიან მაგრად ვთამაშობდიო, მაგრამ მშობლებმა რატომღაც ფეხბურთზე არ შეიყვანეს. მას მერე ჟინს იმით იკლავს, რომ სოლოლაკში ქუჩის ფეხბურთს მეგობრებსა და უბნელებს ეთამაშება… ეტყობა ფეხბურთის ამგვარმა სიყვარულმა „აიძულა“, რომ ფეხბურთელებზე ეწერა. ჰოდა, მისი ჟურნალისტური კარიერა, წლების წინათ, სპორტული გაზეთით „სარბიელით“ დაიწყო…  თუმცა, ჟურნალისტობამდე სულ სხვა პროფესიას დაეუფლა… 
დავით კოვზირიძე: –  გაგეცინებათ და პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს,  რა ხდება ამ სფეროში. ბავშვობაში წერა მიყვარდა. რაღაცას დავწერდი, მერე კლასს წავუკითხავდი და იხოცებოდნენ სიცილით. სულ მთხოვდნენ, რამე დაწერეო… მეც, სკოლიდან მოყოლებული, სულ რაღაცებს ვწერდი ხოლმე…
 მერე, მეგობარმა მირჩია, იქნებ, ბედი „სარბიელში“ სცადოო. გამიმართლა, ძალიან მაგარ პერიოდში აღმოვჩნდი იქ, გიო ახვლედიანით დაწყებული, ძალიან მაგარი ჟურნალისტები მუშაობდნენ მაშინ. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. შრომაც ბევრი მიწევდა, ძალიან ვიღლებოდი კიდეც, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ ბევრი რამ მომცა „სარბიელში“ გატარებულმა სამმა წელმა… იქიდან მოყოლებული, ხშირად ვიცვლიდი ჟურნალ-გაზეთებს, ბევრგან მომიწია მუშაობა, ძირითადად სპორტზე ვწერდი, 2010 წლიდან „ტაბულაში“ ვარ, მანდაც სპორტს ვკურირებდი, მერე კი ნელ-ნელა არასპორტულ თემებზეც გადავედი… 
ასე განვითარდა ჩემი ჟურნალისტური კარიერა… 
– ამ გადაცემის იდეა როგორ გაჩნდა?
– მეგობრებთან ერთად კაფეში ვიჯექი, ინტერნეტ ტელევიზიას აკეთებდნენ, გადავწყვიტეთ რაიმე სახის გადაცემა გაგვეკეთებინა. მერე ფორმატიც შევარჩიეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ მე უნდა წამეყვანა. სულ სამნი ვისხედით. მძიმე კაცი გადაცემას ერთ-ერთმა მეგობარმა დაარქვა…
– რატომ მძიმე კაცი?
– ალბათ, ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს… მძიმე კითხვებსაც ვსვამ, ოღონდ უფრო პოლიტიკოსებთან, იმიტომ რომ პოლიტიკოსები წნეხში უნდა გყავდეს ყოველთვის, მაგათი მოდუნება არ შეძლება.
– ე.ი. შენ ახერხებ, რომ პოლიტიკოსები წნეხში გყავდეს?
– ალბათ, იმიტომ რომ გადაცემაში აღარ მოდიან.
– ეშინიათ შენი?
– შეიძლება, ზუსტად არ ვიცი. არადა საშიში არაფერია, მეგობრები სულ მეუბნებიან – აი, ის მოიყვანე, ძალიან ცუდად იქცევა და დედა ვუტიროთო… მაგრამ ეს გადაცემის მიზანი არ არის… უფრო, ალბათ, ის აშინებთ, რომ სარკესავით არის, ისეთ კითხვებს ვსვამ, თუ არაბუნებრივად უპასუხებს, გამოჩნდება… ასეთი ფორმატი გამოვიდა და რახან არ მოდიან ე.ი. კარგია… 
– მაინც ვინ არ მოდის, ვის დაურეკეთ და ვინ გითხრათ უარი?
– ძალიან ბევრმა, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი, იქნებ მოვიდნენ… თუმცა, ხელისუფლებაში ვინც არის, ძირითადად ის შინდება და არ მოდის. საერთოდ, ძალიან შეკუმშული ფორმატია, ძალიან მოკლე პასუხები უნდა გამცენ, ეს იციან და, ალბათ, ესეც აშინებთ, ქართველებს უყვართ ბევრი ლაპარაკი, მით უმეტეს პოლიტიკოსებს და ეტყობა შეზღუდულად გრძნობენ თავს. 
– კითხვებს თავად ადგენთ?
– რა თქმა უნდა, მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს, სტუმრის შესახებ ვეძებ ინფორმაციას. 2-3 დღე მჭირდება, რომ 20-30 კითხვა გავამზადო, მერე სტრუქტურულად ავაწყო. უბრალოდ კი არ ვყრი იმ კითხვებს, ვალაგებ კიდეც… ბევრს კი ჰგონია, რომ ეს მარტივად გასაკეთებელი გადაცემაა, მაგრამ არ არის ასე…  
– დასამახსოვრებელი რესპონდენტი რომელი იყო?
– ამ გადაცემის პირველი სტუმარი კოტე ყუბანეიშვილი იყო, მგონია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანები საქართველოში ძალიან ცოტაა. ერთ სიტყვაში ავუხსენი მისგან რა მინდოდა, თუ რა ფორმატის გადაცემა იყო, ძალიან ზუსტად მიიღო და სხარტად მიპასუხა. ძალიან უცნაური გამოვიდა ანდრია ურუშაძის გადაცემა… ზოგადად, ყველა თავისებურად საინტერესოა, იმიტომ რომ ძალაუნებურად ყველა იხსნება, თავიდან ცოტა მებრძვიან და მომზადებულები მოდიან, მაგრამ, რაღაც მომენტში იხსნებიან.
– შენი გადაცემა, როგორ ფიქრობ, დისკომფორტს არ უქმნის რესპონდენტს? 
– უქმნის, უმეტესობა თავიდან ძალიან ნერვიულობს, ყველას ვეკითხები – გაქვთ თუ არა ნანახი გადაცემა? ბევრი მპასუხობს – არაო… მერე ვატყობ, რომ მომზადებულები არიან და ყველა გადაცემა ნანახი აქვთ. ვინც მომზადებული მოდის, ის უფრო ნერვიულობს…
– ეს გადაცემა რამდენად შენია?
– იმას არასოდეს ვაკეთებ, რაც ჩემი არ არის, ვერ ვიტან იმის კეთებას, რაც არ მომწონს. ძალიან მიხარია, რომ სულ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მომწონს და რითიც ვცხოვრობ… ჩემი რომ არ იყოს, ნაღდად არ გავაკეთებდი. მე თვითონვე მაინტერესებს ის ტიპები, რომლებიც ჩემს გადაცემაში მოდიან, მაინტერესებს მართლა როგორი ტიპები არიან და მინდა, რომ ეს ხალხმაც ნახოს… 
ჩემთვის ყველა რესპონდენტი საინტერესო მასალაა, ყველა სხვადასხვანაირად აზროვნებს, სხვადასხვანაირი ინტერესები აქვს და ყველას  თავისი კუთხიდან უნდა მოერგო. მაინც, ლავირება დასახვეწია… ძალიან მინდა მოუხშირონ რესპონდენტებმა ჩემს გადაცემაში სიარულს, ძირითადად ისევ პოლიტიკოსებზე მაქვს აქცენტი… 
– გადაცემის მიღმა რა ხდება შენს ცხოვრებაში, დაოჯახებული თუ ხარ?
–  ჩემი მეუღლეა ეკა შალიკიანი, ერთი შვილი გვყავს გოგლა. 
– მეუღლე რა პროფესიის არის?
– კოსმეტოლოგი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში, იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლეა, მართლაც  ასეა, ყოველწლიურად დადის ევროპაში, იღებს განათლებასა და პრაქტიკას და ძალიან უყვარს თავისი საქმე…
– ცოლი სიყვარულით მოიყვანეთ?
– ჰო, აბა როგორ უნდა მომეყვანა?!
– გარიგებაც ხომ გვაქვს ქართველებს?
– მე ასეთი რაღაცების არ მწამს…
– როგორი ქმარი ხართ?
– მომთხოვნი არ ვარ. მე და ჩემს ცოლს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთის ცხოვრებაში ზედმეტად არ ვყოფთ ცხვირს. ძალიან მაგარი ძმაკაცები ვართ. სიურპრიზებისა და საჩუქრების კეთება ერთმანეთისთვის ორივეს გვიყვარს.
– რჩევებს თუ გაძლევს ხოლმე გადაცემასთან დაკავშირებით?
– ვსაუბრობთ ხოლმე, თუ რამე არ მოეწონება მეუბნება, იდეებსაც მაწვდის. კითხვებში კი ცხვირს არავის ვაყოფინებ.
 – მოდი რამდენიმე კითხვა შენი გადაცემიდანაც დავსვათ… პრეზერვატივების თემა გაქვს ხოლმე ხშირად. როგორ ფიქრობ, ბუსუსებიანი პრეზერვატივები უნდა იყიდებოდეს?
– ბუსუსებიანიც უნდა იყიდებოდეს, მარწყვის გემოიანიც და საერთოდ, ყველა სახის, რაც კი მსოფლიოში პრეზერვატივი არსებობს… სექსშოპებიც უნდა იყოს და ბევრად მეტი თავისუფლება, რომ ეს ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს.
– აუცილებელია, რომ ქალიშვილი გათხოვდეს ქალი?
– ცოტა მგონი სიველურეა იმის მოთხოვნა, რომ გოგო აუცილებლად ქალიშვილი  იყოს, როცა გათხოვდება. 30 წლის ქალიშვილი მგონი მარაზმია. 16-17  წლიდან დაწყებული სექსუალური ცხოვრება უნდა ჰქონდეს ყველას… 
მაშინ, როდესაც მე ვიყავი 16 წლის ძალიან რთულად იყო ეს საკითხი, დღეს კი, მიხარია, რომ პატარა 20-21 წლის ჩემს თანამშრომლებს და მეგობრებს, ამ მხრივ, ბევრად უკეთესად აქვთ საქმე. ვისაც სექსი უნდა, იმას სექსი აქვს და ეს ძალიან ბუნებრივიც არის…
– და გჯერათ, რომ ეს მართლა ასეა?
– ეტყობა იმათ წრეში ასეა და მე ძალიან ვემხრობი ამას… რა არის ამაში გასაკვირი, ეს ხომ ბუნებრივი რამ არის?  როგორც ჭამა უნდა ადამიანს, ისე უნდა სექსიც… სექსის გამო ცოლს ხომ არ მოიყვან… ამიტომ ვინც ასე არ ფიქრობს, არ არის ეს ჯანმრთელი და ეს უნდა შეიცვალოს… ვინც სწორად ცხოვრობს, გაუმარჯოს იმ ხალხს, ვინც არ ცხოვრობს, ვურჩევ, რომ იცხოვრონ…
– ცოდვად რას თვლით?
– მე ჩემი კრიტერიუმები მაქვს. ცოდვად მიმაჩნია ძირითადად ის, რაც ზოგადად არის აღიარებული ცოდვად. ცუდი საქციელი, რაც სხვას ვნებს და ასევე შენც, ცოდვაა…
– ქორწილამდე სექსი ცოდვაა?
– არა კაცო, როგორ შეიძლება ეგ ცოდვა იყოს, ცოდვა კი არა, მადლია…
– რაზე ნერვიულობ ხოლმე ყველაზე მეტად?
– წყობიდან ადამიანების სიბნელეს და უმეცრებას გამოვყავარ. იმას, რომ არავინ არაფრის კეთება არ იცის და ძალიან დიდი ამბიციები აქვთ. ეს კატასტროფაა, ამიტომაც ვცხოვრობთ ისე რა ქვეყანაში. ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს,  გადასარევად ვიქნებით და ერთმანეთის ცხოვრებაშიც თუ არ ჩავყოფთ ცხვირს, ესეც შესანიშნავი იქნება… რაც უფრო თავისუფლები ვიქნებით, მით უკეთესი ჩვენთვის… ისე, როგორც ევროპაშია…
– ეს როდის იქნება დავით?
– ეს მაშინ იქნება, როცა მოვინდომებთ, ჩვენი საქმის კეთებას ვისწავლით, ვიშრომებთ და დავისვენებთ ისე, როგორც გვიხარია დასვენება. არავინ არ შეგვზღუდავს, არც შრომის დროს და არც დასვენების დროს… ცხოვრება იმისთვის ღირს, რომ მაქსიმალურად ისიამოვნო…
– ახერხებთ ამას?
– ვერა.
– რატომ, რა გიშლით ხელს?
– იმიტომ, რომ არ მაძლევენ საშუალებას, სიამოვნება მივიღო. ჯერჯერობით ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული, სულ ქაოსია ჩვენს ქვეყანაში. ვერ დავლაგდით. როცა დალაგებული არ ხარ, რაღაცები არეულია და ბევრი რამ ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა, ძალიან მინდა, როგორც ევროპა ცხოვრობს, ისე ვიცხოვროთ ჩვენც. ადამიანი გრძნობდეს თავს ადამიანად. სხვა რისთვის უნდა იცხოვრო? 
– საერთოდ არ ყოფილხართ მძიმე კაცი.
– გადაცემაში ვინც მოდის, ამბობს, მძიმე ხარო.. ბევრი იმასაც მეუბნება,  პროკურორივით ზიხარო…ზოგიერთისთვის კი საერთოდ არ ვარ მძიმე კაცი… მეც, არა მგონია, რომ ძალიან მძიმე ვიყო… უბრალოდ, დილით, სანამ ყავას დავლევ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე… ოღონდ ესეც ცოტა ხანი, მერე უკვე აღარ… სხვათა შორის დავინტერესდი ასე რატომ ხდება-მეთქი და ბევრმა მითხრა, ჩვენც ვბუზღუნებთო… ეტყობა მამაკაცების უმეტესობა ასეა… 
დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment