ჰენრი ფორდის წარმატება — ღირსეულ მამაკაცებს ქმნიან ღირსეული ქალები | Jolo.ge


ჰენრი ფორდის წარმატება — ღირსეულ მამაკაცებს ქმნიან ღირსეული ქალები

ჰენრი ფორდის წარმატება — ღირსეულ მამაკაცებს ქმნიან ღირსეული ქალები

ХIХ საუკუნის მიწურულს, ერთმა მექანიკოსმა, რომლის ხელფასიც კვირაში 11 დოლარს შეადგენდა და რომელიც დღეში 10 საათს მუშაობდა, ახალი ძრავის შექმნა განიზრახა.

  



იმ დროს ეს იმდენად წარმოუდგენელი და არანორმალური იდეა იყო, რომ ის მომენტალურად გიჟად შერაცხეს.

როდესაც ის, თავის სარდაფში, „ტაოტიანი“, ღამეებს ათევდა, ფაქტობრივად ყველა დასცინოდა „უგუნურს“. არავის სჯეროდა მისი, გარდა მისი მეუღლისა…


ცოლს ისე სჯეროდა მისი და იმდენად ედგა გვერდით, რომ ხშირად, მასთან ერთად, ლამფით ხელში ათევდა ხოლმე ღამეს.


გავიდა რამდენიმე წელი და უეცრად ქუჩაში უცნაური ხმა გაისმა… ეს სწორედ ის „უგუნური“ იყო, რომელიც მეუღლესთან ერთად ეტლით მოდიოდა… უცნაური კი ის იყო, რომ — ეს იყო ეტლი ცხენის გარეშე.


ამ „უგუნურის“ სახელი იყო — ჰენრი ფორდი.


ერთხელ, ჟურნალისტმა ფორდს ჰკითხა:


— მისტერ ფორდ, თქვენ დღეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და მდიდარი ადამიანი ხართ, მაგრამ შეგიძლიათ მითხრათ, ვინ გახდებოდით სხვა ცხოვრებაში?


რაზეც ფორდმა დამაჯერებლად უპასუხა:


— გავხდებოდი ნებისმიერი ვინმე — ოღონდ ჩემი მეუღლე მყოლოდა გვერდით!


P.S. ღირსეულ მამაკაცებს ქმნიან ღირსეული ქალები.


გიორგი თვალაძის პოსტი

ნანახია:(485)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*