ჯუჯა თუ გიგანტი? – არჩევანი თქვენზეა | Jolo.ge


ჯუჯა თუ გიგანტი? – არჩევანი თქვენზეა

ჯუჯა თუ გიგანტი? – არჩევანი თქვენზეა

„თქვენი რწმენა და საკუთარი თვითშეფასება, – ის თუ როგორს ხედავთ საკუთარ თავს, – განსაზღვრავს თქვენს მომავალს.

განსაზღვრავს იმას, როგორი იქნებით: ჯუჯა თუ გიგანტი… არჩევანი – თქვენზეა“ — წერს ხვიჩა მებონია და საინტერესო ჯიშის ორ მცენარეს გვაცნობს.  

 

იაპონელებს გამოჰყავთ საინტერესო ჯიშის მცენარე – „ბონსაი.“ ეს არის ჯუჯა ხე ქოთნებში. ის ძალიან ლამაზია, აქვს იდეალური ფორმები და პროპორციები.თუმცა მისი სიმაღლე მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრს აღწევს…

კალიფორნიაში ხარობს გიგანტური ხეების ჯიში, რომლებსაც „სეკვოიას“ ეძახიან. ამ ხეების უმრავლესობას სახელებიც კი აქვს. მაგალითად ერთ–ერთს ჰქვია „გენერალი შერმანი.“ ის სიმაღლეში 83 მეტრია, ხოლო მისი ტანის გარშემოწერილობა 24 მეტრს აღწევს.

ეს დიდებული გიგანტი იმდენად დიდია რომ, თუ მისგან მასალას დაამზადებდნენ, ამ მასალით აშენდებოდა 35 საშუალო ზომის კერძო სახლი…კალიფორნიაში ხარობს გიგანტური ხეების ჯიში, რომლებსაც „სეკვოიას“ ეძახიან. ამ ხეების უმრავლესობას სახელებიც კი აქვს. მაგალითად ერთ–ერთს ჰქვია „გენერალი შერმანი.“ ის სიმაღლეში 83 მეტრია, ხოლო მისი ტანის გარშემოწერილობა 24 მეტრს აღწევს.

 

sakvoya

 

არადა იყო დრო, როცა ჯუჯა – ბონსაი და გიგანტური სეკვოია ერთი და იგივე ზომების იყვნენ. მათი სათესლე მარცვლები, თითოეული დაახლოებით 1/100 გრამს იწონის. მიუხედავად ამისა, „მოწიფულბის ასაკში“ მათ შორის, ზომებით, კოლოსალური განსხვავებაა.

ასეთი განსხვავება კი მომდინარეობს იმ განსხვავებული გაკვეთილებიდან, რომლებსაც ეს ხეები იღებდნენ ცხოვრებიდან.

ბონსაის ხის ყლორტს, მიწიდან თავს გამოყოფს თუ არა, მაშინვე ამოაძრობენ ძირიანად და აჭრიან მთავარ საფესვე არტერიას, ასევე რამოდენიმე გვერდით, მკვებავ ფესვს და ამით ხელოვნურად აჩერებენ მისი ზრდის პროცესს. შედეგად ვღებულობთ მინიატურულ, ლამაზ, ელეგანტურ, მაგრამ მაინც ჯუჯა ხეს.

მომავალი „გენერალი შერმანის“ თესლი კი მოხვდა კალიფორნიის ნოყიერ ნიადაგში, საიდანაც ის იკვებებოდა სხვადსხვა მინერალებით და ორგანული ნივთიერებებით, წვიმის წყლით და მზის სხივებით. შედეგად გაიზარდა გიგანტური ხე.

არც ჯუჯა ბონსაის და არც გიგანტურ სეკვოიას არ ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება.

თქვენ კი გაქვთ!

თქვენ შეგიძლიათ იყოთ იმდენად პატარა ან იმდენად დიადი, რამდენადაც თვითონ მოისურვებთ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბონსაი ან იყოთ „გენერალი შერმანი“. თქვენი რწმენა და საკუთარი თვითშეფასება, – ის თუ როგორს ხედავთ საკუთარ თავს, – განსაზღვრავს თქვენს მომავალს. განსაზღვრავს იმას, როგორი იქნებით: ჯუჯა თუ გიგანტი.

არჩევანი – თქვენზეა.

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

წიგნიდან: «До встречи на вершине» — Зиг Зиглар

 

ნანახია:(165)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*