ხმა ღვთისა და ხმა ერისა | Jolo.ge


ხმა ღვთისა და ხმა ერისა

ხმა ღვთისა და ხმა ერისა

დაიძრა!
დაიძრა,
ლაშქარი, —
მარაბდას,
დიდგორს,
და ბასიანს ,
იესოს 
იმედად 
დამრჩალნი,
მტრის
სისხლის
წვეთებით
დასვრიან!

ქართლ-კახეთს,
გურიას
და რაჭას,
ხევსური 
უდგება
დარაჯად.

ძმა — ძმისთვის,
და — დისთვის,
და ყველა,
აღმდგარა
სამშობლოს 
საშველად,
მათი ხმა 
მთა-გორებს
დაჰყვება,
მტერს
შიშის
მახვილით
დასერავს.

დაიძრა!
დაიძრა,
ამალა!
სული გვაქვს,
გული გვაქვს
საერთო,
სამარემ
ღმერთი 
ვერ დამალა,
ხმა ღვთის და
ხმა ერის აენთო!

სამშობლო 
მტრის ხელში
გადახმა,
ქართველთა
სისხლს სვამენ
სვავები.
ავახმე!
დაგლახვროთ
ალახმა!
ქავის კარს
ნაკიდი
მკლავებით.

ეს ჩვენი მიწა და წყალია,
გაიგეთ წყეულო ქრუდებო,
მოგვშორდით! თქვენთვის არ გვცალია,
ბელზებელს ვუწყვეტავთ ურდოებს!

 

                                                                                                            თორნიკე ნაროზაული

ნანახია:(60)-ჯერ


Comments

comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*